მამა გიორგი ბასილაძის სწავლებათა თაობაზე (პასუხად არქიმანდრიტ იერომიელ ფილიშვილს) ნაწილი II

a94996a19ec3

წ  მ  ი  დ  ა  ნ  ე  ბ  ი  ს      შ  ე  ს  ა  ხ  ე  ბ

I. წმიდანობის არსი

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რას გულისხმობს სიტყვა ,,წმიდანი“ და ვინ შეიძლება მოვიხსენიოთ ,,წმიდანად“. ღმერთშემოსილ მამათა სწავლებით: ,,წმიდანობა არ არის ეთიკური გაგება, არამედ ონტოლოგიური. წმიდაა არა ის, ვინც დიდია ადამიანური მორალით ან ცხოვრებაში ჩადენილი გმირობით, თუნდაც ლოცვით… არამედ ის ვინც ატარებს თავის თავში სულიწმიდას“(1)ე. ი. წმიდანად იწოდება მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სიცოცხლეშივე მოუპოვებია სულიწმიდის მადლი. შესაძლოა, ადამიანი იყოს უსპეტაკესი ზნეობის, დიდად მლოცველი, მმარხველი, უდიდესი ასკეტი, მაგრამ იგი მას ვერ ვუწოდებთ წმიდანს, თუ არ აქვს მოპოვებული სულიწმიდის მადლი. საპირისპიროდ, შეიძლება ადამიანი გარეგნულად გვეჩვენებოდეს სრულიად უზნეო: იგინებოდეს, ღიად იკმაყოფილებდეს ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ჭამდეს ხორცს ვნების კვირაში, დასცინოდეს მღვდლებს და წვავდეს ხატებს (როგორც იქცეოდნენ სალოსები), მაგრამ ფლობდეს სულიწმიდას საკუთარ თავში. ეს უკანასკნელნი არიან წმიდანები. ამრიგად, ს ი წ მ ი დ ი ს     კ რ ი ტ ე რ ი უ მ ი ა        ა რ ა     ზ ნ ე ო ბ რ ი ვ ი    ქ ც ე ვ ა,  ა რ ა მ ე დ    ს უ ლ ი ს    შ ი ნ ა გ ა ნ ი     მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა ,    მ ა დ ლ მ ო ს ი ლ ე ბ ა. ზნეობრივი ქცევის თვალსაზრისით, ჩვენ ვერ განვასხვავებთ წმიდანს უწმიდურისაგან. აქ სულიერი ხედვაა საჭირო. ამიტომაც სალოსებს არათუ წმიდანებად არ თვლიდნენ, არამედ დევნიდნენ, როგორც უცოდვილეს და ზნედაცემულ ადამიანებს.

II. სალოსური მოღვაწეობის მოკლე განმარტება

თვით აკადემიურ საღვთისმეტყველო გამოცემებშიც კი ხშირად არასწორადაა განმარტებული სალოსობის არსი. წერენ, რომ ,,სალოსობა წარმოადგენს ასკეზის ერთ-ერთ სახეობას… რომლის გარეშეც, მისი მიმდევრების აზრით, შეუძლებელია წმიდანობის მიღწევა.“ (2)ამ მსჯელობაში ორი სერიოზული შეცდომაა დაშვებული. სალოსობა მთელი თავისი სისავსით, ასკეზის სახედ ვერ ჩაითვლება. ასკეტურ მეთოდთა მიზანი სულიწმიდის მადლის მოპოვებაა; ქალების აბანოში სირბილით, ლანძღვა-გინებით, ვნების კვირაში ხორცის ჭამით კი წმიდანი არავინ გამხდარა. ასეთი საქციელით სული უმალ სასიკვდილოდ დაზიანდება, ვიდრე სულიწმიდის მადლს მოიპოვებს. სალოსობა წმიდანობის მისაღწევი საშუალება კი არ არის, არამედ წმიდანობის გამოვლენა. სალოსური მოღვაწეობის მეშვეობით კი არ ხდებიან წმიდანები, არამედ პირიქით, წმიდანად გახდომის შემდეგ იწყებენ სალოსობას. წმ. სვიმეონ სალოსი 29 წლის განმავლობაში იღწვოდა უდაბნოში და მხოლოდ განწმედის შემდეგ დაიწყო სალოსობა.

სალოსური საქციელი მხოლოდ წმიდანის მიერ შეიძლება იყოს ჩადენილი. ადამიანს, რომელსაც უვნებობის მდგომარეობისთვის არ მიუღწევია, რა თქმა უნდა, დააზიანებს იგივე ქალების აბანოში შევარდანა და ბილწსიტყვაობა. ასეთ საცდურს მხოლოდ უვნებომ შეიძლება გაუძლოს. წმ. იოანე სინელი წერს: ,,მკურნალმა საკუთარ თავში სრულიად უნდა მოსპოს ვნებები, რათა შეძლოს, საჭიროების შემთხვევაში რაიმე ვნება, უმეტესად კი, მრისხანება დაიბრალოს. თუ საკუთარ თავში ვნებებს სრულად არ გაანადგურებს, მაშინ ვნების გარეშე თავის მოჩვენებას ვერ შეძლებს.“ (3)

სალოსები იქცეოდნენ უზნეოდ, მაგრამ მათში მაინც რჩებოდა სულიწმიდა. მაშ, რაშია საქმე? მამა გიორგი ბრძანებს: ,,ის, რაც მორწმუნეთათვის კანონია, წმიდანისთვის კანონი არაა! წმიდანები ,,კანონგარეშენი“ არიან… წმიდანი სულ სხვა საფეხურზეა და მისთვის სულ სხვა კანონების დაცვაა სავალდებულო(4). ახლა ნურავინ აყმუვლდება, ეს ,,ორმაგი სტანდარტიაო“. თუ მამა გიორგის ამ სიტყვებს არ გავითვალისწინებთ, მაშინ ვერავინ ახსნის, როგორ შეიძლება ადამიანი ბილწსიტყვაობდეს, ღიად იკმაყოფილებდეს ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ჭამდეს ხორცს ვნების კვირაში და მაინც რჩებოდეს სულიწმიდის მადლის მფლობელად.
ეს ყოველივე სიმბოლურად შეიძლება შევადაროთ შაშს. სანამ ფიგურა გააღწევს ბოლომდე, ის ყველა წესისა და კანონის მიხედვით მოქმედებს, ,,დამკში გასვლის~ შემდეგ კი აღარც ერთ წესსა და კანონს აღარ ემორჩილება.

სალოსები არღვევდნენ სჯულისკანონსაც კი! ლაოდიკიის კრების 50-ე კანონი განაჩინებს: ,,არ შეიძლება ორმოცდღიანი მარხვის ბოლო კვირის ხუთშაბათს გახსნილება და ამით მარხვის ყველა დღის უპატიო-ყოფა, არამედ საჭიროს სრული მარხვის დაცვა.“ (5) წმიდა სვიმეონ სალოსს კი, თითქოს სპეციალურად, არაფერი უხმევია დიდმარხვის დაწყებიდან დიდ ხუთშაბათამდე, ხუთშაბათს კი ხორცით გაახსნილა, რის გამოც ყველა განიკითხავდა, როგორც ღვთისმგმობელს.(6)
ასე რომ, ის რაც მორწმუნეთათვის კანონია, წმიდანისათვის კანონი არ არის. მამა გიორგის თქმით: `წმიდანი სიწმიდის ისეთი ცეცხლია, რომ მას ვერაფერი ვერ ბილწავს.“(7)
III. წმიდანები და ცოდვილები

,,მამა გიორგის სწავლებაში ყველგან მკვეთრად იმიჯნება წმიდანი ცოდვილისაგან~ – წერს არქიმანდრიტი და შემდეგ იწყებს იმის თავგამოდებულ მტკიცებას, რომ თურმე წმიდანებიც ცოდვილები არიან.

წმიდა მამები მკვეთრად მიჯნავენ წმიდანს ცოდვილისგან, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სურს ეს არქიმანდრიტს. წმიდანი განუზუმლად აღემატება ცოდვილს თავისი სულიერი ძალით, შემეცნებით და უფალთან სიახლოვით. მოუსმინეთ წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს: ,,ერთი ღვთის შემცნობელი და მისგან შეცნობილი უმჯობესია მილიარდ ურწმუნოზე და ღვთის უმეცარზე“.(8)
არ გვგონია, არქიმანდრიტი შეგვედავოს, რომ წმ. მამა აქ მკვეთრად მიჯნავს წმიდანს ცოდვილისაგან. წმ. სილუან ათონელიც ბრძანებს: ,,ღმერთი იდიდება წმინდანებში, წმინდანები კი იდიდებიან ღმერთით. დიდება, რომელსაც აძლევს უფალი წმინდანებს, იმდენად დიდია, რომ ადამიანებმა რომ დაინახონ წმინდანი ისეთი, როგორიც იგი არის, შიშისა და ღვთისმოსაობისაგან დაეცემოდნენ მიწაზე, იმიტომ, რომ ხორციელ ადამიანს არ შეუძლია აიტანოს დიდება ზეციური გამოცხადებისა.“(9)

მამა გიორგიმ თავიდანვე გაგვაფრთხილა: იმის მტკიცება, რომ წმიდანები მიწიერ ცხოვრებაში არ არსებობენ და ყველანი ცოდვილები არიან, ბოროტის მახეა. ,,ჯერ სამოცდაათ წელზე მეტ ხანს უმტკიცებდნენ ხალხს, რომ ღმერთი არ არსებობსო და მით უმეტეს, წმიდანები. მერე კი დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ყველანი აუცილებლად ცოდვილები უნდა იყვნენ!.. ამაში უნდა ამოიცნოთ ეშმაკის მზაკვრობა! ეს მას არ აწყობს, რომ წმიდანები არსებობდნენ! რომ ხალხი არ სცნობდეს მათ!~ (10)

არქიმანდრიტი კი უმალ ეშმაკებს მიჰყვება, ვიდრე წმიდანებს და მათთან ერთად გვიმტკიცებს, რომ წმიდანებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცოდვაში იყვნენ. მამა გიორგის თქმით, თუ წმიდანი ამბობს, რომ ცოდვილია, მას ამ შემთხვევაში მხედველობაში აქვს წარსული. წმიდანი იმდენად არის ცოდვილი, რამდენადაც წარსულში აქვს ჩადენილი ცოდვა. თუ ის ახლაც ცოდვაშია, მაშინ ის ცოდვილი ყოფილა და არა წმიდანი!

