პასუხად ჟურნალი „სამი საუნჯის“ რედაქციას (არქიმანდრიტი გაბრიელის შესახებ)

სამეცნიერო-საზოგადოებრივ ჟურნალ ,,სამ საუნჯეში’’(2012წ. #2) დაიბეჭდა ვინმე ნუგზარ ძნელაძის (სავარაუდოდ ფსევდონიმია) მხატვრულ-პუბლიცისტური სტატია ,,ღვინით ნათქვამი სიმართლე”, რომელიც ბერი გაბრიელის წინააღმდეგ არის მიმართული.

ჟურნალის ამავე ნომერში მოთავსებული იყო  ჩვენი პუბლიკაციებიც  (ლ. ბებურიშვილი, „იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური მოძღვრების ზოგიერთი ასპექტი“, შ. მათითაშვილი, „ქართული ბერ-მონაზვნობა VI-VIII საუკუნეებში: სირიელი მამები“).

თავდაპირველად ორიოდე სიტყვას ძნელაძის პასკვილის შესახებ ვიტყვით.

ძნელია, აღშფოთების გარეშე წაიკითხო ძნელაძის როყიო განცხადება: ბერი გაბრიელ ურგებაძე ერთი ხარისხჩამორთმეული, სუსტი ნებისყოფის კაცი იყო.  ავტორის თქმით, მამა გაბრიელი ფსიქიკურად დაავადებული, ჩვეულებრივი ლოთი გახლდათ: „ხშირად გაბრიელ ბერს სალოსს, ანუ ქრისტესათვის სულელს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ მოღვაწის შინაგანი ცხოვრება განსაკუთრებული ასკეტიზმით უნდა ხასიათდებოდეს, მაგრამ ახლაც არიან ცოცხალი ადამიანები, რომელთაც მართლაც ნასვამი, და არა მოჩვენებით მთვრალი, ბერი არაერთხელ უნახავთ“ (გვ. 235). ვინ და როგორ გაარჩია ერთმანეთისაგან ნამდვილად ნასვამი იყო ბერი თუ მოჩვენებით მთვრალი, ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება მამა გაბრიელის სასწაულებსა და გამოცხადებებს, ძნელაძე განგვიმარტავს: „მედიცინაში არის ასეთი ცნება – სუგესტია, რაც გულისხმობს პაციენტზე ზემოქმედებას შთაგონების საშუალებით. მაგალითად, ადამიანს ტკივილი შეიძლება მოეხსნას უბრალო ჩხვლეტით, თუ იგი დარწმუნდა, რომ მას ნემსით გამაყუჩებელ წამალს უკეთებენ. ასევეა ჩვენს შემთხვევაშიც. ადამიანები წინასწარი შთაგონებით ითვისებენ გაბრიელზე კულტივირებულ ცრუ შეხედულებებს; ეს კი ხელის შემწყობი ფაქტორია იმ ცრუ წარმოსახვებისა, რომელთაც ეს ადამიანები გამოცხადებებს არქმევენ“ (გვ. 234).

თურმე შთაგონებით განკურნებულან უმძიმესი სასიკვდილო დაავადებებისაგან მორწმუნენი. მაგრამ ბერის შემწეობით განკურნებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც, რომელთაც არავითარი თვითშთაგონების უნარი არ გააჩნიათ. საინტერესოა, ამაზე რაღას იტყოდა, ბატონი ძნელაძე?!

ნარკვევში მამა გაბრიელის წინააღმდეგ   წმინდა ფარისევლური რიტორიკით საუბრობს ვინმე მამა შოთა. მამა შოთა აზროვნებითა და ბერ გაბრიელთან მიმართებით ძალიან ჩამოჰგავს მეუფე შოთას, მარგალიტაშვილს, კალისტრატედ წოდებულს, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ მამა გაბრიელი ჩვეულებრივი ლოთი გახლდათ.

ძნელაძის გამძვინვარების ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: „დღევანდელ საქართველოში თავისი ერისა და ეკლესიის უფრო დიდი მსახური, ვიდრე კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა, მე არ მეგულება; ხოლო ბერი გაბრიელი ხშირად ხმამაღლა განიკითხავდა მას. სხვათა მონაყოლზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს კარგად ჩანს მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) გამოცემული „მოგონებებიდან“(გვ. 235).

ბერი გაბრიელის უწმიდესი პატრიარქისადმი უდიდესი სიყვარულის დასტურია ის მოგონებები, რომლებსაც მამა გაბრიელის შესახებ გამოცემულ ნებისმიერ წიგნში უხვად შეხვდებით. რაც შეეხება მეუფე ზოსიმეს ოდიოზურ „მოგონებებს“, მათ შესახებ საგანგებოდ სხვა დროს ვისაუბრებთ, ერთს კი ვიტყვით: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია:  ეკლესიის წიაღში, ცხოვრების დიდი ნაწილის ეპისკოპოსად  გატარების მიუხედავად, მეუფე ზოსიმეს ზერელე წარმოდგენაც კი არ აქვს სალოსური მოღვაწეობის არსზე. მკითხველს თავი რომ არ შევაწყინოთ, მოკლედ გადმოვცემთ, რას მოგვითხრობს მეუფე ზოსიმე.

თურმე ბერი გაბრიელი ზურგს უკან განიკითხავდა უწმინდესს (ჯერ ერთი ეს რომ სიმართლეც იყოს, გარდაცლილი ბერის დაბეზღება პატრიარქთან და საკუთარი ერთგულების ასე დამტკიცება რა ეპისკოპოსის საქმეა), პირისპირ შეხვედრისას კი მას ფეხებში უვარდებოდა, განადიდებდა და ეპირფერებოდა, თან ამავდროულად, მეუფე ზოსიმეს უყურებდა თვალებში.

