მამა გიორგი ბასილაძე და სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (თანამედროვე რელიგიური ცნობიერების შესახებ)

images„რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.“ – ბრძანებს ეკლესიასტე (ეკლ.1,9) მრავალი რამ მეორდება საუკუნეთა განმავლობაში, მეტადრე სულიერ სფეროში. თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობას ისევე არ შეუძლია გაუგოს  წმინდანებს, როგორც ათასი წლის წინ. თანამედროვე რელიგიური ცნობიერება უაღრესად შეზღუდულია.  ადამიანები იცნობენ არა ცოცხალ ღმერთს, არამედ საკუთარ წარმოდგენას ღმერთზე. წმინდანები კი გვაცნობენ ცოცხალ ღმერთს, ღმერთს მის გამოვლინებაში.

იშვიათი  წმიდანი უდევნიათ ისეთი სისასტიკით, როგორც დევნიდნენ წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს. ეკლესიის იერარქებმა არაერთი სადამსჯელო ქმედება განახორციელეს წმ. მამის მიმართ. ვინც ამ მრავალტანჯული მამის ცხოვრებას გაეცნობა, შეუძლებელია პარალელი არ გაავლოს უახლოეს წარსულთან – თუ როგორ იდევნებოდა მაღალიერარქთაგან თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი მამა გიორგი ბასილაძე.

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრებისა და სწავლებების შესახებ უკანასკნელ ხანებში გამოიცა მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევის წიგნი: „წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და მართლმადიდებლური გარდამოცემა“, რომელშიც ბევრ საგულისხმო სიტყვას ამოიკითხავს დაკვირვებული მკითხველი.13641249206823

მამა გიორგის ერთ-ერთი უმთავრესი სწავლება ისაა, რომ არსებობენ ცოცხალი წმინდანები, რომელნიც თავიანთი სულიერებით ოდნავადაც არ ჩამოუვარდებიან ძველებს. ეს სიტყვები ბევრი სასულიერო პირისთვისაც კი შეუწყნარებელი აღმოჩნდა. სწორედ ასე იყო სვიმეონის ეპოქაშიც, რის გამოც წმ. მამა ბრძანებდა: მე ვსაუბრობ მათზე და მათ ვუწოდებ ერეტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენს დროში, ჩვენ შორის არ არის არავინ, ვინც შეძლებდა სახარებისეული მცნებების დამარხვას და წმიდა მამათაებრ ყოფნასამგვარად მოსაუბრენი მხოლოდ კერძო ერესში კი არ არიან ჩავარდნილები, არამედ ყველაში ერთად, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგანაც ეს ერესი აჭარბებს და ფარავს ყველა სხვა ერესს თავისი სიბილწით და ღვთისმგმობელობით… ამგვარად მოუბარნი ხშავენ ცას, რომელიც გაგვიხსნა თავად ქრისტემ: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ (მათე. 11, 28). ეს ღვთისმებრძოლნი, ანდა უკეთ ვთქვათ, ანტიქრისტეები, ამბობენ: ეს შეუძლებელია! ეს შეუძლებელია! (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, 47- სიტყვა).

მამა გიორგი გვასწავლიდა, რომ წმინდანი აცნობიერებს საკუთარ წმინდანობას, განღმრთობა ცნობიერი მოვლენაა. ადამიანი სიცოცხლეში ხდება წმინდანი და არა სიკვდილის შემდგომ. იგივეს აღნიშნავდა წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (დეტალურად _ იხ. ჩვენი წინა ნაშრომები), იგი ოფიციალურ კანონიზირებამდე მიაგებდა წმინდანის პატივს საკუთარ მოძღვარს, რის გამოც მთელი სინოდი აუმხედრდა და სასტიკად დასაჯეს წმ. მამა. სვიმეონი თავის ჰიმნებში მუდამ საუბრობს იმის შესახებ თუ როგორ მიიღო მადლი, როგორაა გაბრწყინებული სიწმიდით მისი სული. „ჩემი სასქესო ორგანოც კი ქრისტეაო“- აცხადებდა მოძღვარი და უამრავი ადამიანის რისხვას იწვევდა. მსგავსი რამ თანამედროვე მამამ რომ თქვას, ცხადია, მრევლი ჩაქოლავს, მღვდლებმა თუ არ დაასწრეს.