თუ წმიდანიც ცოდვილია, მამაო, მაშინ წმიდანი როგორღა არის? აი, ეს გაგვაგებინეთ. აქ მესამე გამორიცხვის კანონს უნდა მივმართოთ ლოგიკიდან (თქვენნაირ განსწავლულ ადამიანს უთუოდ გაგებული ექნება ამის შესახებ): საგანი ან არის, ან არ არის. მესამე გამორიცხულია. ასე რომ, შეუძლებელია ადამიანი ერთდროულად წმიდანიც იყოს და ცოდვილიც. ის ან წმიდანია ან ცოდვილი. თუ იტყვით, რომ წმიდანობა ამ ცხოვრებაში არ არსებობს და მხოლოდ წუთისოფლიდან გასვლის შემდგომ ხდებან წმიდანები, ეს უკვე აბსურდია. ვინაიდან წმ. მამათა თქმით, წმიდანი ისაა, ვისაც მოუხვეჭავს სულიწმიდა. ,,ვინ წოდებულა წმიდანად სულიწმიდასთან თანაზიარების გარეშე? არავინ – არასოდეს~(11). – ბრძანებს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. სულიწმიდის მადლის მოპოვება კი მხოლოდ ამ ცხოვრებაშია შესაძლებელი და არა გარდაცვალების შემდგომ. წმ. მამები სიცოცხლეში აღწევდნენ არათუ უცოდველობის, არამედ უვნებობის მდგომარეობას. არქიმანდრიტს კი ჰყოფნის კადნიერება, ამტკიცოს, რომ ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცოდვილები იყვნენ.

ისევ წმ. მამის სიტყვებს მოვიტანთ იმის შესახებ, რომ უფალთან ერთობას წმიდანები სიცოცხლეშივე აღწევენ: ,,თუ რამდენად ძალუძთ ადამიანებს იხილონ უფალი ამის შესახებ თავად იესო ქრისტეს მოვუსმინოთ: ,,ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (მათ. 5, 8). ამაზე რაღას იტყოდი? თუმცა წინასწარ ვიცი რასაც მიპასუხებ: დიახ, მართლაც იხილავენ უფალს წმიდანი გულითა, მაგრამ არა სააქაო, არამედ საიქიო ცხოვრებაშიო, რამეთუ ვერ გირწმუნებია იმ მადლის არსებობა, რითაც უფალი თითოეულ ჩვენგანს ამწყალობებს… მითხარ, ძვირფასო, როგორ შეძლებ იხილო უფალი იმქვეყნად, როდესაც აქ ვერ მოგიხერხებია ეს? თუკი უფალმა ბრძანა, რომ მხოლოდ წმიდა გულს ძალუძს მისი ჭვრეტა, მაშინ თითოეულ ჩვენგანს გულის განწმედისთანავე ღმერთი შეუძლია იხილოს. თუკი ოდესმე შეძლებ გულის გაწნწმენდას, დამერწმუნე, მყისვე იხილავ უფალს და ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაშიც ეჭვი აღარსოდეს შეგეპარება. მაგრამ აზრადაც არ მოგსვლია გულის გაწმენდა და აბა, საიდან დაიჯერებდი, რომ ჭეშმარიტად შესაძლებელია უფლის ხილვა? მიპასუხე, არის თუ არა შესაძლებელი ამჯერად მაინც უფლის ჭვრეტა? თუ მეტყვი, რომ უფალს ჭვრეტენ მხოლოდ სიკვდილის შემდგომ, მაშინ იმაშიც უნდა დამეთანხმო, რომ გულისშემუსვრილება მხოლოდ სიკვდილის შემდგომ არის შესაძლებელი. ამრიგად, თუ დაგიჯერებ, უფლის ჭვრეტა არც სიკვდილამდე და არც სიკვდილის შემდეგ არ ყოფილა შესაძლებელი. რამეთუ სიკვდილის შემდეგ სათნოებებს ვეღარ ჩავიდენთ, რათა მათი საშუალებით მაინც შევძლოთ გულის განწმენდა. უფალი იესო ქრისტე კი აი, რას ამბობს: `რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი იგი არს, რომელსა უყუარ მე; ხოლო რომელსა უყუარდე მე, .მეცა შევიყუარო და გამოუცხადო მას თავი ჩემი(იოანე 14, 21). რას გულისხმობს უფალი იესო ქრისტე – აწმყო თუ მომავალ ცხოვრებას? რასაკვირველია, აწმყოს, რაკიღა მცნებათა აღსრულება მხოლოდ სააქაო ცხოვრებაშია შესაძლებელი~(12).

წორედ ამიტომაც წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი თავის მოძღვარს სვიმეონ მოშიშს წმიდანის პატივს მიაგებდა მის ოფიციალურ კანონიზებამდე, რის გამოც მთელი სინოდი აუმხედრდა და სასტიკად დასაჯეს წმ. მამა. (13)

განღმრთობილებს აღარ აქვთ ცოდვით დაცემის საფრთხე. ისინი ღმერთშემოსილნი არიან და ღვთაებრივი გარსი იცავს მათ სულს. ,,პავლე მოციქულს ბრძოლა რომ მოსდიოდა მისი გონება ისხლეტავდაო მას~. – ბრძანებდა მამა გაბრიელი. მას, ვინც მადლით მიაღწია უფალთან სრულ ერთობას, აღარავის ძალუძს მისი დაშორება მამის წიაღისაგან: ,,თუ ღვინოში ცოტა წყალს შეურავ, მათი გაყოფა უკვე შეუძლებელი ხდება. ასეთივეა ბერის ერთობა ქრისტესთან~(14).

წმიდა სილუან ათონელის სულიერი მემკვიდრე, არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) კი ბრძანებს: ,,გვევლინება რა თავის ნათელში, უფალი შემდგომ მიეფარება ჩვენგან. დაკარგვით გამოწვეული უზომო მწუხარების გამო სული მიდის ტოტალურ მონანიებამდე, ,,საკუთარი თავის მოძულებამდე~, ამის გარეშე საეჭვოა, ადამიანისათვის, პირველქმნილი ადამის მემკვიდრისათვის, გათავისუფლდეს სატანისეული დაცემის ნაკვალევისაგან. მხოლოდ ამის შედეგად შეუძლია ადამიანს შევიდეს არაღამეული ნათლის სფეროში, ,,შინაგანსა მას კრეტსაბმელსა, სადა-იგი წინამორბედად ჩვენთვის შევიდა იესუ(ებრ. 6, 19-20). ეს უკანასკნელი გვევლინება განღმრთობის დასასრულად, როდესაც ახალი დაცემა გამორიცხულია.(15)

IV. განღმრთობის ცნობიერი ხასიათი

იცის თუ არა წმიდანმა რომ წმიდანია? არქიმანდრიტის აზრით, _ არა. იგი თვლის, რომ წმიდანები მხოლოდ საკუთარ ცოდვებს ხედავდნენ. წმ. მამათა სწავლებით, კი განღმრთობა ცნობიერი მოვლენაა. სული აცნობიერებს, თუ ვითარ განიღმრთობა, თუ ვითარ ხდება წმიდანი.

უდიდესი მართლმადიდებელი მისტიკოსი წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,ის, ვინც ქრისტეს შეერწყა, ალბათ ისიც შეიგრძნო უეჭველად, ვის შეერია. ვითარცა შიშველი, ოდეს შეიმოსება, სამოსელს შეიგრძნობს და ხედავს კიდეც, ასევე შიშველი სული, ოდეს უფალს შეიმოსავს, კიდეც უნდა გრძნობდეს და ხედავდეს ყოველივეს. თუკი ადამიანი, ღმერთშემოსილი ვერ გრძნობს ვითარ განიღმრთო, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი უსიცოცხლო არსებაა: რამეთუ მხოლოდ მიცვალებულები ვერ შეიგრძნობენ, როდესაც მათ ტანისამოსს აცმევენ. ამიტომ ვშიშობ, მკვდრები ან შიშვლები არ იყვნენ სინამდვილეში ის ადამიანები, რომლებიც ასე მსჯელობენ. (16)~

წმ. სვიმეონი _ წერს მღვდელმონაზონი პანტელეიმონი (უსპენსკი) _ ,,იმდენად თავდაჯერებულად საუბრობს საკუთარ თავზე, რომ მიიღო სულიწმიდა და მისი ბაგეებთ მეტყველებს თავად ღმერთი, ისე რეალურად გამოხატავს თავის განღმრთობილობას, რომ მკითხველმა, სრულიად ბუნებრივი იქნება, იფიქროს: `განა ეს ყოველივე საოცრება არ არის?.. ხომ არ იმყოფება ამ ჰიმნების ავტორი ხიბლში? მითუმეტეს, თვითონვე აცხადებს, რომ სიცოცხლეში მას მიიჩნევდნენ ამაყ და მოხიბლულ ადამიანად (17)
ამის მიზეზი კი ის არის, – წერს მღვდელმონაზონი პანტელეიმონი, – რომ იშვიათს თუ მიუღწევია იმგვარი სულიერი სიმაღლისათვის, როგორსაც მიაღწია წმ. მამამ. ყოველი ცალკეული ადამიანისათვის კი მხოლოდ ის არის გასაგები, რაც შეიცნო თავისი პატარა გამოცდილებით.“ (18)

წმ. სვიმეონი მართლაც ცხადად საუბრობს იმის შესახებ, თუ ვითარ განიღმრთო მისი სული, გონება და სხეული, თუ ვითარ არის იგი შემოსილი უფლის ნათლით. ,,ჩვენი სხეულის ნაწილები ხდება ქრისტეს სხეულის ნაწილები და ქრისტე ხდება ჩვენი სხეულის ნაწილი… ჩ ე მ ი   თ ი თ ი ც   ქ რ ი ს ტ ე ა   დ ა   ჩ ე მ ი                    ს ა რ ც ხ ვ ი ნ ე ლ ი ც.(19) გესმით, რას წერს წმ. მამა? ჩემი სასქესო ორგანოც კი ქრიტეაო! ეს სიტყვები, რომლებიც გაუგონარ მკრეხელობად შეიძლება მოეჩვეოთ დღევანდელ ,,მორწმუნეებსაც“, ყოვლად გაუგებარი იყო სვიმეონის თანამედროვეთათვისაც და ამიტომაც უსასტიკესად დევნიდნენ მას, როგორც ხიბლში მყოფსა და ეშმაკეულს. ეს სიტყვები გამოხატავს წმ. მამის სულიერ და ხორციელ განღმრთობილობას. მას იმდენად განუწმედია საკუთარი სული და სხეული, რომ აქვს კადნიერება თქვას: ჩემი სასქესო ორგანოც კი ქრისტეაო. ,,ასე რომ, თუ შენ შეიმოსე ქრისტე მთელი შენი სხეულით, მაშინ შენც ყოველგვარი სირცხვილის გარეშე გაიფიქრებ ყოველივე იმას, რაზეც მე ვსაუბრობ~(20). – ბრძანებს წმ. მამა.