სალოსობა არის ადამიანის ირიბად მხილების ხელოვნება. მეუფე ზოსიმეს სულიერი ხედვა რომ ჰქონოდა, შენიშნავდა, რომ ამ საქციელით ბერმა ის სასულიერო პირები ამხილა, რომლებიც ზურგს უკან აძაგებდნენ პატრიარქს, პირისპირ კი ეპირფერებოდნენ და ელაქუცებოდნენ. დიდად სავარაუდოა, ერთი მათგანი თავად მეუფე ზოსიმე იყოს, რომლის წინაშეც გაითამაშა ეს სცენა ბერმა და რომელსაც, როგორც თავად მეუფე აღნიშნავს, ამ დროს თვალებში უყურებდა.

ძნელაძე წერს: „დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევდა, რომ მის უწმიდესობას არც ერთ ქადაგებაში, თვით სამთავროშიც კი, ყოფილი არქიმანდრიტი გაბრიელი არასოდეს უხსენებია. ეს არ არის უმნიშვნელო ფაქტი, ამაში პატრიარქის პოზიცია ჩანს“ (გვ. 235.) ახლა კი ყურები კარგად გამოიფხიკეთ, ბატონო ძნელაძე და მოისმინეთ პატრიარქის სიტყვები, თქმული, ბერის კანონიზაციის შემდეგ: მამა გაბრიელი იყო სალოსი. ვერ გაიგებდა ადამიანი, თუ სად ამბობდა რამეს პირდაპირ და სად სალოსურად, მაგრამ ყველაფერს ამბობდა იმისთვის, რომ ადამიანი გადაერჩინა. ეს იყო საოცრება. ჩვენ ძალიან ბევრი წმინდანი გვყავს, მაგრამ მამა გაბრიელი განსხვავდება სხვებისაგან. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა იგი ვითომ ხუმრობით ამხელდა ადამიანს. ამხელდა არა იმიტომ, რომ მისი დამცირება უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ გამოესწორებინა იგი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მოუვლინა საქართველოს ახალი წმიდანი, მამა გაბრიელი, რომელსაც ეწოდა აღმსარებელი და სალოსი. იგი მომავალში უფრო დაეხმარება ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანას. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!

სხვთა შორის, მამა გაბრიელის კანონიზაციის მთავარი ინიციატორი სწორედ პატრიარქი გახლდათ და როდესაც ზოგიერთმა უღირსმა იერარქმა პროტესტის ნიშნად სინოდის სხდომაც დატოვა და ისე ჩანდა, საკითხი მომავლისთვის უნდა გადადებულიყო, პატრიარქმა თავისი ურყევი პოზიციით მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. ამით ყველაფერია ნათქვამი.

ძნელაძე განაგრძობს: „ბერი გაბრიელი… ცნობილი ზვიადისტი იყო. თუ ვინმეს ზ. გამსახურდიას ეროვნული ღვაწლი ხიბლავს, ეს არ ნიშნავს რომ აღმსარებლობის გაუთვალისწინებლად მისი კანონიზაცია მოითხოვოს… აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ბერი გაბრიელის კულტის პროპაგანდისტები მისი სახელით ზვიადიზმს ავრცელებენ და საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეკლესიის მთლიანობას“ (გვ. 237).

რაც შეეხება მამა გაბრიელის ზვიად გამსახურდიასთან დამოკიდებულებას, ბერი სრულიადაც არ აკერპებდა პრეზიდენტს. მამა გაბრიელს შეეძლო მისი შეცდომების დანახვაც. როდესაც მორწმუნემ მას ჰკითხა: „მამა გაბრიელ, ზვიადს შეცდომები ჰქონდა?“  ბერმა უპასუხა: შეცდომები ჰქონდა… იჩქარა.“ (იხ.  ,,ჩემი სიცოცხლე – თქვენი სიცოცხლეა“, ცხოვრება სწავლანი და მოგონებანი ბერი გაბრიელისა, გვ. 411.)

უშეცდომო ადამაინი არ არსებობს. მიუხედავად მცირე შეცდომებისა, ბერს გულწრფელი სიყვარული აკავშირებდა ხალხის მიერ არჩეულ ღირსეულ პრეზიდენტთან, რომელიც ესწრაფვოდა აეშენებინა ეროვნულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფო. ბერი გაბრიელი ერთადერთი სასულიერო პირი იყო, რომელმაც გაბედა შვილი მოენათლა ზვიად გამსახურდიასათვის. ცნობილ ბოროტმოქმედსა და სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელ ჯ. იოსელიანს  მამა გაბრიელმა თავზე ჯოხი გადაამტვრია, ე. შევარდნაძეს კი, რომელსაც ბერთან შეხვედრა სურდა, კატეგორიული უარი შეუთვალა. ყველამ კარგად გაითავისოს მამა გაბრიელის სიტყვები: „ვაი იმას, ვინც ზვიადზე ცუდს იტყვის!” (იქვე, გვ. 410.).

ძნელაძე  განაგრძობს: „ალბათ, შენიშნული გექნებათ, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შესასვლელის ერთ-ერთ თაღზე ბერი გაბრიელის რამხელა სურათია გამოკიდული. იგი ამავე დროს საფარველის ფუნქციასაც ასრულებს იქვე დაბანაკებული ერთი ჯგუფისათვის, რომელიც საკუთარი ინიციატივით მუზეუმიდან ანჩისხატის გადატანას ითხოვს. ერთი წუთით დავუფიქრდეთ: სახელმწიფო ხელისუფლება, რომელიც მისთვის არასასურველი თავშეყრისას თავის მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება, როგორღა უშვებს ასეთი მუდმივმოქმედი ბანაკის არსებობას… თუ მთელი ეს პროცესი თვით მისივე ინსპირირებული არ არის?“ (გვ. 237). ამ გონებააშლილობაზე კომენტარის გაკეთება, ალბათ, ზედმეტია.