მამა გიორგის დევნიდნენ, როგორც განმაახლებელს, ახალ, არაქრისტიანულ სწავლებათა შემომღებს, მსგავსადვე, წმ. სვიმეონსაც ახალი ღვთისმეტყველი მოწინააღმდეგეებმა უწოდეს, რათა ხაზი გაესვათ მისი ღვთისმეტყველების სახიფათო სიახლეებისათვის[1]. ცოდვილი ადამიანები ყველაფერს სიახლედ მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ, რაც მათ ყურებს პირველად ესმის.

მიტროპოლიტი ილარიონი ასე აჯამებს სვიმეონისა და მისი მოწინააღმდეგეების პოლემიკას:

სვიმეონს ეწინააღმდეგებოდნენ შემდეგი მიზეზების გამო: 1) სვიმეონ სტუდიელის წმინდანად გამოცხადება და სწავლება იმის თაობაზე, რომ უვნებობისა და წმინდანობის მიღწევა შესაძლებელია მიწიერ ცხოვრებაში. 2) მოწოდება მისტიკური ცხოვრებისაკენ და სულიწმიდის მადლის გამოცდილებითად მიღებაზე. 3) სწავლება განღმრთობაზე. 4) სწავლება ქრისტეს, როგორც ნათლის, ხილვაზე[2] თავის მხრივ, სვიმეონის ოპონენტები უპირისპირებდნენ მის სწავლებას შემდეგ თეზისებს: 1) თუმცა ადრინდელ დროში ზოგიერთებს შეეძლოთ მიეღწიათ წმინდანობისა და უვნებობისათვის, შეუძლებელია, რომ ასეთი წმინდანი გამოჩნდეს ჩვენს დღეებში. 2) მართალია, ყველა ქრისტიანი იღებს სულიწმიდის მადლს ნათლობისას და სხვა საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ შეუძლებელია მისი მიღება ცნობიერად და გამოცდილებითად. 3) ადამიანის განღმრთობა შესაძლებელია მხოლოდ იმქვეყნიურ ცხოვრებაში, არამც და არამც ამქვეყნიურში. 4) ღვთის ხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმქვეყნიურ ცხოვრებაში.[3]

როგორც ვხედავთ, საკითხთა ზუსტად ის წრეა, რომელიც ახლაც დავის საგანია მამა გიორგის სწავლებათა მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. როგორც მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, წმინდა სვიმეონს იმიტომაც დევნიდნენ სასტიკად, რომ ი ს    ი ყ ო    გ ა დ ა ჭ რ ი თ    წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ი   წ მ ი ნ დ ა ნ ე ბ ი ს    ა რ ქ ი ვ ი ზ ა ც ი ი ს“   (ა ნ ტ ი კ ვ ა რ ი ზ ა ც ი ი ს)   ტ ე ნ დ ე ნ ც ი ი ს ა,  რ ა ც    დ ა მ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ე ლ ი    ი ყ ო    ბ ი ზ ა ნ ტ ი ი ს    ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ი   ს ა ე კ ლ ე ს ი ო    წ რ ე ე ბ ი ს ა თ ვ ი ს    X-XI ს ა უ კ უ ნ ე ე ბ შ ი   (ა ნ უ   მ ე ტ ა ფ რ ა ს უ ლ ი    კ ო რ პ უ ს ი ს    გ ა ს რ უ ლ ე ბ ი ს    შ ე მ დ ე გ). იმ შეხედულებას, რომ წმინდანობა შესაძლებელი იყო ძველად და შეუძლებელი გახდა ახლა, სვიმეონი თვლიდა ერესად და ღვთისმგმობელობად. [4]

თუ წმინდანების „ანტიკვარიზაციაზე“ დავიწყებთ საუბარს, ჩვენი დრო ამ მხრივ, ალბათ, გამორჩეულია. ის რასაც ათასი წლის წინ წმინდანები ებრძოდნენ, დღეს უკვე ნორმადაა ქცეული. ადამიანების რელიგიური ცნობიერება ოდნავადაც არ განვითარებულა. თანამედოვე „თეოლოგებს“ ცოცხალ წმინდანებს ვერ უხსენებ. მათ ადამიანური შურისა და ამპარტავნებს გამო ურჩევნიათ ძველ ტექსტებში იჩხრიკონ, ძველ წმინდანთა ნაშრომებს საკუთარი ცოდვილი გონების ნააზრევი შეურიონ და ის გაასაღონ ჭეშმარიტებად, ვიდრე ცოცხალი წმიდანების სულიერ წყაროს დაეწაფონ. მეტადრე ქართველი „თეოლოგებისთვისაა“ დამახასიათებელი დაუნახაობა, ეროვნული არასრულფასოვნების გრძნობა. სწორედ ამიტომაა, რომ თანამედროვე ქართველ სწავლულებს, ერთი გონებამახვილი ადამიანის თქმისა არ იყოს, ურჩევნიათ იკვლიონ 15-ე საუკუნის, ვიღაც სრულიად უცნობი გერმანელი ბერის ნაჩერჩეტალი, ვიდრე ქართველი მამების საოცარი სულიერი მემკვიდრეობა. წმინდანის ადგილი დაიკავეს მეცნიერ-თეოლოგებმა და იმის მაგიერ, რომ მოუსმინონ თანამედროვე წმინდანებს, პირიქით თავად მოძღვრავენ მათ და „უსწორებენ“ შეცდომებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ტრაგიკომედია?