განღმრთობის მთელი სიხარული მის ცნობიერ ხასიათში მდგომარეობს. წმიდანებმა სიცოცხლეშივე იცოდნენ, რომ წმიდანები იყვნენ. წმ. სერაფიმე ვირიცელი სიცოცხლეშივე წინასწარმეტყველებდა თავისი წმიდანად შერაცხვის შესახებ(21). ასევე მამა გაბრიელიც ბრძანებდა: ,,ჩემამდე ჯერ ჩემი მოძღვრები უნდა შეირაცხონ წმიდანებადო.~

არქიმანდრიტს მოაქვს მაგალითები წმიდათა ცხოვრებიდან, როდესაც ისინი აღსასრულს შიშითა და ძრწოლით ხვდებოდნენ. მაგრამ აქვე გვაქვს უამრავი შემთხვევა, როდესაც წმიდანები მშვიდად, ყოველგვარი შფოთის გარეშე აღესრულებოდნენ ხოლმე. წმ. პავლე მოციქულს არათუ ეშინოდა აღსასრულისა, არამედ დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილის შემდეგ უფალს შეუერთდებოდა და მიიღებდა გვირგვინს თავისი მოღვაწეობის გამო: ,,კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე უფალი, მართალი მსაჯული~(2ტიმ. 4, 7-8). წმ. სერაფიმე საროველი სიკვდილის შესახებ ამბობდა: ,,_ რა სიხარულია! როგორი აღფრთოვანება მოიცავს მართლის სულს, როდესაც ხორცთან განშორების შემდეგ ანგელოზები აიტაცებენ და ღვთის სახის წინაშე წარადგენენ(22).~ როდესაც ერთმა მონაზონმა ჰკითხა წმ. მამას, შეხვდებოდნენ თუ არ ოდესმე ისინი ერთმანეთს, წმ. სერაფიმემ ზეცაზე მიუთითა და უთხრა: ,,_ იქ შევხვდებით; იქ უკეთსია, უკეთესი.“(23)

აბა, რატომ განიცდიდნენ ცალკეული წმიდანები შიშს სიკვდილის წინ? საქმე ისაა, რომ ყველა წმიდანს როდი მიუღწევია სულიერი განვითარების უმაღლესი საფეხურის – განღმრთობისათვის. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თქმით, რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო ცხადად აცნობიერებს საკუთარ ღმერთშემოსილებას. ყველა წმიდანი კი ერთნაირ სიმაღლეზე როდი ასულა.
არის მეორე გარემოებაც. მამა გაბრიელი ბრძანებს: ,,განღმრთობილი… დიდი სიმდაბლით იფარავს თავს, რომ არ დასწვას ადამიანები, რადგან განცხადებულად რომ იცხოვროს, ვერ გაუძლებენ მის ნამდვილ ყოფას და შური შესჭამთ. შურიც რომ არა, მოყვასო, ვერ ძალუძთ მისი დატევნა, იმდენად დიდია ეს მათი გონებისათვის.~(24) ღირსი მამები, ერთი მხრივ, იფარავდნენ თავს და მეორე მხრივ, აძლევდნენ მაგალითს ძმებს, რომ სიკვდილის ჟამსაც არ ყოფილიყვნენ გულდამშვიდებულნი და მთელი სასოება უფალზე დაემყარებინათ.
უგუნურ ადამიანებს კი არ ესმოდათ ეს ყოველივე და ხშირად მოხიბლულებად მიაჩნდათ წმიდანები.

არქიმანდრიტი იერომიელი პირველი როდია, ვინც მოხიბლულად მიიჩნევს წმ. მამას. ხიბლში მყოფსა და ეშმაკეულს უწოდებდნენ წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს. ,,წმ. სილუან ათონელის ცხოვრებაშიც~ ვკითხულობთ: ,,ბევრს არ უყვარდა იგი, ბევრი აგინებდა პირში; უწოდებდნენ მოხიბლულს, არც ერთხელ არ გაუცია მას შესაფერისი პასუხი.~ მონაზვნები გაოგნებულნი იყვნენ წმ. მამის საუბრებით:
,,_იგი… ისე გაბედულად ლაპარაკობდა ღმერთზე როგორც მშობლიურ მამაზე, რომ მე ვაჩერებდი მას დავეუბნებოდი: ,,შეჩერდი, მამაო…~ მე მეჩვეებოდა, რომ მან დაკარგა შიში ღვთისა…
_ბრაზდებოდა თუ არა როცა თქვენ აჩერებდით?
_ო, არა! იგი იყო რბილი ადამიანი, არ მახსოვს ოდესმე გაბრაზებულიყოს.
_მამა ტროფიმე, თქვენ იცით, რომ ხიბლში მყოფნი ყოველთვის ურჩნი არიან და ბრაზდებიან, როცა მათ ჰკიცხავენ. როგორ არ მიაქციეთ ამას ყურადღება?
_აი, ხედავთ, ღმერთმა დაფარა ჩემგან… მე მხოლოდ ახლა გავიგე ჩემი შეცდომა.~ (25)

მსგავსად ამისა, მამა გიორგიც მშვიდად ხვდება ასეთ ბრალდებებს: ,,ხიბლი საშიში რამაა, მაგრამ ვეჭვობ, მისი არსი კარგად ესმოდეთ მათ, ვინც ამას ავრცელებს ჩემზე… ახალ დროებაში ჯერჯერობით ხიბლზე მეტი დანაშაული ვერ მომაკერეს… ხიბლი უბრალოდ ყველაზე ხელსაყრელი იარაღია ისეთი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ისე არ ფიქრობს და არ მეტყველებს, როგორც თვითონ.“ (26)
ხიბლში მყოფისათვის დამახასიათებელია უკიდურესი ეგოცენტრიზმი. მამა გიორგი ხიბლში რომ იყოს, მორწმუნეებს მხოლოდ მასთან სიარულს აიძულებდა, მამაო კი არავის ზღუდავს არჩევანში.
,,_მამა გიორგი, ადამიანთა ნაწილი მათი არაეკლესურად ცხოვრების მიზეზად სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობას ასახელებს. თქვენ რას ეტყოდით მათ?
_…შენ თუ ერთგან ექიმი არ მოგწონს, რავა, მკურნალობაზე აიღებ ხელს თუ კარგი ექიმის ძებნას დაიწყებ?! ჰოდა, ადამიანს თუ გაცნობიერებული აქვს თავისი სულიერი უძლურებანი და სნეულებანი… მაშინ ეს ადამიანი სლის მკურნალობის საქმეს არ მოეშვება და არ მოისვენებს მანამ სანამ ნამდვილ მკურნალს არ მიაგნებს.“(27)

არქიმანდრიტს ხიბლის უტყუარ ნიშნად ეჩვენება მამა გიორგის შემდეგი სიტყვები: ,,_ მე იცით ვინა ვარ?!.. თუმცა ახლა თქვენ რას გაიგებთ… აგერ ხელისგულზე მაქვს ნიშანი. ზედ მაწერია ღმერთიდან, რატომ ვიძახი ამას. წმიდანები შესანიშნავდ აცნობიერებდნენ საკუთარ ღვთივრჩეულობას. წმ პავლე მოციქულიც ბრძანებდა: ,,რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ~(გალატ. 1,15).

არქიმანდრიტს დიდად მოსწონს ათონელ ბერთა პრინციპი: `ათონის მთაზე როდესაც საუბარი რომელიმე მამის სიწმიდეზე ჩამოვარდებოდა ხოლმე, მამები დინჯად პასუხობდნენ – ვნახოთ, როგორი იქნება მისი აღსასრული~(გვ. 26).
წმ. მამის თქმით კი, ,,ამ დადებითმა სიფხიზლემ, ისე როგორც ყველაფერმა ადამიანურ ცხოვრებაში შეიძლება საჭირო საზღვრებს გადააბიჯოს და მიიღოს ხასიათი ადამიანური უვარგისობის გადამეტებული სიფრთხილისა. ათონის მონაზვნობა ამ უკანასკნელში უფრო შეიძლება იყოს ბრალდებული.~(28)

განღმრთობილი, ერთი მხრივ, ხედავს საკუთარ უბადრუკობას, მან იცის, რომ განღმრთობა ღვთიური საჩუქარია და არა მისი დამსახურება, ამიტომაც ამბობდა პავლე მოციქული: ,,ქრისტე იესო მოვიდა სოფლად ცოდვილთათვის ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ~(1ტიმ. 1,15), ხოლო მეორე მხრივ, ხედავდა რა საკუთარ განღმრთობილობას აცხადებდა: ,,ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაი მაქუს მე(1კორ. 7,40), `არს ჭეშმარიტება ქრისტესი ჩემ თანა~(2კორ, 11, 10). შემდეგ კი საკუთარ თავს ეტალონადაც სახავდა: `მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა~(1კორ. 11,1).