ერთი სიტყვით, მამა გაბრიელი ზვიადისტებისა და სააკაშვილისტების ერთობლივი პროექტი ყოფილა, რათა წარხოცონ ჭეშმარიტი მამულიშვილის, ედუარდ-გიორგი შევარდნაძის, ღვაწლი!

ძნელაძე საგანგებოდ უსვამს ხაზს გაბრიელ ბერის გაუნათლებლობას და მოიხსენიებს მას, როგორც „უსწავლელ ბერს“: „იმ სიწმინდესა და ღვაწლს, რომელსაც მის პიროვნებას მიაწერენ, უცილობელი საღვთისმეტყველო განათლება უნდა შეესაბამებოდეს, რადგან წმინდა ადამიანი ღმერთშემოსილია და მისი გონებაც მადლით არის განათლებული“ (გვ. 237). – გვმოძღვრავს ძნელაძე.

ადამიანის სიწმინდის რაციონალური „განათლებით“ შეფასება პირწმიდად პროტესტანტული მეთოდია, უცხო მართლმადიდებლობისათვის. მართლმადიდებლური ეკლესიას ჰყავს უდიდესი წმინდანები, რომელთაც წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ, მაგრამ განიბრძნენ სულით. მამა გაბრიელიც სულიწმინდით იყო განბრძნობილი და არა რაციონალური ცოდნით. ბერის უღრმესი ღვთისმეტყველების გამოხატულებაა მისი სწავლება განღმრთობისა და „უჩინოსა და დაფარულის შესახებ“, რომლის მსგავს საღვთისმეტყველო სიღრმესაც იშვიათად თუ იცნობს ქრისტიანული ლიტერატურა. ასე რომ ძნელაძეს ვურჩევდით მის წაკითხვას, იქნებ ენახა  რაიმე სულის მარგებელი.

* * *

უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ჟურნალის გამომცემლები დიდ გულისხმიერებას იჩენდნენ ჩვენ მიმართ, რის გამოც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მათდამი მადლიერებას. მიუხედავად ამისა, ნ. ძნელაძის პასკვილის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ გავწყვიტეთ ჟურნალთან თანამშრომლობა და ელექტრონული ფოსტით ასეთი წერილი გავგზავნეთ რედაქტორისა და მისი მოადგილის მისამართით:

„ბატონო გრიგოლ  და  ქალბატონო  გვანცა!  სამეცნიერო-საზოგადოებრივ  ჟურნალ  ,,სამი საუნჯის”  უკანასკნელ  ნომერში  გამოქვეყნდა  ვინმე  ნუგზარ    ძნელაძის მოთხრობა  ,,ღვინით  ნათქვამი  სიმართლე”,  სადაც ავტორი   განიკითხავს    არქიმანდრიტ  გაბრიელს  (ურგებაძე)  და  მას   ,,ერთ       ხარისხ-    ჩამორთმეულ,  სუსტი  ნებისყოფის  კაცად”  მოიხსენიებს.  ჩვენთვის  სრულიად  გაუგებარია  ავტორის  ის  სიძულვილი  და   აგრესია,   რომელიც  მთელ  თხზულებაში  იგრძნობა.  ეკლესიის  წიაღში  ყველას  აქვს  უფლება  განსხვავებული    აზრი  გააჩნდეს,   თუ  ეს  აზრი     რაიმე  ერესს  არ შეიცავს    და  მსოფლიო  ეკლესიის  სწავლებას  არ  ეწინააღმდეგება,    მაგრამ  ასეთი  დაუნდობელი  კრიტიკა  იმ  სასულიერო  პირისა, რომელმაც   უდიდესი  ღვაწლი  გასწია  საქართველოსა  და  მშობლიური  ეკლესიისათვის,   სრულიად  მიუღებელია. ჩვენი  ( და   საქართველოს    სამოციქულო  ეკლესიის  მრევლის  უდიდესი  ნაწილის )  ღრმა    რწმენით,  არქიმანდრიტი  გაბრიელი  იშვიათი  სულიერების    მქონე      მღვდელმსახური,         სულიწმინდით         სავსე,  წინასწარმეტყველების,   დაფარულ    აზრთა    კითხვისა   და     სულიერი  თუ     ხორციელი        კურნების          უნარით         დაჯილდოებული  ბერი  გახლდათ,  რასაც  მრავალრიცხოვან     მორწმუნეთა  და  თვითმხილველთა  მოგონებები  ადასტურებს.  არქიმანდრიტი        გაბრიელი  უამრავ  ადამიანს  წარუძღვა  ქრისტიანობის  გზაზე,  დააწყებინა  რა  მათ ეკლესიური ცხოვრება.

ზემოთქმულიდან  გამომდინარე,   სამწუხაროდ,   ჩვენ      იძულებულნი ვართ, შევწყვიტოთ  თქვენთან  ესოდენ ნაყოფიერი  თანამშრომლობა. მიუხედავად  ამისა,  გვსურს  თქვენდამი მადლიერება  გამოვხატოთ,  რადგან  ჩვენ  მიმართ  ყურადღება  გამოიჩინეთ  და  სტატიების  გამოქვეყნების  საშუალება  მოგვეცით.

