მამა გიორგი ბასილაძის სწავლებათა თაობაზე (პასუხად არქიმანდრიტ იერომიელ ფილიშვილს) ნაწილი I

c0987ac2569c„არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ დაბადებულან ზემოდან და ჯერ არ შეუცვნიათ საკუთარი თავი, არათუ ღმერთი; რომლებიც ასაღებენ თავს სხვათა მამებად და მასწავლებლებად და ყველა საშუალებით ცდილობენ მიიზიდონ თავისკენ წუთისოფლის უარმყოფელნი და სულიერი მამის მძებნელნი; და თუ შენიშნავენ, რომ აქებენ რომელიმე ჭეშმარიტად სულიერ მამას, ეს საწყალობლები მაშინვე იჩქარიან სახელი გაუტეხონ მას, აცდუნონ ახალბედას სული და ხელი შეუშალონ მასთან მისვლაში…“

                                                                        წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
(Слова Преподобного Симеона Нового Богослова, т. II, М., 2006, გვ. 526.)

                                                        შ  ე  ს ა  ვ  ა ლ ი

                                       ,,ქვეყნად არ არსებობს სიმართლის მომრევი ძალა“.

                                                                                    მამა გიორგი (ბასილაძე)

საერო და სასულიერო პირთა ნაწილს ჯერ კიდევ ჯიუტად არ სურს მამა გიორგი ბასილაძის სულიერ შესაძლებლობათა აღიარება.  ზოგიერთი მათგანი ინტერნეტ-ფორუმებზე ანთხევს გესლს, ნაწილი კი უკვე თავისი ,,ნააზრევის“ ბროშურებად გამოცემას შეუდგა. ამჯერად განვიხილავთ არქიმანდრიტ იერომიელ ფილიშვილის ბროშურას: ,,ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხვალთ“ (თანამედროვე ცრუსწავლებათა სამხილებლად).

არ არის გამორიცხული, რომ ეს ,,ბროშურა“ კოლექტიური შემოქმედების შედეგი იყოს და არქიმანდრიტის სახელი მხოლოდ ლეღვის ფოთოლივით აიფარა რომელიმე ჯგუფმა. მითუმეტეს, რომ ინტერნეტსივრცეში ,,ნაშრომი“ მოძველბიჭო შეფერილობის ჯგუფის ,,Братя монахи’’-ს სახელით გავრცელდა. თუმცა ისიც სავსებით შესაძლებელია, ბროშურა მხოლოდ არქიმანდრიტის ,,გონების ნაყოფი“ იყოს. 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არქიმანდრიტი იერომიელი მამა გიორგის პირადად არც იცნობს. პირადად არ ვიცნობთ მამაოს არც ჩვენ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, ვიგრძნოთ ის სულით. ყველა გონიერი მოძღვარი, სანამ მამა გიორგის სწავლებათა განხილვას გადაწყვეტდა, უპირველეს ყოვლისა, გაიცნობდა თავად მას. წმინდა მამები სანამ ერესიარქებს საჯაროდ ამხელდნენ, მანამდე პირადად ეკონტაქტებოდნენ მათ, რათა ცხადად გაცნობოდნენ მათ პოზიციას და ძალზე დელიკატურად შეაგონებდნენ დაეტევებინათ ცთომილება. მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ერეტიკოსები არ მოინანიებდნენ, იწყებდნენ მათ საჯარო მხილებას. ასე მოიქცნენ წმინდა მამები არიოზთან მიმართებაში. მსგავსადვე მოიქცა წმინდა გრიგოლ პალამა ბარლაამთან პოლემიკის დროს. ასე, რომ მამა იერომიელი, უპირველეს ყოვლისა, პირადად უნდა დაკავშირებოდა მამა გიორგის, ცხადად გაერკვია მის სწავლებათა არსი და შემდეგ, თუ მამაო არ `მოინანიებდა~ ,,ერეტიკოსობას~, საჯაროდ ,,ემხილებინა~ იგი. არქიმანდრიტი კი სრულიადაც არ დაინტერესდა მამა გიორგის პიროვნებით და მომენტალურად თავდასხმაზე გადავიდა. აქედან ჩანს, რომ მას საერთოდ არ აღელვებდა ის, რომ სრული წარმოდგენა შექმნოდა მამა გიორგის სწავლებებზე, არამედ ამოძრავებდა წინასწარ განზრახული ბოროტი მიზანი ჩირქი მოეცხო მამა გიორგის სახელისათვის.