მამა გიორგის თქმით წმიდანობა პატივი კი არ არის ადამიანისათვის, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა: ,,წმიდანს წმიდანობა შემთხვევით ან კიდევ ,,პროტექციით~ კი არ ეძლევა. ის ღმერთს გამოზრდილი და გამოწრთობილი ჰყავს. მას საკმაო სიმტკიცე და თავმდაბლობა გააჩნია საიმისოდ, რომ ,,გაუძლოს~ ადამიანის მიერ ქებას!.. წმიდანისათვის წმიდანობა სრულებით არ არის პრივილეგიისა და ამპარტავნობის საგანი… წმიდანისათვის თავისი სულიერი მდგომარეობა დიდ ძალასა და მადლთან ერთად, უმძიმესი პასუხიმგებლობაცა! ეს ყოველდღიური შეუწყვეტელი შრომაა! და თუ გნებავთ უდიდესი ტკივილიც არის. წმიდანები დედამიწაზე ცხოვრობენ სხვებისთვის“(29).
წმიდანები ჩვენგან თაყვანისცემასა და ხოტბას კი არ მოითხოვენ, არამედ ერთადერთ რამეს: რომ მივცეთ საშუალება დაგვეხმარონ, უმკურნალონ ჩვენს სულიერ სნეულებებს, რაც ჩვენთვისვე არის მაცხოვნებელი.

V. დროისა და სივრცის ფლობა

,,დიდი წმიდანი ფლობს დროს, სივრცეს და მატერიას~ – ბრძანებს მამა გიორგი, – წმიდანს შეუძლია გაქრეს და გაჩნდეს სხვა ადგილას. არქიმანდრიტი კი კატეგორიული ტონით წერს, რომ წმიდანის გაქრობა-გაჩენა ახალი, ფაკირული სიტყვაა ქრისტიანობაში, მამა გიორგის დროსა და სივრცეში მოგზაურობა კი ქიცია და ქიცმაცური, ბოლოს კი იტყვის, რომ წმიდათა მანძილზე გადაადგილების ფაქტებს უფალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებდა, როცა ისინი დაღლილნი და დამაშვრალნი იყვენ(გვ.49-50). ნამდვილად არ ყოფილა დაღლილი მოციქული ფილიპე, რომელიც საჭურისის მონათვლის შემდეგ უხილავი გახდა და ,,უფლის სულმა წარიტაცა~(საქმეები 8,39).

წმიდანის მიერ დროისა და სივრცის ფლობაში დაეჭვება დაეჭვებაა უფლის ყოვლისშემძლეობაში. რა არის წარმოუდგენელი იმაში, რომ ის ვინც ღმერთი ხდება მადლით, ფლობდეს დროსა და სივრცეს? განა ღმერთისათვის რაიმე შეუძლებელია?
მსგავს შემთხვევას ვხვდებით წმ. სერაფიმე საროველის ცხოვრებაში. მონაზვნები მოგვითხრობენ: ,,…ჩვენდა გასახარად მამა სერაფიმე დავინახეთ; ის ანთებულ სანთელთან ნიჩაბით ხელში იდგა და მიწას თხრიდა. სიხარულისაგან გონდაკარგულება დავინახეთ, რომ ჩვენ სანახავად თავად ბერი მოვიდა. ყვირილით ჩავუცვივდით ფეხებში კურთხევის მისაღებად, მაგრამ ფეხზე წამომდგრებმა, ჩვენდა გასაოცრად, დავინახეთ, რომ ბერი უხილავი გახდა. მის მყოფობას მხოლოდ გათხრილი მიწა ადასტურებდა.“ (30)

ასევე ღირსი მამის სამსონის (სივერსი) ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ იგი შუაღამისას საავადმყოფოში ხორციელად გამოეცხადა თავის სულიერ შვილს, მაშინ როდესაც იქ შეღწევა შეუძლებელი იყო. (31)

მსგავსი შემთხვევები მრავლად არის აღწერილი XX საუკნის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ცხოვრებაში. მონაზონი იხსენებს: ,,გამაოცა მონათხრობმა იმის შესახებ, რომ მამა ვიტალი ლოცვის დროს ქრებოდა, ეძებდნენ ყველგან – სახლშიც, სხვენზეც, შემდეგ კი ხედავდნენ, რომ ის იმავე ადგილას იდგა. როდესაც ეკითხებოდნენ, პასუხობდა არსადაც არ წავსულვარო. ერთმა მოძღვარმა შეამჩნია ,,მამა ვიტალი ისე შემოდიოდა, რომ კარებს არ ხსნიდა. ერთხელ დაუდარაჯდნენ და კარები ურდულით დაკეტეს. ამასობაში მოძღვარს ჩაეძინა. გამოღვიძებულმა დაინახა, რომ კარები კვლავ დაკეტილი იყო, მამა ვიტალი კი იდგა და ლოცულობდა.“ (32)

არქიმანდრიტს არ სჯერა მამა გიორგის სიტყვები, რომ წმიდანები ფლობენ საკუთარ სხეულს და შეუძლიათ ავადაც არ გახდნენ(გვ.16). ჩვენი თუ არ გჯერათ, წმ. იოანე სინელს მოუსმინეთ: ,,ვინც უხრწნელების მსგავს საზომს აღწევს, ისინი აღარ ავადდებიან, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე; რადგან მათში ისევე განადგურებულია ყოველგვარი სნეულების მიზეზი, როგორც მხურვალების ალია დაშრეტილი.(33) განღმრთობა არის ადამიანის ფსიქოფიზიკური არსების შეერთება ღმერთთან. უფალი განაღმრთობს ჩვენს სულს, გონებას და სხეულს. ასე რომ, წმიდანი სრულად ფლობს საკუთარ სხეულს და აქვს თვითაღდგენის უნარიც.
VI. წმიდანების ,,სისასტიკის“ თაობაზე

მამა იერომიელი აღშფოთებულია მამა გიორგის ამ სიტყვებით:
,,_ სად არიან წმიდანებიო?.. და თუ არიან, რას გვემალებიან? რატომ არ გვახმარებიანო?~ _ უსვამენ კითხვას; მდაბიოს, მიუხვედრელსა და ცოდვილს, დამეთანხმებით, აქვს ამ შეკითხვის უფლება… მაგრამ როგორ იქცევა ,,ნამდვილი~?
,,_ ნახეთ, რას მეკითხებოდა?!.. მინდიდა მეხეთქა ცხვირში, რადგან ას წმიდანები კი არ აინერესებდა, არამედ ბოროტის ძალით ჩემთან დავა უნდოდა~.
გულში კი ალბათ ფიქრობდა, რომ შემკითხველის შექმნაში, ღმერთო შემინდე, უფლის ხელი არ ერია~(გვ.12).

ჯერ ერთი, მდაბიო და მიუხვედრელი კი არ ეკითხებოდა მამაოს, როგორი რომანტიკული ფერებითაც ახასიათებს არქიმანდრიტი შემკითხველს, არამედ კაცი, რომელსაც ბოროტის ძალით სურდა მამაოსთან დავა!

ასეთ ადამიანებთან მიმართებაში კი ხანდახან წმიდანები საკმაო სიმკაცრეს იჩენენ. მაგ.: წმიდა ნიკოლოზმა, აღშფოთებულმა არიოზის მკრეხელობით, მას საჯაროდ სილა გააწნა. ,,გადმოგვცემენ, რომ არიოზის მკრეხელურმა სიტყვებმა მას მოთმინების ფიალა აუვსეს და მთელი კრების წინაშე ერეტიკოსს ხელი გაარტყა, რის გამოც ეპისკოპოსის წოდება ჩამოართვეს, მაგრამ ზეციური ხილვის შედეგად მალე დაუბრუნეს“(34).
არქიმანდრიტის აზრით, მკრეხელურია მამა გიორგის შემდეგი სიტყვებიც: ,,წმიდანები მარტო კეთილები არ არიან, არამედ სასტიკებიც. წმიდანებს მხოლოდ განკურნება კი არ შეუძლიათ, სენის შეყრაც ძალუძთ.“

წმ. სვიმეონ სალოსის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ წმიდანმა სიელმით დასაჯა გოგონები, რომლებიც ბერებს დასცინოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა მოინანია და განიკურნა, დანარჩენები კი ასეთებად დარჩნენ სიცოცხლის ბოლომდე. (35) იგივე სვიმეონი ხორციელ უძლურებას მოუვლენდა ხოლმე მეძავებს და ლოცულობდა, რომ ისინი აღსასრულამდე ასეთებად დარჩენილიყვნენ, ზოგიერთებზე კი ბოროტ სულებს აძლევდა ხელმწიფებას, რათა მათ ეტანჯათ ისინი (~он насылал на нее демона~), რომ აღარ შეეცოდათ. (36)

არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს არქიმანდრიტი მამა გიორგის შემდეგ სიტყვებსაც: ,,დღეს ბევრი ბოროტად იყენებს მაცხოვრის სიტყვებს – ,,არა წინააღმდგომად ბოროტისა“, და უფრო მეტიც, დღეს თვით ბოროტები იყენებენ ამ სიტყვებს ცვენ წინააღმდეგ. ამიტომ უნდა იცოდეთ, მაცხოვრის შემდეგი სიტყვები ,,არა წინააღმდგომად ბოროტისა“ არის კონკრეტულ შემთხვევაზე ნათქვამი და არა ზოგადად ყველგან და ყველაფერზე… ნახეთ, ღმერთმა დასაჯა ადამი სწორედ იმტომ, რომ მან გაატარა ბოროტის ნება და არ აღუდგა წინ მას. გაბრიელ ბერს ხშირად უთქვამს: ,,როგორ, მე ვიცოდე, რომ ბოროტი მირტყამს მარცხენა ლოყაში და მემ მას მარჯვენა მივუშვირო? მარჯვენას მივუშვერ კი არა, ისეთს ვგლიჯავ, ყბას ჩამოვუღებ!~ ამიტომ არ უნდა მივცეთ უფლება ბოროტს, გაატაროს ჩვენზე საკუთარი ნება.~
ამ სიტყვებში საშინელი მკრეხელობაა~(გვ.37). – წერს არქიმანდრიტი.

არავითარი მკრეხელობა ამ სიტყვებში არ არის. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან პირადი და საზოგადო ბოროტება. პირადი მტრისაგან წყენა უნდა მოვითმინოთ, ხოლო საზოგადო ბოროტების შემთხვევაში, როდესაც ბრძოლა მიდის მრავალი ადამიანის სულზე, წინ უნდა აღვუდგეთ მას. ქრისტიანობის არსი სწორედ ბოროტებასთან ბრძოლაში მდგომარეობს. მამა გაბრიელის სიტყვებიც სიმბოლურად იმას გულისხმობს, რომ არ უნდა მივცეთ ბოროტ სულებს უფლება ჩვენზე საკუთარი ნებაა გაატარონ. სწორედ ამის გამო დაისაჯა ადამი.