პატივისცემით,

შოთა   მათითაშვილი

ლევან  ბებურიშვილი“

ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ქალბატონი გვანცა კოპლატაძე ჟურნალის შემდეგ ნომერში გამოეხმაურა ჩვენს წერილს და აღნიშნა, რომ ჩვენი ქმედება, თურმე, კერპთაყვანისმცემლობით იყო განპირობებული: „ჩვენი ჟურნალის ორმა ახალგაზრდა ავტორმა, რომელთა წიგნიერება და სარწმუნოებისადმი პატივისცემა იმედს იძლეოდა, რომ სერიოზულ მკვლევარებად, ერისა და ქვეყნის ერთგულ მსახურებად ჩამოყალიბდებოდნენ, და ამიტომ რედაქციაც შეძლებისდაგვარად ცდილობდა ხელი შეეწყო მათთვის, წერილობით გვაცნობეს, რომ ჟურნალთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებდნენ, რადგან ერთ-ერთი გარდაცვლილი სასულიერო პირის მოღვაწეობის შესახებ მათგან განსხვავებული თვალსაზრისი აღმოგვაჩნდა. ნიშანდობლივია, რომ მათ ურთიერთობა ისე გაწყვიტეს, რომ გარკვევაც კი არ მოისურვეს იმისა, რა მიზეზები ჰქონდა ჩვენს შეხედულებას. აი, მრავლისმეტყველი მაგალითი ერთი ჩვეულებრივი სასულიერო პირის 
(
იგი წმინდანთა დასში არ ირიცხება) გაკერპებისა და მისგან გამომდინარე, კატეგორიული შეუწყნარებლობა არა მარტო სხვაგვარი  აზრისა,  არამედ იმ ადამიანებისაც, რომელთაც ეს აზრი აქვთ. (ჟურნ. „სამი საუნჯე“, # 3 2012, გვ. 40.).

ქალბატონი გვანცა ჩვენ გვსაყვედურობს კატეგორიულ აზროვნებას და თავად კი, მართლაც, კატეგორიულ დამოკიდებულებას ავლენს. იმის გამო, რომ ჟურნალთან თანამშრომლობა გავწყვიტეთ, მან სრულიად გადაგვისვა ხაზი და დანანებით აღნიშნა, რომ ხელიდან გავუშვით შანსი ერის მსახურებად ჩამოვყალიბებულიყავით. არის თუ არა ეს კატეგორიული აზროვნების ნიმუში, როდესაც 22-23 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც წინ აქვთ მოღვაწეობის ვრცელი გზა, მხოლოდ იმიტომ უსვამ ხაზს, რომ შენს ჟურნალთან თანამშრომლობა გაწყვიტეს?

ქალბატონი გვანცა წერს, რომ მათ ისე დავშორდით, არც მოგვისურვებია გაგვერკვია, თუ რა იყო მათი გაბრიელ ბერთან ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი. პირდაპირ გეტყვით: არც გვაინტერესებდა! გადაჭარბების გარეშე ვაცხადებთ, რომ ეკლესიაში სწორედ ბერი გაბრიელის შესახებ გამოცემულმა წიგნებმა მიგვიყვანა. ჩვენთვის, იგი, თქვენგან განსხვავებით, ერთიჩვეულებრივი სასულიერო პირი“ კი არ იყო, არამედ წმინდანი, რომლის შეწევნასაც მუდამ ვგრძნობდით. ჩვენი მოღვაწეობის ერთ უმთავრეს მიზნადაც ბოლო ჟამის ქართველი წმინდანების (უპირატესად კი მამა გაბრიელის) ღვაწლის შესწავლა და პოპულარიზაცია მიგვაჩნია, ამდენად საკუთარი სინდისის წინააღმდეგ უნდა წავსულიყავით, თქვენთან თანამშრომლობა რომ გაგვეგრძელებინა.

ჩვენთვის ძალიან სასარგებლო და სასურველი იყო თქვენთან თანამშრომლობა (ნაშრომების ბეჭდვა, სოლიდური ჰონორარი), ჩვენს ადგილზე (ტრაბახით არ ვამბობთ) ბევრი წაუყრუებდა ძნელაძის სტატიას, და თქვენს ჟურნალთან ურთიერთობას გააგრძელებდა, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქეცით. თქვენ კი ამ საქციელში კერპთაყვანისმცემლობა დაინახეთ!

თქვენ მუდამ უსვამდით ხაზს თქვენს უდიდეს სიყვარულს უწმიდესი პატრიარქისადმი. თქვენ რომ თანაშრომლობა გქონოდათ ჟურნალთან, რომელშიც პატრიარქზე სიბინძურე დაიბეჭდებოდა, რომელშიც პატრიარქს გააქილიკებდნენ და სუსტი ნებისყოფისა და უზნეო ადამიანად მოიხსენიებდნენ, იმის გარკვევას დაიწყებდით, რა ედო ასეთ განცხადებას საფუძვლად, თუ მყისიერად გაწყვეტდით ჟურნალთან თანამშრომლობას? ჩვენთვის კი (ნურავინ აღშფოთდება) ბერი გაბრიელი გაცილებით დიდი ავტორიტეტია, ვიდრე უწმიდესი ილია მეორე, ასე რომ ჩვენი საქციელი სრულიად ბუნებრივი იყო.

უფალმა განადიდა თავისი წმინდანი, თქვენ კი შეგარცხვინათ! ის ფაქტი, რომ სტატია ჟურნალში მამა გაბრიელის ოფიციალურ კანონიზირებამდე დაიბეჭდა, ოდნავადაც არ ამსუბუქებს გარემოებას. ეკლესიის წიაღში ცხოვრების უდიდესი ნაწილის გატარების, სასულიერო შინაარსის წიგნების შედგენისა და თარგმნის შემდეგ, ნუთუ სულით ვერ უნდა გეგრძნოთ წმინდანი?

შეიძლება განსხვავებული აზრი გქონოდათ ბერის მოღვაწეობაზე (თუმცა კიდევ ვიმეორებთ, ოდნავი სულიერება ვისაც გააჩნია, შეუძლებელია ბერის სიწმიდე არ ეგრძნო),  მაგრამ რა საჭირო იყო ბერის გაქილიკება და გამასხარავება? დიდად შესაძლებელია, რომ მამა გაბრიელმა სიცოცხლის დროს სალოსურად გამხილათ (ის ხომ ხშირად სტუმრობდა სასულიერო აკადემიას), თქვენ კი გულში ჩაიდეთ მისი საქციელი. სიფრთხილე უნდა გამოგეჩინათ!