დავასრულებთ მიტროპოლიტი ილარიონის მართებული დასკვნით, რომელსაც, კარგი იქნება, თუ ოდესმე მაინც გააცნობიერებენ მამა გიორგის მოწინააღმდეგენი:

გარდამოცემის ქვაკუთხედად გვევლინება არათუ სხვა რამ, არამედ პიროვნული, მისტიკური გამოცდილება ქრისტიანისა, გამოცდილება ღმერთსა და ადამიანს შორის უშუალო კავშირისა. გარდამოცემა შეუძლებელია იყოს მართლმადიდებლური, თუ მის საფუძველში არ დევს გამოცდილება ღმერთთან პირისპირ შეხვედრისა. ისინი, ვინც ცდილობენ დაუპირისპირონ ეკლესიური უმრავლესობის ფორმალური და რაციონალისტური ტრადიცია ცალკეული ენთუზიასტების შთაგონებულ მისტიციზმს, ვარდებიან ცდომილებაში, არ ესმით რა არსი თავად გარდამოცემისა. ასეთი ადამიანები, მიუხედავად მათი ხარისხისა და ეკლესიური მდგომარეობისა (სვიმეონის შემთხვევაში, ისევე როგორც რიგ სხვა შემთხვევებში, ისინი იყვნენ ოფიციალური საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლები) ცდილობენ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცვან და შემოსაზღვრონ ის, რასაც ისინი თვლიან ტრადიციულად, სინამდვილეში კი ხელს უწყობენ ტრადიციის შერყვნასა და გადაგვარებას. თუკი ტრადიცია მოწყდება თავის მისტიკურ და წინასწარმეტყველურ საფუძველს, იგი გადაიქცევა ვიწრო ტრადიციონალიზმად, რომელსაც ცოტა თუ ექნება საერთო ჭეშმარიტ ქრისტიანულ გარდამოცემასთან.[5]


[1] იქვე, გვ. 371.

[2]Архиепископ Иларион (Алфеев), Преподобный Симеон Новый Богослов и православное Предание, СПб, 2010, გვ. 373.

[3]  იქვე, გვ. 373.

[4] იქვე, გვ. 191-192.

[5] იქვე, გვ. 375.

ლევან ბებურიშვილი

Advertisements
This entry was posted in რელიგიური პუბლიცისტიკა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to მამა გიორგი ბასილაძე და სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (თანამედროვე რელიგიური ცნობიერების შესახებ)

  1. ბატონო ლევან, ეგება მოხერხდეს მამა გიორგისთან დაკავშირებით თქვენი ნაშრომების ერთ კრებულად გამოცემა. მე ვერ დავიკვეხნი განსწავლულობით ასეთ საკითხებში, მაგრამ როცა მამა გიორგიზე ვფიქრობდი, მეც ხშირად მომდიოდა ეს შედარება გონებაში… ერთ ფორუმზე კიდეც დავწერე და თავდასხმას დავექვემდებარე მაშინვე: ეს რა მკრეხელობას ამბობ, როგორ ბედავ, რომ სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველსა და მაქსიმე აღმსარებელს ადარებო. ისე აღშფოთდნენ, გეგონება სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, მაქსიმე აღმსარებელი, ელია წინასწარმეტყველი და სხვა დიდი წმიდანები და წინასწარმეტყველები ადამიანები არ ყოფილიყვნენ.