,,ასეთი სასტიკია მამა გიორგი ბასილაძის ღმერთი, მაგრამ არა საკუთარი თავის მიმართ, არამედ სხვებთან ცოდვილებთან მიმართებაში“. – ეს მსჯელობა კი უკვე ბევრად სცილდება გონიერების საზღვრებს. იქნებ განგვიმარტოთ, მამაო, როგორ შეიძლება ღმერთი სასტიკი იყოს საკუთარი თავის მიმართ? ჰგავს ეს მსჯელობა საღ გონებაზე მყოფი ადამიანის დაწერილს?

ღიმილისმომგვრელია არქიმანდრიტის მოგონება მამა გაბრიელზე. თურმე ეპისკოპოსს მამა იერომიელი გაუგზავნია წმ. მამასთან, აინტერესებდა რა ერთი მოძღვრის სულიერი მდგომარეობა. მამა გაბრიელს კი უთქვამს: ,,ეგ მოძღვარი ეშმაკის ხიბლში იმყოფება და წამოდგომა რომ შემეძლოს, სულ აი ამ ჯოხით გავჯოხავდიო (ჯოხზე მიმითითა)~(გვ.40). თუ მამა გაბრიელს შეიძლება გაეჯოხა უღირსი მღვდელი (ამ საქციელში არქიმანდრიტი არავითარ უხერხულობას და მკრეხელობას არ ხედავს), რატომ არ შეიძლება მამა გიორგის ასევე მკაცრი პასუხი გაეცა იმ ადამიანისათვის, რომელსაც ბოროტის ძალით მისთან დავა უნდოდა? იმიტომ, რომ არქიმანდრიტს ერთ შემთხვევაში ერთი აწყობს, მეორეში – მეორე. სწორედ ეს არის ,,ორმაგი სტანდარტი~ წარამარა რომ გაიძახის მამა იერომიელი თავისი ,,ბროშურის~ ფურცლებიდან!

VII. წმიდანების იერარქიასთან დამოკიდებულების შესახებ

თავისი ,,ბროშურის~ 50-ე გვერდზე არქიმანდრიტი იერომიელი წერს, რომ ,,ფსევდო-წმინდანები ოპოზიციაში უდგანან საეკლესიო იერარქიას“. აუცილებელია, ორიოდე სიტყვა ითქვას ამ საკითხზე, თუ რას ადასტურებს ეკლესიის ორიათასწლოვანი სულიერი გამოცდილება წმინდანებისა და იერარქიის ურთიერთმიმართების შესახებ.

,,ყოველთავე, რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებაი ქრისტე იესოს მიერ, იდევნენ~(2ტიმ. 3,12). – ვკითხულობთ წმინდა წერილში. მართალი რწმენის აღმსარებელნი, წმინდანები ყოველთვის იყვნენ დევნილნი და სამწუხაროა, რომ ხშირად შევიწროებას სწორედ მაღალიერარქთაგან განიცდიდნენ.

უსასტიკესად იდევნებოდა წმინდა იოანე ოქროპირი, იხ. წიგნი ,,იოანე ოქროპირის ჯვარსახოვანი გზა~. ეს ხუთასგვერდიანი წიგნი მთლიანად იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდნენ ღირს მამას პატრიარქი და სხვა იერარქები, რა ამაზრზენ ბრალდებებს უყენებდნენ მას და როგორ განკვეთეს წმ. იოანე თავიანთი ავაზაკური კრების დადგენილებით (მადლობა დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს ამ შესანიშნავი წიგნის თარგმნისათვის).

მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს იერარქებმა ბასილი დიდს, მას ადანაშაულებდნენ მართლმადიდებლობისაგან გადახვევაში და არაფერს ერიდებოდნენ, ოღონდ ჩირქი მოეცხოთ წმინდა მამის სახელისათვის. (37)

იშვიათი წმინდანი უდევნიათ ისეთი სისასტიკით, როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი. როდესაც განდგომილება თითქმის ყველა საპატრიარქო ტახტს შეეხო, მაქსიმე აღმსარებელი მარტო იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ვლ. ლოსკი წერს: ,,მაქსიმემ საზეიმოდ განაცხადა უარი შეერთებოდა იმ კომპრომისს, რომელზეც წავიდა მთელი ეკლესია: ,,თუნდაც მთელ სამყაროს რომ ჰქონდეს თქვენთან ურთიერთობა, მე მაინც არ მექნება, განაცხადა მან და მოიკრიბა ძალა, რათა ევლო მთელი იერარქიის წინააღმდეგ ჭეშმარიტების უტყუარობისათვის. მაშინ იგი სასტიკად დაასახიჩრეს და კვლავ გადაასახლეს.“(38)

იერარქთა მიერ უსასტიკესად იდევნებოდა წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა მირტოპოლიტი სტეფანე სვინკელი, რომელმაც მთელი სინოდი აუმხედრა წმინდა მამას. წმ. სვიმეონი სინოდის დადგენილებით გადაასახლეს იმის გამო, რომ თავის მოძღვარს, ღირს
სვიმეონ მოშიშს პატივს მიაგებდა როგორც წმინდანს, მის ოფიციალურ კანონიზებამდე.(39)

მაღალიერარქებთან ყოველთვის ჰქონდა უთანხმოება წმ. გრიგოლ პალამას. პატრიარქი (რომელსაც წმ. გრიგოლმა ,,პოლიტარქი~ შეარქვა სახელმწიფოს მართვაში აქტიურად ჩარევის გამო) დიდი მონდომებით დევნიდა მას. ზოგიერთ მორწმუნეს აბრკოლებს ის ფაქტი, რომ მამა გაბრიელი უზიარებლობით იყო დასჯილი პატრიარქისგან, მამა ნიკოლოზს კი მღვდელმოქმედება აქვს შეჩერებული. წმინდა გრიგოლ პალამას კი, არათუ მღვდელმოქმედება ჰქონდა შეჩერებული, არამედ იგი საერთოდაც განკვეთეს ეკლესიიდან. ,,1344 წლის 4 ნოემბრის პატრიარქისა და სინოდის დადგენილებით იგი მისი ღმრთისმეტყველებისათვის, 1341 წლის კრების ტომოსის თვითნებურად განმარტებისა და წირვაზე პატრიარქის მოუხსენებლობისათვის ეკლესიიდან განკვეთეს~(40). – ვკითხულობთ ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში.

იერარქთაგან უსასტიკესად იდევნებოდა XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი ნექტარიოს ეგინელი (პენტაპოლელი). ყველგან ავრცელებდნენ ჭორებს მისი უზნეობისა და გახრწნილების შესახებ. ღირს მამას უსასტიკესად ავიწროებდა თვით მსოფლიო პატრიარქი მელეტიუსი. ამიტომაც მდევნელმა საშინელი აღსასრული იწვნია უფლისგან. (41)

ამგვარი მაგალითების მოტანა შეიძლება დაუსრულებლად.

ასე რომ, როგორც ვხედავთ, სინამდვილეში ფსევდო-წმინდანები კი არ უდგანან ოპოზიციაში იერარქებს, როგორც ამას არქიმანდრიტი ფილიშვილი წერს, არამედ პირიქით: ფსევდო-იერარქები უდგანან ოპოზიციაში წმინდანებს, რადგან არ არიან მათი სულის.
როდესაც წმინდანის წინაშე დგება არჩევანი, თუ ვის დაემორჩილოს, ღმერთს (რომლის ნებასაც ის უშუალოდ ჭვრეტს სულიერად) თუ ცოდვილ იერარქს, რა თქმა უნდა, წმინდანი უფალს დაემორჩილება, რადგანაც `მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისა უფროის, ვიდრე კაცთაი~(საქმ. 5, 29). წმინდანებსაც და ჩვეულებრივ მორწმუნეთაც მართებთ არა იერარქიებს ბრმა მორჩილება, არამედ მორჩილება ქრისტეში. თუ იერარქი არაქრისტიანულად იქცევა, მაშინ მისი მორჩილება ეშმაკის მორჩილება გამოდის.
ბერულ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანია სულიერი მოძღვრის მორჩილება. ზოგიერთი ბრკოლდება მამა ნიკოლოზის (მაქარაშვილის) მიმართ იმის გამო, რომ იგი არ დაემორჩილა პატრიარქს, არ შეწყვიტა მარხვა, სამაგიეროდ კი შეასრულა თავისი მოძღვრის მამა გაბრიელის კურთხევა. ეს სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ღირს მამათა სწავლებით, ,,ბერი მორჩილისათვის ხილული ღმერთია. ბერის სიტყვა იგივე ღვთის სიტყვაა.(42)~ მამა გიორგიც ბრძანებს, რომ ,,წმიდა ბერი მოწაფის უპირობო ხელმძღვანელია, მისი კურთხევა მოწაფისთვის იგივეა, რაც ღმერთის სიტყვა. აქ მხოლოდ მოწაფე, მასწავლებელი და ღმერთი არის“ (43)

ჭეშმარიტია წმიდა მამის სიტყვები, რომ ,,რასაც აკურთხებს და შეკრავს წმიდა ბერი, ვერ შეუცვლის და ვერ გაუხსნის მის მოწაფეს ვერავინ! თუნდაც იერარქი!(44)

ამასთან დაკავშირებით მრავალი პატერიკის დამოწმება შეგვიძლია. მოვიტანთ მხოლოდ ერთ მათგანს ღირსი იოანე მოსხის `ლიმონარიდან~: ერთ დიაკონს მოძღვართან უთანხმოება მოუვიდა, რის გამოც მოძღვარმა შეაჩვენა: ,,კრულმცა ხარ საიდუმლოთაგან ქრისტესთა“. მოძღვარი მოულოდნელად გარდაიცვალა, ისე რომ დიაკონმა შენდობის თხოვნა ვერ მოასწრო. მისი კრულება კი ვერავინ გახსნა, ვერც კონსტანტინოპოლისა და ვერც რომის პატრიარქმა. ბოლოს ერთი წმინდანის დაუცხრომელი ვედრებით გამოეცხადა გარდაცვლილი მოძღვარი და მხოლოდ მან განათავისუფლა კრულებისაგან. (45)