 

      უშეცდომო ადამიანი არ არსებო73912_381156841954597_605499794_nბს. იმედს ვიტოვებთ, რომ გეყოფათ ვაჟკაცობა, ბოდიში მოიხადოთ წმინდა გაბრიელისა და ქართველი საზოგადოების წინაშე.

ლევან ბებურიშვილი                                                           შოთა მათითაშვილი

This entry was posted in ზოგადი and tagged , , . Bookmark the permalink.

5 Responses to პასუხად ჟურნალი „სამი საუნჯის“ რედაქციას (არქიმანდრიტი გაბრიელის შესახებ)

  1. kaxaberi says:

    თვითონ შევარდნაძე გააკერპეს და ჩვენ წმინდანის თაყვანისცემას გვიკრძალავენ!!!

  2. ნანა says:

    გაოგნებული დავრჩი! ქალბატონი გვანცასაგან ასეთ პასუხს არ ველოდი :((( ღმერთმა გაგაძლიეროთ ლევან და შოთა!!! გეწეოდეთ წმინდა მამა გაბრიელის მეოხება და ლოცვა!

  3. malkhazi jinoria says:

    ″ღვინით ნათქვამი სიმართლის″ ავტორს
    2012 წლის 1 აგვისტო, 8:57-ზე
    შენ გეტყობა ამ ნარკვევის წერისას წვეთი ღვინო არ შეგისვამს, რადგან მისხალი სიმართლეც არ მოიპოვება მასში. ვერც პირველაღმომჩენობას დაიჩემებ. შენამდეც ყოფილან კალმოსნები, წმინდანებს ბილწად რომ შეეხნენ, რათა სახელი გავარდნოდათ. თუმცა მათი ღმერთი დემოკრატიამ ჩაანაცვლა და ამას არც კი მალავენ. მაგრამ შენ ხომ მორწმუნეობაზე დებ თავს, ″კომპეტენტურ″ მოძღვართან გადიხარ კონსულტაციებს, როგორც შენივე ტექსტის გმირი – მერაბი – არკვევს სულიერ საკითხებს – მამა შოთასთან. მაინც ვინ გაიძულა ამ სიბრიყვის დაწერა? იქნებ ვინმე იმ დედაკაცმა, ვინც მამა გაბრიელმა მკაცრად ამხილა და ეს დღემდე ვერ მოუნელებია, (ქალის ხელწერა აშკარად იგრძნობა) ან იქნებ თავად ხარ ამ გვარ-სახელს ამოფარებული და იმის ნაცვლად სწორად განგესაჯა, სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტე. ამიტომაც აკუთვნებ მამა გაბრიელის სახელთან დაკავშირებულ სასწაულებს ″რელიგიურ-ფანტასტიურ სფეროს, ძალუმად რომ გახვევენ თავს″. სასწაულების შესახებ მადლიერი ხალხი ჰყვება,` (იოანე 9.25) თორემ მამა გაბრიელის პიროვნების მთელი ხიბლი და სიძვირფასე მის მიერ განვლილი ცხოვრების წესში მდგომარეობს და არა სასწაულებში. ″გაბრიელ ურგებაძე ერთი ხარისხჩამორთმეული, სუსტი ნებისყოფის კაცი იყოო″ – ასეთი სისულელე რამ დაგაწერინა? ნუთუ მისი ცხოვრების შესახებ არაფერი გსმენია? იქნებ გენახა ნავთლუღში მის მიერ აგებული ტაძარი, სათუთად შეგროვებული წმინდა ხატები, რომელსაც ″კომპეტენტური″ ქართველები ნაგავსაყრელზე ჰყრიდნენ, ″სუსტი ნებისყოფის″ მამა გაბრიელი კი აგროვებდა და პატივს მიაგებდა. ″ეჰ, ნეტავ იმ დროს, მე მაშინ ქრისტეს ვსწავლობდი!″ ″მე არ მივლია ზანზალაკებით და ხალიჩებზე!″ ″მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო!″ ამ სიტყვებით მამა გაბრიელი განა საკუთარ თავზე ჩიოდა, სურდა რომ ქართველი ერი ქრისტეს გზას შედგომოდა. რომ იცოდე რამდენი უცნობი დეტალია კიდევ წარმოსაჩენი, მაშინ ძალისხმევას აქეთ მიმართავდი და არა მის საწინააღმდეგოდ. განა გაბრიელ ბერს არ უნდა ჰყვარებოდა გულწრფელი და მაღალი იდეალებისთვის თავგანწირული მებრძოლი -ზვიად გამსახურდია, რომელსაც შვილი მოუნათლა, რადგან სხვა მღვდლებმა უარი შეჰკადრეს მთავრობის განაწყენების შიშით. ვისი ქმედება იყო უფრო გამართლებული? მამა გაბრიელი შეუპოვარი ბერი გახლდათ, რომელმაც თავისი სახელიც კი სასწორზე შეაგდო, (ზოგს ლოთად მოაჩვენა თავი და ზოგს გიჟად) ოღონდაც ღვთის საქმეს გაემარჯვა. აბა ვინ გაბედავდა სტალინის სახელის დასაცავად გამართულ მიტინგებზე დახვრეტილი ადამიანებისათვის წესის აგებას? ან პირველი მაისის აღლუმზე ლენინის უზარმაზარი პორტრეტის დაწვას და უშიშრად ქადაგებას? რამდენ ტანჯვას იწვნევდა ამის გამო, დაფიქრებულხარ? ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს, მერე რეციდივისტების საკანში ჩაამწყვდიეს და ბოლოს საგიჟეთში უკრეს თავი, სადაც ყველაზე უკურნებელ გიჟებთან ამყოფებდნენ პალატაში. ვინ გაბედავდა სამეგრელოს ასაწიოკებლად მიმავალ ყაჩაღებს კვერთხით გამოდევნებოდა და ტაძრიდან გაერეკა?