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას იმ მეთოდებზე, რომლებსაც არქიმანდრიტი ფილიშვილი მიმართავს პოლემიკის დროს: მკითხველზე ზემოქმედების მოსახდენად იგი ხშირად იყენებს ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ტერმინებს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. ამ ტექნიკური ფანდის მიზანია, რომ დაარწმუნოს მკითხველი საკუთარ განსწავლულობაში და კომპეტენტურობაში. თუმცა, როგორც შემდეგში ვნახავთ, არავითარი ფუნდამენტური ცოდნა არქიმანდრიტს ღვთისმეტყველებაში არ გააჩნია და მისი თეოლოგიური ერუდიციაც მხოლოდ ბროშურებითა და ინტერნეტში მოძიებული მასალებით ამოიწურება.
არქიმანდრიტის მეორე და ერთ-ერთი მთავარი პოლემიკური მეთოდია მოწინააღმდეგის შეხედულებათა მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია. მამა იერომიელი ისე წარმოგვიდგენს საქმეს, როგორც მას აწყობს და ხშირად იმას მიაწერს მამა გიორგის, რაც მას არასოდეს უთქვამს. არცთუ იშვიათად კი პიტალო ცილისწამებასთან გვაქვს საქმე, როდესაც არქიმანდრიტი ყოველგვარი საფუძვლისა და არგუმენტაციის გარეშე გვევლინება ბრალმდებლად.
მთლიანობაში კი, ეს „ნაშრომი“ შეიძლება შეფასდეს როგორც მზაკვრული, თუმცა ყოვლად უსუსური ცდა მამა გიორგის სახელის უპატიო-ყოფისა.

                                                          I. ,,გაღწევა“

,,წმინდანს გაღწეული აქვს ღმერთამდე და ცოდნა ღვთისგან აქვს!~(გვ.119). ეს წინადადება რაღაც ფინიშის ხაზის გადაკვეთას გაგონებს“ – წერს არქიმანდრიტი. სხვაგან კი დასძენს: ,,მამა გიორგისეული ,,გაღწევა“ ეკლესიურ ენაზე ღმერთშემოსილობას ნიშნავს; უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, მამაოს თეოზისის, განღმრთობის საწინააღმდეგოდ შემოაქვს ტერმინი – ,,გაღწევა~(გვ.15).
ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ბინძური ცილისწამება გახლავთ. ჯერ ერთი, საიდან დაასკვნის არქიმანდრიტი, რომ ,,გაღწევა“ თეოსოფიური „ტერმინია.“ თუ ეს სიმართლეა, მაშინ დაიმოწმოს თეოსოფიური ტექსტები, მაგრამ ეს მას არ შეუძლია. მეორეც, მამა გიორგის ეს სიტყვა განღმრთობის საწინააღმდეგოდ კი არ შემოაქვს, არამედ იყენებს მის სინონიმად. ტერმინი ,,განღმრთობაც“ მრავალგზის გვხვდება მამა გიორგის საუბრებში(1) . მესამეც, ეს ტერმინი მამაოს კი არ ,,შემოაქვს“, არამედ იმთავითვე დასტურდება საღვთისმეტყველო ტექსტებში. მაგ., ვლ. ლოსკი წერს: ,,ისეთი ღვთისმეტყველები, როგორიც არიან გრიგოლ ნოსელი და ფსევდო-დიონისე არეოპაგელი (ნაშრომში ,,მისტიკური ღვთისმეტყველება“), აპოფატიზმში ხედავენ არა თვით გამოცხადებას, არამედ მხოლოდ მის ადგილსამყოფელს (სათავსს): ასე მიდიან ისინი დაფარული ღმერთის პიროვნულ ყოფნამდე. უარყოფის გზა მათთან არ ერწყმის სუბიექტისა და ობიექტის შთანმთქმელ სიცარიელეს; ადამიანის პიროვნება კი არ ქრება, არამედ აღწევს ღმერთთან პირისპირ წარდგომას.“(2)
შემდეგ არქიმანდრიტი განაგრძობს: ,,გაღწევა“ გარეგნულადაც და შინაარსობრივადაც უკიდურესად კადნიერი ტერმინია“(გვ. 20). თუ ,,გაღწევა“ კადნიერი ტერმინია, თქვენი ლოგიკით, ,,განღმრთობა~ და ,,ღმერთშემოსილება~ ზე-კადნიერი ტერმინები გამოდის. ,,გაღწევა“ თუ აღნიშნავს, რომ ღმერთამდე ვაღწევთ, ,,განღმრთობა“ თავად ღმერთად გახდომას გულისხმობს.

,,ღმერთი ყველგანმყოფია და არავის უქმნის დაბრკოლებებს მასთან მისაღწევად“. – გვმოძღვრავს მამა იერომიელი. მერე, სად წაიკითხეთ მამა გიორგის წიგნში, რომ ღმერთი გვიქმნის დაბრკოლებებს? დაბრკოლებებს ეშმაკი გვიქმნის უფლის დაშვებით.
,,გაღწევის მითის წინააღმდეგ დავიმოწმებთ თვით უფლის სიტყვებს: ,,არავინ ასულა ცაში გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია. შემდეგ, პავლე მოციქული გვიდასტურებს: ღმერთი ,,მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს და არც ძალუძს მისი ხილვა~(1ტიმ. 6,16). – წერს არქიმანდრიტი. პავლე მოციქულის ამ სიტყვების მცდარად ინტერპრეტატორებს (მათ შორის მამა იერომიელს) წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყვლი მიმართავს: ,,თუ რამდენად ძალუძთ ადამიანებს იხილონ უფალი ამის შესახებ თავად იესო ქრისტეს მოვუსმინოთ: ,,ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (მათ. 5, 8). ამაზე რაღას იტყოდი?“(3) – გეკითხებათ წმიდა მამა თქვენ და თქვენს მსგავსად მოაზროვნეებს.

არქიმანდრიტი არ ჩერდება და კიდევ უფრო შორს მიდის, რის გამოც ბოლოს ორმოში ამოყოფს თავს: ,,გაღწევა“ – რას უნდა ნიშნავდეს იგი? თეოსოფიური სწავლებით, ადამიანი როგორც ქმნილება, რამოდენიმე სხეულისაგან შედგება. ესენია: მიწიერი, ანუ მატერიალური, მშვინვიერი, მენტალური, ასტრალური და სულიერი. ადამიანის არსი არის მისი სული, ხოლო დანარჩენი სხეულები მხოლოდ მისი დროებითი გარსია, რომელნიც მოსავენ და ხშირად ბოჭავენ კიდეც მის სულს. ..,,ნამდვილმა“ თავისი ძალისხმევით, შიმშილით, ,,ტანჯვით~, და ა. შ. სპეცმეთოდებით უნდა გააღწიოს, ანუ თავი დააღწიოს ზემოთ ჩამოთვლილი შემბოჭველი გარსების ტყვეობას“(გვ. 16). აი, ასეთ ,,ლამაზ“ განმარტებას გვთავაზობს არქიმანდრიტი, მაგრამ აქ ერთი ,,პატარა“პრობლემაა.

საქმე იმაშია, რომ მამა გიორგის წიგნებში არაფერი წერია არც მატერიალურ-მენტალურ-მშვინვიერ სხეულებზე, არც ,,სპეცმეთოდებზე“ და არც ,,შემბოჭველი გარსების“ თავის დაღწევაზე. ეს ყველაფერი თვითონ არქიმანდრიტის მონაჭორი გახლავთ! იგი იმას მიაწერს მამა გიორგის, რაც მას არასოდეს უთქვამს. თუ პატივცემული არქიმანდრიტი კეთილს არ ინებებს და არ მიუთითებს მამა გიორგის წიგნში იმ ადგილზე, სადაც საუბარია ადამიანში მენტალური, მშვინვიერი და მიწიერი სხეულების არსებობაზე, შემბოჭველი გარსების თავის დაღწევაზე და ა.შ., ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ვუწოდოთ არქიმანდრიტს ცრუ და ცილისმწამებელი!