მამა გიორგის თქმით, ,,არის ხილული იერარქია და არის უხილავი იერარქია. გაიხსენონ იერარქებმა რა მოსდიოდათ სულში გაბრიელთან შეხვედრისას! თუ გრძნობდნენ იმას, რომ ხარისხის გამო უპირატესობას ინარჩუნებდნენ?!.. გაბრიელი ძალაში ხილული იერარქიით კი არ იყო, ის პირდაპირ ღმერთით იყო ძალაში(46).
აქ უმჯობესია მოვიტანოთ მოგონება მამა გაბრიელზე:
,,სამთავროს მონასტერში იერარქი მობრძანდა. როდესაც ეზოში მანქანა შევიდა, მამა გაბრიელმა იქ მყოფთ მიმართა: – ფეხი არ მოიცვალოთ, აქ იყავით, არ ჩახვიდეთ, მე კი კელიაში ცოტას დავისვენებ… როდესაც იერარქმა ტაძარი მოილოცა, გარეთ გამობრძანდა, სენაკის კარიც გაიღო და მამა გაბრიელი გარეთ გამოვარდა. სწრაფი ნაბიჯით დოინჯშემოყრილი წამოვიდა, კიბის თავში დადგა და გვერდულად, ცალი თვალით გახედა ტაძრიდან გამოსულ და კიბესთან მომდგარ იერარქს. შემდეგ თვალი თვალში გაუყარა… ის იყო მკაცრი და საშინელი! ეს პიროვნება უცებ მოიხარა, თითქოს დაპატარავდა და შეშფთებული და შეშინებული მანქანაში სასწრაფოდ ჩაჯდა. მანქანაც მყისვე დაიძრა და ეზო დატოვა. ამ ყველაფრის შემყურე მამა გაბრიელს მიმართეს:
_ მამა გაბრიელ, როგორ შეეშინდა თქვენი?!
_ ჩემი არა – ღმერთის!“(47)

ამრიგად, საეკლესიო იერარქიის შემთხვევაში მადლი ეძლევა ხარისხს. მონაზვნური მოღვაწეობისას კი მადლი ეძლევა პიროვნებას მისი სულიერი შრომის შესაბამისად. შეიძლება პატრიარქსაც კი არ გააჩნდეს რაიმე პიროვნული ძალა (მიუხედავად ხარისხისა), უბრალო ბერი კი მადლით პირველი იყოს იერარქიაში. სწორედ ამიტომაც სალოსები უმკაცრესად ამხელდნენ ხოლმე იერარქებს (ხანდახან ხელითაც კი ეხებოდნენ მათ, იხ. ნეტარი პელაგია სალოსის შემთხვევა ), რადგან ღვთისგან ჰქონდათ ამის უფლება.

VIII. ცდებიან თუ არა წმიდანები

ზოგიერთმა, რომელიც მოიხიბლა მამა გიორგის ცალკეული სწავლებებით და ვერ გაიგო მისი სიტყვები ბუნებით ღმერთობის, ღვთისშვილობის და ა. შ. თაობაზე, ასეთი „გამოსავალი“ იპოვნა: მერე რა მოხდა, წმიდანებიც ხომ შეიძლება ცდებოდნენო.
მართლაც, ეკლესიის ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც ეკლესიას არ მიუღია ამ თუ იმ წმიდანის ცალკეული სწავლება. იყო იმის პრეცენდენტებიც, როდესაც წმიდანებს დისკუსია ჰქონდათ ამა თუ იმ სარწმუნოებრივი საკითხის შესახებ. მაგალითად, XIX საუკუნის რუსი წმიდა მამები წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი და წმ. თეოფანე დაყუდებული ცხარედ კამათობდნენ ანგელოზთა სხეულებრიობის თაობაზე.(48)
გვახსენდება მამა გაბრიელის სალოსური სიტყვებიც: `ყველა წმიდანს ჰყავს თავისი ოფოფები“.

ეკლესიის ისტორიაში იყვნენ წმიდანები, განწყობილნი უფრო ფილოსოფიურად, ვიდრე მისტიკურად. მაგ.: ნეტარი ავგუსტინე. ამავდროულად, იყვნენ წმიდანები, რომელნიც მხოლოდ საკუთარი სულიერ-მისტიკური გამოცდილებიდან საუბრობდნენ, მაგ.: წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. მღვდელმონაზონი პანტელეიმონი (უსპენსკი) განიხილავს რა შეპირისპირებით ნეტარი ავგუსტინეს ,,აღსარებანს“ და წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ,,საღვთო ჰიმნებს“, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე წერს, რომ ,,ღირსი სვიმეონი გაცილებით უფრო ახლოს დგას ღმერთთან, ვიდრე ავგუსტინე… ავგუსტინე, როგორადაც ის წარმოგვიდგება თავისი `აღსარებანის~ მიხედვით, არის ადამიანი, უეჭველად წმიდა, მოაზროვნე, მოსაუბრე და მცხოვრები ქრისტიანულად, მაგრამ ჯერ კიდევ სავსებით არა თავისუფალი მიწიერი ბრძნობისა და ხორცის ბორკილებისაგან…. ღირსი სვიმეონის ჰიმნებში კი ისმის ხმა არა მოკვდავი ადამიანისა, მიწიერზე მიწიერად მოსაუბრისა, არამედ ხმა უკვდავი და განღმრთობილი სულისა, რომელიც ღაღადებს არამიწიერ, ანგელოსებრივ, ზეციურ და ღვთაებრივ ცხოვრებაზე.~(49)

იყვნენ წმიდანები, რომელთაც, მართალია, გააჩნდათ გარკვეული სულიერი ხედვა, მაგრამ იმას, სადამდეც, მათი ხედვა ვეღარ აღწევდა, ავსებდნენ თავისი ვარაუდის მიხედვით. ვარაუდი კი, თუნდაც წმიდანის მიერ გამოთქმული, მაინც არ შეიძლება იყოს სრული, რადგანაც წმ. მამის თქმით, ,,გენიალური ადამიანური ნავარაუდევი დიდად ჩამორჩება სულის ნამდვილ ცხოვრებას(50) მაგრამ აქვე იყვნენ მისტიკოსებიც, რომელნიც მიდიოდნენ ღვთისშემეცნების აპოფატიკური გზით, რომელნიც მთელი ძალისხმევით ებრძოდნენ ყოველგვარ წარმოსახვას ღვთისმეტყველების დროს და წერდნენ მხოლოდ იმას, რაც შეიცნეს გამოცდილებით.

მამა გიორგიც სწორედ ამ უკანასკნელთა კატეგორიას მიეკუთვნება. ისიც ცდისეული ღვთისმეტყველების წარმომადგენელია. დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ მამაო ღვთისმეტყველებს არა წიგნებიდან, არამედ საკუთარი სულიერი პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომაც იგი საუბრობს, როგორც ,,ხელმწიფების მქონე~ და არა როგორც მწიგნობარ-ფარისეველი. მის სიტყვებში იგრძნობა უდიდესი სულიერი ძალა, რადგანაც მათ აზის ბეჭედი სულიწმიდისა.

შეიძლება თუ არა ცდებოდეს წმიდანი? შეიძლება, ოღონდ წმიდანთა ის კატეგორია, რომელიც ფილოსოფიურადაა განწყობილი და მთლად არ უარყოფს მიწიერ ბრძნობას. ამასთან მისი პირადი შეხედულება მხოლოდ დოგმატის საბოლოო ფორმულირებამდე შეიძლება იყოს გამოთქმული. განღმრთობილს კი, რომელიც იმყოფება შემეცნების უმაღლეს საფეხურზე, რომელსაც ცოდნა აქვს ღვთისგან და არა წიგნებიდან, შეუძლებელია რაიმე ეშლებოდეს დოგმატურ-სარწმუნოებრივ პლანში. მამა გაბრიელის თქმით, „განღმრთობილი ფლობს სიბრძნეს დასაბამიდან უკუნისამდე“.(51)

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსიც წმ. მამათა შრომებზე დაყრდნობით წერს: ,,ღვთიური ცოდნა, განღმრთობა, უფალთან ერთობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ერთმანეთის გარეშე ვერ მოიაზრება… განღმრთობა ადამიანს ანიჭებს ეგზისტენციალურ, ანუ ჭეშმარიტ ღვთიურ ცოდნას.(52)ცალკეულ საზოგადოებრივ მოვლენასთან დაკავშირებით წმიდანმა შეიძლება თქვას, რომ ეს მისი სულიერი ხედვაა, მაგრამ სარწმუნოებრივ საკითხებში განღმრთობილი შეუძლებელია ცდებოდეს.

წმიდანთა სისტემის არსი წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს წარმოდგენილი აქვს ჯაჭვის მაგალითზე: ,,ვითარცა ზეციურ ძალთა გაბრწყინვება ხელეწიფება მხოლოდ უფალს თანმიმდევრულად, დასებისდა შესაბამისად და ღვთაებრივი ნათება მსჭვალავს პირველიდან მეორეს, მეორედან – მესამეს და ასე შემდეგ, ასევე სულიწმინდის კავშირით შედუღაბებული და შეკავშირებული ანგელოზები წმინდანებს აბრწყინებენ და მიიმსგავსებენ დასებისდა მიხედვით. ის წმინდანები, რომლებიც შემდგომ გაჩნდებიან თაობიდან თაობაში, დრო და დრო, ძველ, წინამორბედ წმინდანებს მცნებათა ზედმიწევნით აღსრულების საფუძველზე ემსგავსებიან, უკავშირდებიან და ღვთისაგან დამწყალობებულნი მათ მსგავსადვე ბრწყინდებიან. ასე და ამგვარად, აკინძულია ოქროს ჯაჭვი და ცალკეული, განუმეორებელი და განსაკუთრებული, წინამავალთან გადაბმულია რწმენით, ღვაწლითა და სიყვარულით. ასეთ ჯაჭვს, ღმრთივგანმტკიცებულს, ვერარა ძალა ვერ გაწყვეტს.(53)~ შემდეგ კი წმიდა მამა განაგრძობს: ,,ვინც მთელი არსებითა და სიყვარულით წმიდათაგან უკანასკნელს არ დაუკავშირდება, თვინიერ ბრძნობს და ურწმუნოება უღრღნის გულ-გვამს, არასოდეს ეღირსება მიუახლოვდეს პირველი რიგის წმინდანებს და მათ დაუმშვენოს გვერდი. თუნდაც თავი მოჰქონდეს ღვთისა და ცალკეული წმიდანებისადმი უხინჯო რწმენა და სიყვარული მაქვსო. იგი სამუდამოდ გარიყულია, რამეთუ არ ინება მოთმინებით მდგარიყო იმ ადგილას, რომელიც უფალმა დაუწესა საუკუნოდ და ღვთისგან განჩინებულ უკანასკნელ წმინდანს არ დაუკავშირდა.(54)