  2. David says:

    საოცრებები წავიკითხე ერთ-ერთ ფორუმზე მამა გიორგის შესახებ. მე არ მესმის, ადამიანები სხვისმა ნიჭმა, სიკეთემ და ღვთისმოყვარეობამ ასე როგორ უნდა დააბრმავოს და შურით დაარხჩოს, რომ მასზე ილაპარაკონ უკიდურესი საშინელებები. როცა ადამიანს აქვს ასეთი ფენომენალური ნიჭი, ეს ხომ მას ღვთისგან მიეცა? შემთხვევით ხომ არ მისცემია? და იმის მაგივრად, რომ ისწავლონ სხვისი დაფასება და ისწავლონ, თუნდაც მორჩილება ან კონკრეტული საკითხი ამ ადამიანისგან, განკითხვის და ცილისწამების მღაღადებლები ხდებიან (არადა ამ დროს მოჰყავთ წმინდა წერილი თავიანთი აზრების განსამტკიცებლად, ამავე როს მკრეხელობენ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ, ტიპიური ქმედებაა ფარისეველთა საზოგადოებისა, რომელიც ორმაგი სტანდარტებით ერგება ცხოვრებას) .

    მისმა წიგნებმა თითქოს ყველა ჩემს კითხვაზე გასცეს პასუხი და ყველა ეჭვი, ოდესმე რაც კი მქონია საბოლოოდ გამიქარწყლა. როცა ვკითხულობ, ასე მგონია ვიღაც მესაუბრება და ზუსტად იმ პასუხებს მაძლევს, რაც მაინტერესებდა. თავის დროზე არც ერთი წმინდანი არ იყო დაფასებული, რადგანაც მათ კლავდნენ, განიკითხავდნენ, ჯვარზე აკრავდნენ და ქვებს ესროდნენ. მაშ, არც ის უნდა გვიკვირდეს, რომ მამა გიორგი მოექცა წნეხის ქვეშ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისდამი განსაკუთრებულად განვეწყვე. შემინდოს უფალმა ეს ჩემი მოსაზრებაც

  3. David says:

    გამარჯობათ მეგობრებო,

    ორი რაღაცის თქმა მინდა:

    1. ალბათ თითუელ ჩვენგანს ცხოვრების რაღაც ეტაპებზე ჰქონია შემთხვევა, რომ “უცნაურად” მოვქცეულვართ და ქვეცნობიერად ვმოქმედებდით. ანუ, ჩვენგან დამოუკიდებლად გაგვიკეთებია ისეთი რაღაც, რასაც ვერ ვხვდებოდით, მაგრამ ჩვენი ქმედების შედეგად ხშირად ადამიანი მოსალოდნელი საფრთხისაგან დაგვიცვია. ასეთ დროს თითქოს ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, თუმცა ქვეცნობიერად ვემორჩილებით იმ რაღაცას, რამაც ამა თუ იმ მოქმედებისკენ გვიბიძგა. როდესაც მამა გიორგის წიგნებს გავეცანი, მივხვდი თუ რაში იყო საქმე და ეს ე.წ. “უცნაურობები” ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა. მინდა ვთქვა, რომ რაღაც ეტაპზე, წმინდანი ან სული წმინდა შედის ადამიანში და ამ ადამიანის მეშვეობით ის ახდენს რეაგირებას საჭიროებისამებრ, რომ საფრთხისგან ან სავალალო შედეგისგან დაიცვას კონკრეტული ადამიანი. ხანდახან საუბარიც კი სრულიად განსხვავებულია ჩვენი საუბრის ზოგადი სტილისაგან და გრძნობ, რომ იმ წამს შენ არ საუბრობ და იცი, რომ ამ საუბარს მოჰყვება პოზიტიური შედეგი. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ამის გარდაუვალი აუცილებლობა და საჭიროება დგას და არა ყოველთვის, უწყვეტ რეჟიმში.

    ეს ერთი საკითხი და მეორე, მინდა გკითხოთ, მამა გიორგის მოსაზრება მამა ვიტალის შესახებ, რომელიც ჩემის აზრით თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა, როგორც წმინდანი. მისი სწავლებები, სათნოება და სიკეთე სულისშემძვრელია და ადამიანს ეხმარება,რომ გაძლიერდეს შინაგანად და იპოვოს გზა უფლისკენ. საინტერესო იქნებოდა მამა გიორგის აზრი მის შესახებ 🙂 მის მსგავსად მამა ვიტალიც არაერთგზის იდევნებოდა. თუ მსგავსი რამ არსებობს, იქნებ გაგვიზიაროთ

    გმადლობთ წინასწარ

    • მოგესალმებით, დავით. ჩვენთვის უცნობია, აქვს თუ არა რაიმე ნათქვამი მამა გიორგის მამა ვიტალის შესახებ. მამა გიორგის პირადად არც ვიცნობდით. როდესაც მამა გაბრიელს ჰკითხეს აზრი მამა ვიტალის შესახებ, უპასუხა: „ანგელოზიაო“. შეუძლებელია, მამა გიორგის შეხედულება განსხვავებული ყოფილიყო თავისი სულიერი ძმისა და მოძღვრის, ღმერთშემოსილი გაბრიელ ბერის შეფასებისაგან.