მაგრამ არ გეგონოთ, თითქოს ეს ყველაფერი არქიმანდრიტმა თვითონ მოიგონა. აქ პლაგიატთან გვაქვს საქმე. მამა იერომიელმა თავიდანვე მიზნად დაისახა მამა გიორგისათვის მიეწერა თეოსოფოსობა. რა თქმა უნდა, არქიმანდრიტს თვალითაც არ ჩაუხედავს თეოსოფოსთა თხხულებებში, მხოლოდ ყურმოკვრით იცის მათ შესახებ. ამიტომაც, ეძება წყაროები და მიაგნო კიდეც: არქიმანდრიტი რაფაელ კარელინის ,,თეოსოფიის შესახებ“ – წიგნში ,,მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი, I, თბ., 2009, გვ. 251-276.A

მამა რაფაელი წერს: ,,თეოსოფებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი რამოდენიმე სხეულისაგან შედგება: მატერიალური, ასტრალური (მშვინვიერი), მენტალური და სულიერი სხეულებისაგან. ადამიანის არსი, ანუ თვითონ ადამიანი, არის მისი სული, ხოლო დანარჩენი სხეულები მხოლოდ დროებითი გარსია, ნაჭუჭები, რომლებისც ატამანს ფარავენ.“(4)
მამა იერომიელი კი მცირედი ,,შელამაზებით“ გადმოწერს: ,,თეოსოფიური სწავლებით, ადამიანი როგორც ქმნილება, რამოდენიმე სხეულისაგან შედგება. ესენია: მიწიერი, ანუ მატერიალური, მშვინვიერი, მენტალური, ასტრალური და სულიერი. ადამიანის არსი არის მისი სული, ხოლო დანარჩენი სხეულები მხოლოდ მისი დროებითი გარსია, რომელნიც მოსავენ და ხშირად ბოჭავენ კიდეც მის სულს“(გვ. 15).

ამის შემდეგ კი არქიმანდრიტი უკვე თავის ფანტაზიას აძლევს გასაქანს და დიდი ,,იაღლიშიც“ მოსდის: ..,,ნამდვილმა“ თავისი ძალისხმევით, შიმშილით, ,,ტანჯვით~, და ა. შ. სპეცმეთოდებით უნდა გააღწიოს, ანუ თავი დააღწიოს ზემოთ ჩამოთვლილი შემბოჭველი გარსების ტყვეობას“ – წერს იგი. ყურადღებით რომ გაცნობოდა არქიმანდრიტი რაფაელის წიგნს, მამა იერომიელი წაიკითხავდა: ,,თეოსოფია მისტიკურ ჭვრეტაზე და ოკულტიზმზე დაყრდნობით გვერდს უვლის ასკეტიკას, როგორც ვნებებთან ბრძოლას“(5). მართლაც, თეოსოფთათვის უცხოა ყოველგვარი ასკეტური მოღვაწეობა, მარხვა, შიმშილობა, მათ ადგილს ოკულტური მისტერიები იკავებს. ასე რომ, შიმშილობის თეოსოფიურ მეთოდად გამოცხადება, როგორც ამას არქიმანდრიტი აკეთებს, მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. მაგრამ ვინაიდან მას აწყობს, რომ შიმშილობა თეოსოფიური მეთოდი იყოს, შეცდომაში შეჰყავს გამოუცდელი ადამიანები.
როგორც ვხედავთ, არქიმანდრიტმა ერთი აბზაცი მამა რაფაელისგან გადმოწერა, ერთიც საკუთარი ფანტაზიით შეთხზა და შემდეგ ,,მიუსადაგა“ მამა გიორგის სწავლებებს, მაგრამ აშკარად შეეშალა ნახტომი.