. ი. უწინდელ წმიდანებთან მიახლება მხოლოდ ჩვენი თანამედროვე წმიდა მამების მეშვეობით შეგვიძლია. წმიდათა ჯაჭვის წინა რგოლებს მხოლოდ მისი მომდევნო რგოლების საშუალებით შეიძლება დავუკავშირდეთ. სხვა მხრივ, შეუძლებელია სრული კავშირი დავამყაროთ ძველ წმიდანებთან. ჩვენი თანამედროვე მამები წმიდათა უწყვეტი გარდამოცემის მფლობელნი არიან, წიგნებში კი ხშირად ეს გარდამოცემები სახეს იცვლის. ,,გადის ათასწლეულები, მაგრამ ხალხს წინანდებურად გადაეცემა კერძოდ ეს დასუსტებული და გაფანტული ნათელი ღვთის შემეცნებისა უამრავი სიტყვებით და სახეებით“(55) , ჩვენი თანამედროვე წმიდანები კი გვაბრუნებენ ცხოველი რწმენის სათავეებთან.
როდესაც ვინმეს ექმნება ილუზია, რომ რაიმე საკითხში თანამედროვე წმიდანი `არ ეთანხმება“ძველ მამას, პრივილეგია ენიჭება თანამედროვე წმიდანს, რადგანაც:
I. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე წმიდანს, რადგანაც ის სულიერად ფლობს ცოდნას წმიდათა გარდამოცემით და არა წიგნებით, რომელთა გადაკეთების საშიშროებაც არსებობს, სულიერი გარდამოცემის შეცვლა კი გამორიცხულია.
II. ძველ წმიდანთა ცალკეულ განმარტებებს ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდათ, იმ დროის ადამიანთა ზოგადი განვითარების შესატყვისი. მამა გაბრიელმა, რომელმაც მოგვცა სრულყოფილი განმარტება ათი ქალწულის იგავისა, აღნიშნა, რომ წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. სერაფიმ საროველის განმარტებებს ეპოქალური ხასიათი ჰქონდათ.(56) ჩვენი თანამედროვე წმიდანი კი სრულყოფს ძველ განმარტებებს ჩვენი გონებრივი განვითარების შესაბამისად.

შენიშვნები:

  1. წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლებანი, I-II, თბ., 2009, გვ. 139.
  2. Е. Желтова, О житиах, юродивых и Житии Андрея Юродивого, Жизнь и деяния св. отца нашего Андрея Юродивого Христа ради, СПб, 2007, გვ. 7.
  3. წმიდა იოანე სინელი, კლემაქსი, ანუ კიბე, თბ., 2005, გვ. 319.
  4. თავნი და ბოლონი იტყვიან: ,,გიორგი~, გვ. 129.
  5. დიდი სჯულისკანონი, თბ., 2004, გვ. 46.
  6. Жизнь и деяния аввы Симеона, юродивого Христа ради.., Жития византийских святых. – СПб., 1995, გვ. 168.
  7. ძალა და თავისუფლება, გვ. 62.
  8. Слова Преподобного Симеона Нового Богослова, т. II, М., 2006, გვ. 434.
  9. წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლებანი, I-II, თბ., 2009, გვ. 354.
  10. თავნი და ბოლონი იტყვიან: ,,გიორგი~, გვ. 110.
  11. Преподобный Симеон Новый Богослов, Божественные Гимны, М., 2006, ჰიმნი მე-17, გვ. 165.
  12. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, სამოცდამესამე სიტყვა, მაია ინდუაშვილი, წმინდა მამათა საღვთისმეტყველო შრომების თარგმანები, თბ., 2004, გვ.101.
  13. იხ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, სამოღვაწეო, შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი, თბ., 1992, გვ 10-14.
  14. ბერი იოსებ ვატოპედელი, მადლმოსილი მორჩილი ბერი ეფრემ კატუნაკელი, თბ., 2007, გვ. 73.
  15. Архимандрит Софроний (Сахаров), Видеть Бога как он есть, Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2006, გვ. 266.
  16. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, სამოცდამესამე სიტყვა, მაია ინდუაშვილი, წმინდა მამათა საღვთისმეტყველო შრომების თარგმანები, თბ., 2004, გვ. 100.
  17. Иеромонах Пантелеимон (Успенский), О Гимнах Преподобного Симеона Нового Богослова, Преподобный Симеон Новый Богослов, Божественные Гимны, М., 2006, გვ. 654.
  18. იქვე, გვ. 649.
  19. ჰიმნი 58-ე, Преподобный Симеон Новый Богослов, Божественные Гимны, გვ. 554.
  20. იქვე, გვ. 555.
  21. იხ. წმ. სერაფიმე ვირიცელი, ჟურნ. `ქვაკუთხედი~ N 9, 2008, გვ.6
  22. გვ. 34.
  23. იქვე, გვ. 35.
  24. ბერი გაბრიელის სწავლება განღმრთობისა და ათი ქალწულის იგავის შესახებ, თბ., 2009, გვ. 25.
  25.  წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლებანი, I-II, თბ., 2009, გვ. 246-247.
  26. ფეხითმოსიარულე, II, გვ. 214.
  27. თავნი და ბოლონი იტყვიან: ,,გიორგი~, გვ. 50.
  28. წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლებანი, I-II, თბ., 2009, გვ. 244.
  29. თავნი და ბოლონი იტყვიან: ,,გიორგი~, გვ. 109.
  30. მღვდელმოწამე სერაფიმე (ჩიჩაგოვი), ღირსი მამა სერაფიმე საროველი და სერაფიმო-დივეევოს სავანის ჟამთააღმწერელი, I, თბ., 2010, გვ. 235.
  31. Старец Сампсон (Сиверс), М., 2008, გვ. 127.
  32. სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ცხოვრება, თბ., 2005, გვ. 227.
  33. წმიდა იოანე სინელი, კლემაქსი, ანუ კიბე, თბ., 2005, გვ. 311.
  34. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, შემდგენელი გვანცა კოპლატაძე, თბ., 2009, გვ. 129.
  35. Жизнь и деяния аввы Симеона, юродивого Христа ради.., Жития византийских святых. – СПб., 1995, გვ. 169.
  36. იქვე, გვ. 167.
  37. იხ. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, შემდგენელი გვანცა კოპლატაძე, თბ., 2009, გვ. 188-190.
  38. ვლ. ლოსკი, დოგმატური ღვთისმეტყველება, თბ., 2007, გვ. 111.
  39. იხ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, სამოღვაწეო, შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი, თბ., 1992, გვ 10-14.
  40. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, შემდგენელი გვანცა კოპლატაძე, თბ., 2009, გვ. 567.
  41. ხ. ვასილოპულოსი, მღვდელმთავარი ნექტარიოს ეგინელი (ცხოვრება), თბ., 2008, გვ. 44-45.
  42. ბერი იოსებ ვატოპედელი, მადლმოსილი მორჩილი ბერი ეფრემ კატუნაკელი, თბ., 2007, გვ. 77.
  43. თავნი და ბოლონი იტყვიან: ,,გიორგი~, გვ. 149.
  44. იქვე, გვ 149.
  45. იოანე მოსხი, ლიმონარი, თბ., 2004, გვ. 89-92.
  46. ფეხითმოსიარულე, II, გვ. 105.
  47. თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა, ცხოვრება, სწავლანი და მოგონებანი ბერი გაბრიელისა, თბ., 2009, გვ. 181.
  48. იხ. Протоиерей Георгий Флоровский, Пути русского богословия, Минск, 2006, გვ. 387-88.
  49. Иеромонах Пантелеимон (Успенский), О Гимнах Преподобного Симеона Нового Богослова, Преподобный Симеон Новый Богослов, Божественные Гимны, М., 2006, გვ. 643-46. 
  50. წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლებანი, I-II, თბ., 2009, გვ. 86.
  51. ბერი გაბრიელის სწავლება განღმრთობისა და ათი ქალწულის იგავის შესახებ, თბ., 2009, გვ. 22.
  52. მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბ., 2010, გვ. 356.
  53. წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, სამოღვაწეო, შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი, თარგმნა მაია ინდუაშვილმა, თბ., 1992, გვ. 73
  54. იქვე, გვ. 74.
  55. წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლებანი, I-II, თბ., 2009, გვ. 257.
  56. იხ. ბერი გაბრიელის სწავლება განღმრთობისა და ათი ქალწულის იგავის შესახებ, თბ., 2009, გვ. 26.
This entry was posted in რელიგიური პუბლიცისტიკა. Bookmark the permalink.

12 Responses to მამა გიორგი ბასილაძის სწავლებათა თაობაზე (პასუხად არქიმანდრიტ იერომიელ ფილიშვილს) ნაწილი II

  1. დიდი მადლობა ამ სტატიისთვის

  2. Tamar says:

    გაიხარეთ! დიდი მადლობა!

  3. მურზაყან says:

    მშვენიერია! ავტორს გუწრფელი მადლობა და კეთილი სურვილები. ქართველები კი ავხოხორდებით ხოლმე, როცა ჩვენს მამებს უშნოდ სეეხებიან, მაგრამ ეს საკმარისი არაა. დასაბუთებული და მწყობრი პასუხია საჭირო. ამას კი ცოტა ჩვენტაგანი თუ იღებს თავზე. კიდევ ერთხელ გმადლობთ ნაშრომისთვის!

  4. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! დიდებული სტატიაა. მამა გიორგიმ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე, ერისთვის გაგასაგებ საღვთისმეტყველო საუბრებს. ეს მონაპოვარია და დაცვაც სჭირდება. თქვენ ეს მოახერხეთ. დიდი მადლობა!