      • David says:

        დიდი მადლობა პასუხისთვის. მეც ანალოგიურად ვფიქრობ.კარგი იქნებოდა ამ ადამიანთა ღვაწლის შესახებ ინტერნეტ სივრცე უფრო აქტიურად მუშაობდეს. მამა გიორგი საუბრობს, რომ ბერი გაბრიელის სწავლებანი არის ცენზურა გამოვლილი ვერსია და განსხვავდება იმისაგან, რასაც ჩვენი დიდი წმინდანი რეალურად ქადაგებდა. შესაძლებელია თუ არა ამ “ორიგინალი” სწავლებების მოძიება და გაცნობა? მეგობრებო, თქვენს გვერდით მიგულეთ. დიდი სურვილი მაქვს ინტერნეტ სივრცეში მოხდეს ჭეშმარიტი სწავლების განთავსება და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ცენზურის და ტაბუების გარეშე გაეცნოს ჩვენს საგანძურს, ან თუნდაც, საინტერესო ონლაინ ბიბლიოთეკა შეიქმნას საინტერესო მასალებით. ძალიან მწირია ეს მასალები დღეს, ძალიან, მაშინ როცა კათოლიკური სამყარო უამრავი ფორმით ცდილობს ინტერნეტის ათვისებას.

        კეთილი სურვილებით.

        დავით კ.

  4. რაზეც თქვენ საუბრობთ, მართლაც დიდი და აუცილებელი საქმეა. ნამდვილად საოცარი სულიერი საუნჯის მფლობელები ვართ და ქართველი „თეოლოგები“ კი სხვაგან დაეძებენ წმინდანებს. დიდი უბედურებაა ეს. ერთად ვიფიქროთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ.
    მამა გაბრიელის „ცენზურაგამოუვლელი“ სწავლებანი მისი სულიერი მემკვიდრის, მამა ნიკოლოზ მაქარაშვილის ჩანაწერებში შეგიძლიათ იხილოთ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მალხაზ ჯინორიას ფუნდამენტური წიგნი “ჩემი სიცოცხლე – თქვენი სიცოცხლეა“, რომელიც მამა ნიკოლოზის კურთხევით დაიწერა და თავისუფალია ცენზურისაგან. ბერი გაბრიელის ცალკეული საინტერესო გამონათქვამები თავად მამა გიორგიმაც შემოგვინახა.

    • David says:

      მეგობრებო ,

      არ შემიძლია მადლობა არ გითხრათ რჩევის გამო. მართალი ძლივს ვიშოვე აღნიშნული წიგნი, რომელიც მხოლოდ ერთგან ვნახე მთელს ლესელიძეზე, ვკითხულობ და სულს უხარია. მამა გიორგის წიგნების ყიდვა ვერ მოვახერხე, რადგანაც ვერსად ვნახე. მაგრამ ეს წიგნი რომ ვიყიდე, მადლობა ღმერთს. ძალიან მინდოდა და ზუსტად ისაა, რასაც ვეძებდი. facebook-ზეც მოგწერეთ 🙂

      წარმატებები და უფალმა დაგლოცოთ დიდი სიკეთისთვის

  5. წიგნი წმინდანთა ცხოვრებაზე.

  6. შემთხვევით შემოვედი ამ საიტზე და რასაც ვკითხულობ თვალებს არ ვუჯერებ!!! თქვენ გენაცვალეთ ქრისტეს მეომრებო!!! თქვენ გენაცვალეთ, მამა გაბრიელის ტელეკომპანია “დრო” – ხარისხის არხი თქვენთანაა ყოველი სულში ჩამწდომი ნააზრევითურთ რაც აქ წავიკითხე… იხარეთ და კიდევ ერთი, გავერთიანდეთ!!!!!

  7. ad-minn says:

    გაიხარეთ, ბატონო გიორგი, გვიგულეთ თქვენ გვერდით!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s