მამა იერომიელმა ისიც ამოიკითხა, რომ „თეოსოფოსები უარყოფენ პიროვნულ ღმერთს(6) . შემდეგ კი მორიგი ცილისწამებაც გამოაცხო: ,,მამაოსათვის, ისევე როგორც თეოსოფთათვის, უცხოა პიროვნული ღმერთის ცნობა“(გვ. 16). რა თქმა უნდა, აქაც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, საქმე გვაქვს ფუყე განცხადებასთან, რომელიც წარმოდგენილია ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. მამა იერომიელს არ მოჰყავს მამა გიორგის არც ერთი სიტყვა, რომელიც შეიძლება, საფუძველს გვაძლევდეს მსგავსი ვარაუდისა. ჩვენი მხრივ ვუპასუხებთ, რომ მამა გიორგი ყოველთვის პიროვნულ ღმერთზე საუბრობს, რომელიც პიროვნულ ურთიერთობაში შედის ადამიანთან. ნახეთ რას აცხადებს მამაო: ,,ღმერთს შეუძლია, კი არ გთხოვოს, არამედ მოგთხოვოს. ღმერთი პიროვნულია, ბიძია.“(7) როგორი მგზნებარე ცილისმწამებელი უნდა იყო, რომ ამის შემდეგ დაწერო, თითქოს მამა გიორგისთვის უცხოა პიროვნული ღმერთის ცნობა.
არქიმანდრიტი მთელი ძალისხმევით ცდილობს მამა გიორგის ,,გამოჭერას“თეოსოფოსობაში, მაგრამ ეს არ გამოსდის. თუ კიდევ ვინმე ფიქრობს, რომ მამა გიორგი თეოსოფოსია, შევახსენებთ, რომ:
 თეოსოფოსები უარყოფენ ასკეტიკას და ინტელექტუალური, მშვინვიერი მეცადინეობით მიელტვიან ჭეშმარიტების წვდომას. მამა გიორგის სწავლებით კი, სულიერი ცოდნის მოპოვების ერთადერთი გზა არის სულიერი შრომა, ასკეტიზმი. ,,უწიგნურ ბერებსაც მიუღიათ განღმრთობა, ღმერთშემოსილება~(მამა გიორგი).
 თეოსოფოსები უარყოფენ სამების დოგმატს, იესო ქრისტეს ღმრთაებრიობას. მამა გიორგი კი გვესაუბრება წმიდა სამებაზე და უფალ იესო ქრისტეზე, როგორც ჭეშმარიტ ღმერთზე.
 თეოსოფოსთა სწავლებისათვის დამახასიათებელია დუალიზმი. ისინი, ფაქტობრივად არ ასხვავებენ სიკეთეს და ბოროტებას, უარყოფენ დემონურ სულთა არსებობას (დემონებად ისინი მოიხსებიებენ იმ სულებს, რომელნიც შემეცნების დაბალ საფეხურზე იმყოფებიან), მამა გიორგი კი, რა თქმა უნდა, მკვეთრად მიჯნავს სიკეთეს ბოროტებისგან და გამუდმებით გვესაუბრება იმის შესახებ, რომ არ უნდა გავატაროთ ბოროტის ნება და წინ აღვუდგეთ მას.
 თეოსოფოსები უარყოფენ პიროვნულ ღმერთს, მამა გიორგი კი ყოველთვის პიროვნულ ღმერთზე გვესაუბრება.
 თეოსოფოსები თვლიან, რომ არც ერთი რელიგია არ დგას მაღლა მეორეზე, ყველა რელიგია თანასწორია და ქადაგებენ ყველა რელიგიის ერთიანობას. მამა გიორგის თქმით კი, ,,მართლმადიდებლობა – ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი ცხოვრების წესი. ეს არის სიცოცხლე ღმერთში. ღმერთთან ურთიერთობის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა.“(8) და ა. შ. და ა. შ. შეიძლება, გავაგრძელოთ დაუსრულებლად.
უნდა ითქვს ისიც, რომ, თეოსოფოსებსაც ჰქონდათ გარკვეული სულიერი ცოდნა, მაგრამ აქ მთავარი ის არის, თუ ვისგან მიიღეს ეს ცოდნა მათ. ბოროტ სულებსაც დიდი სულიერი ცოდნა გააჩნიათ, მაგრამ ადამიანებს მას იმგვარი შერყვნილი სახით აწვდიან, რომ ვერავინ შეძლოს მისგან რაიმე სარგებლობის მიღება.
არქიმანდრიტი ქილიკობს, აგრეთვე, სიტყვა “ნამდვილზე“. ,,ნამდვილი _ ჭეშმარიტი, გინა უცილო“ _ განმარტავს სულხან-საბა. ასე რომ, ნამდვილი ადამიანი – არის ჭეშმარიტი ადამიანი, ანუ ის, ვინც ღირსეულად ატარებს ღვთის ხატებას და მსგავსებას.