  5. უღრმესი მადლობა ყველას ინტერესისა და გულისხმიერებისათვის. გაგრძელებას მალევე დავდებთ. ჯერ კიდევ არ გვიმხელია სრულად არქიმანდრიტ ფილიშვილის უგუნურება და უზნეობა. ყველა სასულიერო პირი უმკაცრესად იქნება მხილებული, ვისაც არ სურს მამა გიორგის და ჩვენი წმინდანების შეცნობა. ჩვენი მიზანია აკადემიურ დონეზე, წმ. მამათა ნაშრომების კონტექსტში შევისწავლოთ ჩვენი მამების ტანჯვით მოპოვებული სულიერი მემკვიდრეობა. განზრახული გვაქვს პერიოდული გამოცემის დაარსებაც, მატერიალური საფუძველი თუ მოვიპოვეთ.

  6. მეგობრებო, თქვენს გვერდით გვიგულეთ!

  7. zviad says:

    “წმიდანს წმიდანობა შემთხვევით ან კიდევ ,,პროტექციით~ კი არ ეძლევა. ის ღმერთს გამოზრდილი და გამოწრთობილი ჰყავს. მას საკმაო სიმტკიცე და თავმდაბლობა გააჩნია საიმისოდ, რომ ,,გაუძლოს~ ადამიანის მიერ ქებას!.. ”

    – აი მთავარი. ქება-დიდების გაძლება ურთულესი რამ არის, უსასტიკესია, ადამიანის სულის უდიდესი სისუსტეა. ამას სხვანაირად, ქების ღირსეულად ატანა ქვია (ჩემი აზრით), ქებას თუ ვერ გაუძლებ – სულ დაიშლები და დაიბნევი. დაახლოებით ისეთი რამეა, სიცილი რომ ძალას გაცლის და გაბნევს, ოღონდ ეს ბევრად უარესია! მაგას ძალიან მტკიცე ნევრები ჭირდება.

    შეხედეთ ჩვენს პატრიარქს, რამხელა სიმტკიცეა საჭირო იმისთვის რომ ამხელა (დამსახურებულ) ქება-დიდებას გაუძლო, ყოველთვის ღირსეულად მოისმინო, თან ასეთ მოხუცებულობაში, ეს ხომ საკვირველებაა? სახელი ილია თურმე ნიშნავს – “ღმერთია ჩემი სიმტკიცე”.

  8. Ika Ira says:

    romel archimandrits gulisxmoben zevit mokvanilshi tsmindanebze da tsodvilebze rom ambobs?
    არქიმანდრიტს კი ჰყოფნის თავხედობა ამტკიცოს, რომ ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცოდვილები იყვნენ.

  9. Giorgi Lazi says:

    გამხნევდით ძმანო! მამა გიორგი ბასილაძის წინასწარმეტყველება აღსრულდა სინოდში სასწაულთმოქმედ, სალოს, ანონიმ მეუფეზე!!! https://www.facebook.com/photo.php?fbid=623299917797170&set=a.600008830126279.1073741826.100003515026777&type=1&theater

  10. Giorgi Lazi says:

    25 აპრილს რაც მოხდა ნეპალში ეს გაგრძელებაა იმ მომწყვლელი სასწაულებისა, რასაც უფლის ორი ცხებული ახორციელებს ანტიქრისტეს წინააღმდეგ!

    25 აპრილს დაფარულმა მეუფემ გახსნა უდიდესი საიდუმლო, რომ მამა გიორგი წმ. ენუქია!
    იხ. ახალ აღთქმაში გამოცხადებბის მე-11-ე თავი:

    “3. და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. 4. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. 5. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი. 6. ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. 7. და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. 8. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა. 9. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა. 10. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი. 11. და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. 12. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. 13. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა. ” (გამოცხ. 11.3-13)

    ამ მუხლებზე დაყრდნობით შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საეკლესიო სწავლებით ბოლო ჟამს ანტიქრისტეს წინააღმდეგ ქვეყნის მომწყვლელ სასწაულებს მოახდენს წმ. ენუქი და წმ. ელია თეზბიტელი, მსგავსად მოსე წინასწარმეტყველისა, რომელმაც მომწყვლელი სასწაულებით დაამარცხა მსოფლიოში უძლიერესი ეგვიპტის იმპერია და მისი ფარაონი.

    არც ერთ წმ. მამას არ უწერია და არც ბიბლიაში არ წერია რომ როგორც კი ამაღლდებიან მაშინვე იქნება მეორედ მოსვლა… ლმობიერი უფალი კიდევ დააცლის კაცობრიობას მონანიებას – სწორედ ეგ ჟამია და კიდევ დაფარული მეუფეც ზუსტად ასე მოწამეობრივად აღესრულება, როგორც მამა გიორგი ბასილაძე და მის გარდაცვალების დღესთან იქნება დაკავშირებული სხვა ქალაქის დიდი ძვრა – ოღონდ იქაც მეათედი ქალაქის დაეცემა და ზუსტად 7000 მოწყვეტილი კაცი იქნება! დიდება უფალს! ეს არ ეწინააღმდეგება წმ. მამათა სწავლებას.

    3,5 დღეშიო, რომ წერია: ეგ იმას ნიშნავს, რომ 25 აპრილიდან (მამაოს გარდაცვალების დღე) 28-29 აპრილს ჯერ არ იყო დაზუსტებით ცნობილი ზარალის ოდენობა.. შეგიძლიათ დაგუგლოთ ინტერნეტში ზუსტად ზარალი გაირკვა 3,5 დღის მერე! – კატმანდუს შენობების 10% და 7000 მსხვერპლი! ანუ მამა გიორგი ბასილაძის ცხედარი მსოფლიოსთვის მართლაც რომ უპატიოდ იყო 29 აპრილამდე საქართველოში, რომლის სულიერი სახელია იერუსალიმი! ფაქტიურად იგი გაცოცხლდა ანუ ამაღლდა 3,5 დღეში, მსოფლის დასანახად, როცა წმინდა წერილის სიტყვები აღსრულდა მასზე: „მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი” (გამოცხ. 11.13) ! ინტერნეტით მაგ ვიდეოს ნახვა, სადაც მაგ სასწაულის დეტალებია დამტკიცებული, შეუძლია ნახოს დედამიწის ნებისმიერმა მცხოვრებმა, რათა განმტკიცდეს რწმენაში!
    საერთოდ ეკლესიური სწავლებით ეს კონკრეტული საკითხი არადოგმატიკურია და რაც არ ეწინაღმდეგება მართლმადიდებლურ საეკლესიო სწავლებას, ის მისაღებია ნებისმიერი მორწმუნისათვის!

    მამა გიორგი ბასილაძემ დავით ამაშუკელის დაფარულ მეუფეზე დაამოწმა: „ – ჰოდა, დაიმახსოვრეთ, რასაც გეტყვით: ელია წინასწარმეტყველის გამოჩენის დრო რომ დადგება, იმ დროს უნდა გავიდე მე მოწამეობრივი აღსასრულით…“

    დადგა ჟამი, როდესაც ახლა დაფარულმა მეუფემ დაამოწმა მამა გიორგი ბასილაძე, რომ იგი წმ. ენუქია!

    და კიდევ ამასაც გაგახსენებთ, თუ როგორ გვამზადებდა მამა გიორგი ანტიქრისტეს წინააღმდეგ საბრძოლველად ქართველებს:

    „აწ მომავალმა ანტიქრისტემ იცის, რომ მას ვერსად ვერ გაუძლებენ. ვერც ერთი ერი და სახელმწიფო მას სულში დარტყმას ვერ მიაყენებს, გარდა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი. იმ დროს ჩვენში იქნება ის დიდი ძალა, რომელიც მას არ გააბატონებს საქართველოში. ეს ძალა კი ჩვენთან გამოჩნდება მაშინ, როდესაც ანტიქრისტე გამოჩნდება მსოფლიო არენაზე. იცის რა ანტიქრისტემ ყოველივე ეს, წინასწარ ცდილობდა და ცდილობს დღესაც საქართველოს განადგურებას. მაგრამ, ვერ ჩაუვა ფეხები (იცინის)! საქართველოში მას ქრისტე დახვდება, ბაბუა!!! როგორ და რანაირად, ამაზე თითონ იმტვრიოს თავი!… ქართველი მაინც ქრისტიანია გულით, რაც უნდა დაბნელებული იყოს გონებით. ქართველები გულით გრძნობენ წმინდანებს… სწორედ ქართველები იქადაგებენ ბოლო ჟამს მთელ მსოფლიოში მართალ რწმენას. საქართველოდან წმინდანები ამხელენ ანტიქრისტეს. ქართველები დაეხმარებიან სხვა ერებს . მთელი მსოფლიოს კეთილი სისტემა ელოდება ქართველთა გამოსვლას. ეს იცის ბოროტმა სისტემამაც, ამიტომაც არ გვანებებენ თავს, როგორც სულიერად ასევე პოლიტიკურადაც, მაგრამ ფუჭია მათი შრომა, ვერ მოგვერევიან… ის რაც ღვთისგან დაიგეგმა და წინასწარმეტყველებით გვეუწყა, ყოველივე აღსრულდება. ოღონდ დიდი შრომაა საჭირო ეს შრომა ქართველებისგან უდიდეს ძალისხმევას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. არც სხვათა მიბაძვით და არც სხვების იმედად არაფერი გამოვა. ძნელია ქართველობა, მაგრამ აუცილებელი.” – მამა გიორგი ბასილაძე

  11. lana says:

    ძალიან კარგი გიორგი ,მაგრამ იმაზე რას იტყვი მამა გიორგის მთავარ სწავლებას ,რომ უარყოფ პირად საუბრებში და წმინდანთა სიდიდე სიმცირეს საზღვრავ? ხოლო თუ მამა გიორგი წმ.ენუქია მაშ რად ირღვევა უმთავრესი ,რომ ენუქი და ელია ერთად შეებრძოლებიან ანტიქრისტეს? ნუ ატრიალებთ ამ წმინდა მამის სიტყვებს თქვენი სარგებელის მორგებით! და მისი სახელით ნუ ცდილობთ ხალხის დაბნევას ამას არ გაპატიებთ ბაბუ!

Leave a reply to Giorgi Lazi Cancel reply