″ის რა ბერია, ვისაც ერის სატკივარი არ სტკივა!″ – იძახდა მამა გაბრიელი და ისტორიის ყოველ ეტაპზე ქართველი ხალხის გვერდით იდგა. ჰოდა, რატომ გიკვირთ რუსეთიდან ჩამოსულმა ქართველმა კაცმა მისი საფლავი რომ მოილოცა? ამ მიზნით განა ევროპიდან და ამერიკიდან არ ჩამოსულან? მამა გაბრიელის სახელი საქართველოს საზღვრებს შორს გაცდა. სულიწმინდა მოქმედებს და თავის დიდებულ ჩანაფიქრს მწიგნობრებს არ უთანხმებს, ჭეშმარიტი მოძღვრის წარმატებებზე გული რომ მისდით და ბოლო მცდელობას ახორციელებენ ჩრდილის მისაყენებლად. თუმცა ამ მზაკვრობას აღსრულება არ უწერია, რადგან უკვე ძალიან ბევრი სიკეთე გახმაურდა მის შესახებ. ″განა არ გსმენია მის საეკლესიო განათლებასა და გამოცემულ წიგნებზე?″ – ასე ახასიათებ შენი ნარკვევის უბადრუკ გმირს-მერაბს, მაგრამ მწიგნობრობა ესოდენ მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, მაშინ დიდი ბერები უდაბნოებსა და გამოქვაბულებში კი არ განმარტოვდებოდნენ, არამედ ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებს მიაშურებდნენ.″მაგ გაბრიელის ჩაწერილი ქადაგება რომ მოვისმინე, ჩემთვის ვიფიქრე, ნეტავ რას ″ბლატაობს″ ეს მღვდელი მეთქი″ – ასეთი ცინიზმით როგორ წერ? სიძულვილმა სულ დაგაბრმავა და სმენა დაგიხშო? გაბრიელ ბერი კი არ ″ბლატაობს″, არამედ ისე აუბრალოებს ამ უდიდეს გმირობას, თითქოს რამე იაფფასიანი სათამაშო გაეტეხოს. ხედავ, მაგ მოწესრიგებულმა და მწიგნობრულმა ცხოვრებამ სად შეგატოპინა? – წმინდანს ვერა ცნობ! – ანუ თეორია ზედმიწევნით დაიზუთხე, მაგრამ პრაქტიკულ გამოცდას ვერ აბარებ! სწორედ ასეთები იყვნენ ფარისევლები, ქრისტეზე რომ ქადაგებდნენ, ქრისტე კი ვერ იცნეს. არადა მართლმადიდებლობის საფუძველთა საფუძველი ამაში მდგომარეობს. ჩვენთვის კი ერის გმირები მიუღებელია, წმინდანებიც მხოლოდ ხატებზე გამოსახულნი გვხიბლავს და არა ცხოვრებისეულ გამოვლინებაში, მაგრამ ჩარჩო გალია ხომ არ არის, წმინდანი შიგნით გამოჰკეტო? წმინდანს შეიძლება ქუჩაშიც გადააწყდე. ასეთი იყო გაბრიელ ბერიც, რომელიც ბევრად აღემატებოდა თავის თანამედროვეთ. ეს გარეშე თვალთათვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. აი, რას წერს გერმანე ალიასკელის საძმო მის შესახებ: ″საქართველოში არც კი იციან, თუ რა დიდი ბერი ჰყავთ მათ მონასტერშიო!″ მაშ, როგორც ჩანს არ ყოფილა მამა გაბრიელი ″სუსტი ნებისყოფის″ კაცი, ასეთად რომ გინდა წარმოაჩინო. ხოლო თუ ხარისხი ჩამოართვეს, ეს სხვებს უფრო აყენებს ჩრდილს და არა გაბრიელ ბერს. იერარქები განა ვერ ხვდებოდნენ, უსამართლობას რომ ჩადიოდნენ? ხვდებოდნენ და პატიებასაც თხოვდნენ. გაბრიელ ბერის ზოგიერთი სალოსური ქცევა იმითაც აიხსნებოდა, რომ ისინი გამართლებულიყვნენ, რომ ხალხს ეფიქრა, სწორადაც მოექცნენო მას, რადგან გაბრიელ ბერისთვის ეკლესიის მთლიანობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. იგი უსიტყვოდ ითმენდა ადამიანურ უძლურებას, რადგან ნამდვილი ბერი და ჭეშმარიტი მოწყალე იყო, მეფე იყო მიმტევებლობის და სხვებსაც ასე მოძღვრავდა: ″არასდროს იმართლოთო თავი!″. იგი ღმერთს ბოლომდე მიენდო და ნება სრულიად მოიზღუდა და როგორ ფიქრობ, ამდენი გმირული საქმის აღმსრულებელს ხელშეუხებელს დატოვებდნენ? არ წააქეზებდნენ ადამიანებს მის წინააღმდეგ? არ გაუვრცელებდნენ ათასგვარ ბილწ ჭორს? დახვრეტითაც მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, გმირად რომ არ წარმოჩენილიყო და არასრულფასოვანის სტატუსი მიანიჭეს. გაბრიელ ბერის არსებობა უკვე გულისხმობდა სხვათა მხილებას. ის ნათლით იყო აღჭურვილი და არა სკაიპით და სხვა ტექნიკური საშუალებებით, მისი განმკითხავი ბერები დღემდე რითაც იწონებენ თავს. და ჩვენც რა ვქნათ, ველურ ენძელებზე მეტად ქოთნის ყვავილები თუ გვტაცებს მზერას, მართლმადიდებლობა – გმირობის გარეშე თუ შეგვყვარებია, გარეგნული – შინაგანის გაუთვალისწინებლად თუ გვსიამოვნებს, და მხოლოდ ამ გზით განვიცდით შვებას. საქართველო ხომ ის ქვეყანაა, თავის წიაღში უდიდეს შვილებს რომ შობს, რათა სასტიკად გაუსწორდეს და დავიწყების ნისლში ჩანთქას. ჩვენ ხომ უშველებელი შური გვჭამს, ჩვენ ხომ გმირები მანამ გვჭირდება, სანამ პირველ დარტყმებს იღებენ საკუთარ თავზე და ლოცვით და მარხვით ამარცხებენ უკეთურთა მოდგმას, ხოლო აღიარების საათი რომ ჩამოჰკრავს, მაშინ ყველაზე ყრუნი და ბრმანი ვხდებით. ჩვენ ხომ ″სიმართლისათვის მოღრიალე ლომზე″ მეტად ღრუბლებში თავშერგული ჟირაფი გვხიბლავს, თავი მიწიერზე ამაღლებულად რომ მიუჩნევია. ჩვენ ხომ ეს ქვეყანა ძალუმად შეგვყვარებია და მის ყველა სიამტკბილობას თანმიმდევრობით ვითვისებთ…არადა, გაბრიელ ურგებაძის დარ ბერს ნებისმიერი მონასტერი, ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ეპოქა ინატრებდა. და თუ იგი თითქმის ჩვენ თანამედროვედ დაიბადა, განა არ უნდა შევიშნოვოთ? მოვა დრო, როცა მატიანე მე-20 საუკუნის ამ ცივ და მრისხანე პერიოდსაც გადახედავს და უმალ მიხვდება ასეთი თვალსაჩინო, დიდებული და ღმერთშემოსილი მოღვაწე სხვა საუკუნეებშიც კი იშვიათად რომ ჰყოლია. თავის დაფარვის ათასი მცდელობის მიუხედავად ეს ბუმბერაზი წმინდანი მზესავით გაბრწყინდება და ნეტარი იქნება ის იერარქი, ვინც ამ ამბავს თავის ხალხს პირველად განუცხადებს, რადგან ზეცამ კარგა ხანია გაბრიელ ბერი წმინდანად შერაცხა, ხოლო თუკი მიწა ჯიუტობს, ასეთი რამ ადრეც მომხდარა, ″არ ახალია, ძველია″. არადა, პირველ რიგში, ეს თვითონ მიწას ჭირდება, რათა ზეცასთან თანხმობაში მოვიდეს. მაგრამ წმინდანის შერაცხვა ისე კი არ უნდა მოხდეს, თითქოს მოწყალება გაიღეს მისთვის, არამედ მოწიწების გრძნობით, რომ ბოლოს და ბოლოს შეძლეს მისი შეცნობა და ამაგიც ჯეროვნად დაუფასეს. განა მე-13 საუკუნის მოღვაწე გმირი – ცოტნე დადიანი, მე-20 საუკუნემ რომ შერაცხა წმინდანად, მთელი ეს 700 წელი გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდა? უბრალოდ ამდენი დრო დასჭირდა ქართველ ერს ამ ფაქტის შესაცნობად. გვესმის, რომ სიჩქარე არ ივარგებს, მაგრამ როდესაც მაგალითი ესოდენ თვალსაჩინოა და მრავალ ადამიანს, ჩვენი ავტორის მსგავსად, განკითხვასა და მკრეხელობაში აგდებს, მაშინ რაღაშია გამოსავალი?ტექსტში გამოყვანილი მამა შოთა კი ბევრს ვერაფერს გაგვიხერხებს, რადგან თავისი გასაჭირი ადგას. არა მგონია წაკითხული ჰქონდეს გაბრიელ ბერის მიერ გამოთქმული უდიდესი სიბრძნეები, ცხონების გზის მაჩვენებლები, არაფრით ნაკლები რომ არ არიან პატერიკონში აღწერილ ბერთა გამონათქვამებზე, ჯერ მარტო მამა კირიონის მიერ აღწერილი 50-ე ფსალმუნის განმარტება რად ღირს! ეს რომ წაკითხული ჰქონოდა, აღარ იტყოდა გაბრიელ ბერზე: ″იმ სიწმინდესა და ღვაწლს, რომელსაც მის პიროვნებას მიაწერენ, უცილობელი საღმრთისმეტყველო განათლება უნდა შეესაბამებოდესო″.მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ეს გვირჩევნია – მამა შოთას ″მშვიდი და ტაქტიანი მსჯელობა″, ეს მწიგნობრის უცვლელი სტილი, ოღონდაც გმირობას ნუ მოგვთხოვენ, თორემ ″მშვიდი და ტაქტიანი მსჯელობა″ რამდენიც გინდა. ამაში ხომ ყველანი გავიწაფეთ და დავოსტატდით. ასეთი ″მშვიდი და ტაქტიანი მსჯელობით″ ვაცვით ქრისტე ჯვარს, ასეთი ″მშვიდი და ტაქტიანი მსჯელობით″ მივუსაჯეთ წმინდანებს მოწამეობრივი სიკვდილი. თანაც ფარისევლებიც აღტაცებაში მოგვყავს, რადგან ყველაფერი ლაქუცით და მოთაფვლით თავდება, ოღონდაც გმირობა არ მოგვთხოვონ და ჩვენ სამშობლოს სიამოვნებით დავუმალავთ კიდევ ერთ უდიდეს წმინდანს -გაბრიელ ბერს, რომელიც ცეცხლის სვეტივით ადგას საქართველოს, მივჩქმალავთ სიმართლეს მასზე, რათა მამხილებლობა როგორმე დავიწყებას მიეცეს და სამარისებურმა უშფოთველობამ დაისადგუროს. გაბრიელ ბერი ხომ მაინც წარსულში დარჩა და აღარ ღირს ამდენი ამბის ატეხვა. თანაც თუ უკან მოვიხედეთ, ვაითუ მარილის სვეტებადაც ვიქცეთ… მერე რა რომ გაბრიელ ბერის უდრეკი სული ღვთის უახლოეს გარემოცვაში მყოფობს, იგი წმინდანად რომ შერაცხონ, ეს ხომ მრავალი ფარისევლის გაღიზიანებას გამოიწვევს. ღმერთს ხომ ისედაც ვერ ვხედავთ და ბარემ ფარისეველთა მჭმუნვარე მზერაც ავირიდოთ, რადგან მათ – სარწმუნოების ამ უგვანო შარლატანებს – ისე ჩვევიათ კოპების შეკვრა, თითქოს მსოფლიო სევდას განიცდიდნენ. აი, ამიტომაც ჯობს მამა შოთას უღიმღამო დამოძღვრა, თორემ სიმართლის ვეება ტალღებმა უცხო ნაპირზე იციან გარიყვა, სადაც ხელჩართული ბრძოლაა გამართული. ჩვენ კი აქა ვართ, თბილ გარემოში, სააბაზანოში – ბროლის პირსაბანი და მარმარილოს უნიტაზი გვეგულება, მაცივარში – რა გინდა სულო და გულო, და სადარბაზოსთანაც ორსართულიანი ჯიპი გვიცდის – მრავალ დამსახურებათა შედეგი. აქაც ვხარობთ და იქაც ნამდვილ და მართალ გზას ვადგავართ, ყოველ შემთხვევაში ასე მიგვაჩნია, თან მამა შოთას ლოცვებიც შესმენილია, ამაში ხომ მისი ყოველდღიური შემოსავლების რაოდენობა გვარწმუნებს. სადაც მამა შოთაა, ბრძოლის ველიც არა ჩანს, თითქოს მტერიც ვერ ბედავდეს მასთან შებრძოლებას!… თუმცა კი, სინამდვილეში, უომრადაა დაპყრობილი, თორემ მისი თვალსაწიერიდან ბრძოლის ველი რომ მოჩანდეს, ხომ დაინახავდა, რომ სწორედ გაბრიელ ბერი იბრძოდა ყველაზე თავდაუზოგავად მთელი თავისი ნატანჯი სიცოცხლის მანძილზე. თუმცა აქედან რა გამოვიდა? აქაც ვერ გაიხარა და როგორც მამა შოთამ გაგვარკვია, იმქვეყნადაც ვერ გამოიღო შედეგი. მაშ, ამ ″მშვიდი და ტაქტიანი მსჯელობით″ ბოლომდე ვაზეიმოთ ფარისევლობა: ″როცა დავრწმუნდი, რომ მამა შოთასთან კამათის გაგრძელების სურვილი არავის ჰქონდა, უცებ დამეუფლა ნეტარების იმგვარი განცდა, რომელიც კაცს, ალბათ, მხოლოდ სიმართლის გამარჯვებამ შეიძლება მოჰგვაროს″.ჰოდა, ნეტარებაგანცდადაუფლებულო, მინდა შეგახსენო, რომ შენ ხიბლის უმაღლეს მწვერვალზე იმყოფები და შენი უმწიკვლო განმანათლებელი – მამა შოთა – ახლავე მოგანიჭებს ნეტარების მორიგ განცდას სიტყვებით: ″ღმერთი არს ჩვენს შორისო″. ჩვენ კი, გაბრიელ ბერის ერთგულნი დავრჩებით და უფრო მკაფიოდ აგიხსნით იმ უბრალო მიზეზს, რომ ღმერთი თქვენ შორის ვერანაირად ვერ იქნება, რადგანაც მცდელობა გქონდათ მისი რჩეული მიწასთან გაგესწორებინათ. როგორ აღიარებთ მხედართმთავარს, თუ მის უდიდეს მეომარს არ ცნობთ? თქვენმა შემოქმედებამ ჩიხში მიგიმწყვდიათ, კალამსაც უქმად აწრიპინებთ და მელანიც დამშრალი და ფერმკრთალია, რადგან გაბრიელ ბერზე მხოლოდ სისხლით წერენ, სისხლით, რომელიც მრავალგან დაუნთხევია უდიდეს ბერს ღვთისკენ მიმავალ გზაზე. და თუ თქვენც ასე მოიქცევით, სიტყვების გამოზოგვასაც ისწავლით, რათა ნაკლები ტკივილი მიაყენოთ მამა გაბრიელის დაშაშრულ სულს და ამდენ როშვასაც აირიდებთ თავიდან. თუმცა, გულს ნუ გაიტეხთ, იქნებ ბოლოს გაბრიელ ბერის მტკიცე დამცველებადაც იქცეთ და ყველას აღემატოთ. (მათე 20.16) და დღეს, ვისაც ″ცრუ მოშურნეებს″ უწოდებთ, ხვალ ღვთისშვილებად მიიჩნიოთ. ჩვენ თუ გვიყვარს გაბრიელ ბერი, განა ამით უპირატესნი ვართ? სახარებაში ერთგან განრისხებული ქრისტეა აღწერილი, როცა მამამისის სახლს ყაჩაღთა ბუნაგად ქცეულად იხილავს. მაშინ მტრედებით მოვაჭრეთა და მეკერმეთა მღვრიე დახლებს ააყირავებს, უკან კი ბრმები და კოჭლები მიჰყვებიან, მოყიჟინე ბალღები მისდევენ… (მათე 21.14-15).ჰოდა, ჩვენც მხოლოდ ისინი ვართ – ის ბრმები და კოჭლები, ის ქვრივები და ობლები, ის კეთროვანები და ხეიბრები, გამხმარი ლეღვის შემხედვარე (მათე 21.20) შიშმა რომ შეგვიპყრო და იესო ქრისტეს მინდობილნი მას იერუსალიმში შევყევით…

    დიმიტრი წიკლაური

  4. marichigoshvili@rambler.ru says:

    aset paskvils pasuxi mxolod mama gabrielis locvebis troprebis da daujdomlis kitxvit unda gaeces
    sxva shemtxvevashi mati jurnalis reklama gamogviva

  5. balikauri says:

    rvtismgmobi jurnali da misi redaqtori didixania gasisvlebulia saqartvelosi.

Leave a comment