                                      II. სხვადასხვა სახის ცილისწამებანი

არქიმანდრიტი არ ცხრება და ახალ ბრალდებებს უყენებს მამა გიორგის: ,,როდესაც იგი ამბობს ,,თავიდან ღმერთი სალოსობას მთხოვდაო“, ნუთუ არ დაფიქრებულა, რაოდენ შეუფერებელია ასეთი გამოთქმა საღვთო დიდებულებისათვის“(გვ. 39). ამ სიტყვების თაობაზე უნდა ითქვას შემდეგი: მამა გიორგის შესახებ გამოცემული წიგნები დაწერილია სასაუბრო ენით, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს ბუნებრიობა. სასაუბრო ენაში კი როდესაც ვამბობთ ,,მთხოვდა“, ხშირ შემთხვევში, ვგულისხმობთ ,,მოითხოვდა“-ს. მაგ., როცა ვამბობთ: ,,მევალე ვალს მთხოვდაო,“ ვგულისხმობთ, რომ იგი მოითხოვდა ვალის დაბრუნებას. მამა გიორგის ამ სიტყვებშიც ეს აზრია ჩადებული: ,,ღმერთი სალოსობას მთხოვდა~ – ანუ სალოსობას მოითხოვდაო ჩემგან. ასე გაიაზრებდა მამაოს სიტყვებს ჩვეულებრივი მკითხველი, მაგრამ ,,ჩასაფრებულმა“ კაცმა სრულიად სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცა მას.

არქიმანდრიტი კი განაგრძობს: ,,მამა გიორგი ბასილაძის ფილოსოფია მარტივია: თუ ჩვენ ვერ ავმაღლდებით ღმერთამდე, ღმერთს ჩამოვიყვანთ ჩვენამდე“(გვ. 39). ცილისმწამებლობის და უზნეობის მწვერვალად ითვლება შემთხვევა, როდესაც ადამიანს იმას აბრალებენ, რის წინააღმდეგაც ის მთელი ძალისხმევით იბრძვის. ზუსტად ასე იქცევა მამა იერომიელიც. სწორედ იმ ადამიანს, რომელიც გაიძახოდა: ,,ჩემამდე ვერ დადისო~ მამა გიორგიმ უპასუხა: ,,ვინ ხარ შენ ადამიანო და შენამდე რა უნდა დავიდეს?!.. ღმერთი ცოდვილებს კი არა, წმიდანებსაც იმდენად ეხსნება, რამდენადაც მას სურს(9).
თავის სასარგებლოდ აყალბებს არქიმანდრიტი მამა გიორგის ამ სიტყვებსაც: ,,წმიდა ბერს შეუძლია მის სულიერ მოწაფეზე ილაპარაკოს სხვებთან „ათასი რამ“. მაგრამ ერთი იცოდეთ – მას სულ სხვა საუბარი აქვს პირადად თავის მოწაფესთან. სულიერი მოწაფისათვის სავალდებულოა არა ის, თუ რას ამბობს მისი მოძღვარი მასზე სხვებთან, არამედ ის თუ რას ეუბნება მას საიდუმლოდ.~ მამა იერომიელი კი ,,ლამაზად“ განგვიმარტავს: ,,ე. ი. დასვნა: ,,ნამდვილი აქ ფორმით ქრისტიანულია, შინაარსით წარმართულ-გნოსტიკურ-იუდაურ-თეოსოფიური. ნუთუ მოციქულებიც ასე იქცეოდნენ მოწაფეებთან და ხალხთან მიმართებაში? გამოდის, რომ ისინი ორ პარალელურ ეკლესიას აარსებდნენ: ეზოთერულს და ეგზოთერულს, ანუ ეკლესიას ორმაგი სტანდარტებით: გარეგნულს, საყოველთაოს და შინაგანს, მხოლოდ განდობილთათვის ცნობილს. ნუ იყოფინ!“(გვ.13) – შესძახებს არქიმანდრიტი. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, თუ როგორ უნდა უჭირდეს ადამიანს, რომ მამა გიორგის სიტყვებიდან მსგავსი ზეაბსურდული, ბუნდოვანი და დაულაგებელი დასკვნა გამოიტანოს.

უპირველეს ყოვლისა, არქიმანდრიტი ყოვლად გაუმართლებლად იქცევა, როდესაც განაზოგადებს მამა გიორგის იმ სიტყვებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაზეა ნათქვამი. მამა გიორგი აქ საუბრობს ბერისა და მისი სულიერი მემკვიდრის და არა ზოგადად მოძღვრისა და მისი სულიერი შვილების, აღმსარებლების დამოკიდებულებაზე.(10)
მეორეც, მამა იერომიელი კვლავ იყენებს თეოსოფიურ ტერმინებს: ,,ეზოთერულსა“ და ,,ეგზოთერულს“, რათა როგორმე დაგვაჯეროს მამა გიორგის თეოსოფოსობაში, თუმცა მამა გიორგი არც განდობილებზე საუბრობს, არც ორ პარალელურ ეკლესიაზე და არც ეზოთერიზმზე, ამაზე ისევ და ისევ არქიმანდრიტი ფუჭმეტყველებს.
შემდეგ ბრალმდებელი იმასაც ამბობს, რომ მამა გიორგის სწავლებებში ,,სრულიად დარღვეულია ღირებულებათა იერარქია (როგორც პატრიარქი ბრძანებს, ღირებულებათა იერარქიაა დაღმავალი ხაზით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი) (გვ.14). ესეც, რა თქმა უნდა, მგზნებარე ცილისწამებაა. პირიქით, მამა გიორგი სწორედ ამ ღირებულებათა დაცვისაკენ მოგვიწოდებს და მისი სწავლებანი სრულად ეთანხმება პატრიარქისას. ასე ჰაიჰარად მოფიქრებული ბრალდებანი არგუმენტებს საჭიროებს, მაგრამ სად იპოვნის ამგვარ არგუმენტებს არქიმანდრიტი, როცა ისინი არ არსებობს? დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევს, რომ მამა იერომიელი ბოროტად მანიპულირებს პატრიარქის სახელით და ცდილობს დაუპირისპიროს პატრიარქი მამა გიორგის, თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი გამოსდის. ასეთ საქციელს მხოლოდ უზნეო ადამიანი თუ იკადრებს.

თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს არქიმანდრიტი მამა გიორგის შემდეგ სიტყვებსაც: ,,ცოდვა მატერიაა, ის არ ქრებაა. ის უარყოფითი, ბოროტი ენერგიაა და მისი განეიტრალება მხოლოდ ცოდვის გამოტირებით, ტანჯვით და ტკივილით არის შესაძლებელი.“ ,,არ გეგონოს, მკითხველო ეს, ერთი შეხედვით, უბრალოდ ნათქვამი, უმტკივნელო ფაქტი… აქ შემოქმედის გმობა იმალება. ყოველი მატერია ხომ ღვთის ქმნილებაა“(გვ. 29). ღვთის ქმნილებანი არიან ბოროტი სულებიც, რომლებიც მატერიის შემადგენელი ნაწილები არიან, ხომ გვეთანხმებით მამაო? ამ თქვენი ლოგიკით დუალიზმამდე მივდივართ. მამა გიორგი გარკვევით ამბობს, რომ ,,ცოდვა უარყოფითი, ბოროტი ენერგიაა.“ ეს სიტყვები იმას გულისხმობს, რომ ცოდვის ჩადენის დროს წარმოიქმნება უარყოფითი ენერგია, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სულზე. სწორედ ამიტომაა, რომ ცოდვილ ადამიანებს ხშირად აწუხებთ დეპრესია, სასოწარკვეთა. ამ ბოროტი ენერგიისგან გათავისუფლება კი წრფელი სინანულითა და ღვაწლით არის შესაძლებელი.

არქიმანდრიტის წერის მანერისათვის დამახასიათებელია ქაოტურობა, არათანმიმდევრულობა. მაგ., ერთგან იგი წერს: ,,მწვალებელი ევაგრეს სწავლება ამხილა სიმეონ სალოსმა სალოსურად და გადაარჩინა ეკლესია და მრავალი ქრისტიანი სულიერი დაღუპვისაგან“(გვ. 11). სხვა შემთხვევაში კი იმავე მწვალებელ ევაგრეს დიდი რიხით იმოწმებს: ,,ევაგრეს მიხედვით, ,,ის რაც ბოროტია, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, სუბსტანცია არ არის, არამედ სიკეთის არმყოფობაა, ისევე, როგორც სიბნელე არაფერია თუ არა სინათლის არმყოფობა“(გვ. 30). მაშ, რაშია საქმე? საქმე იმაში გახლავთ, რომ აქაც პლაგიატს აქვს ადგილი. ეს ციტატა ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე გადმოწერილია მიტროპოლიტი კალისტე უეარის წიგნიდან ,,მართლმადიდებლობის გზა“, სადაც ავტორი წერს: ,,ევაგრეს მიხედვით, ,,ის რაც ბოროტია, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, სუბსტანცია არ არის, არამედ სიკეთის არმყოფობაა, ისევე, როგორც სიბნელე არაფერია თუ არა სინათლის არმყოფობა(11). არქიმანდრიტ იერომიელს კი სიტყვასიტყვით გადმოაქვს მისი ფრაზა. მიტროპოლიტ კალისტეს სტილისათვის დამახასიათებელია ორიგენეს, ევაგრეს, აგრეთვე სხვა არამართლმადიდებელ ავტორთა დამოწმება. მამა იერომიელს კი, არა აქვს რა ნათელი წარმოდგენა ევაგრე პონტოელის პიროვნებისა და მოძღვრების შესახებ, მიტროპოლიტ კალისტე უეარის წამხედურობით იმოწმებს მას დიდი რიხით, ვითარცა შეუვალ ავტორიტეტს.

უფრო მეტიც, არქიმანდრიტი ერთმანეთში ურევს ევაგრესა და ორიგენეს. იგი წერს, რომ ,,ევაგრეს სწავლება ამხილა სვიმეონ სალოსმა სალოსურად“. სინამდვილეში, წმ. სვიმეონმა ამხილა არა ევაგრეს, არამედ ორიგენეს მოძღვრება და ამ საქციელით მთელი ეკლესია კი არ გადაარჩინა ერესისაგან, როგორც ამას არქიმანდრიტი ამტკიცებს (ორიგენეს სწავლებანი უკვე დაგმობილი იყო წმ. სვიმეონის მოღვაწეობის ჟამს), არამედ ორი ქრისტიანი, რომელთაც ვერ გაერკვიათ, რატომ ჩავარდა ცდომილებაში ორიგენე. (12)

ასეთი ,,თეოლოგიური ერუდიციის“ მქონე არქიმანდრიტს კი უნდა ჰქონდეს იმდენი თავმდაბლობა, რომ არ გაბედოს მამა გიორგის შესახებ საუბარი. მაგრამ მამა იერომიელს ეს არ ადარდებს და რაც კი სადმე ყურმოკვრით გაუგონია დიდი თავდაჯერებულობით ურთავს მას თავის ბროშურაში.

არქიმანდრიტის ქილიკის საგანია მამა გიორგის შემდეგი სიტყვები: ,,როდესაც მონაზონი ან მორწმუნე დიაკვნის ხარისხში აჰყავთ, მაშინ მას ღვთისაგან ეხსნება სულიერი შესაძლებლობების 30%. მოკლედ გეტყვით რა შედის ამაში: ნამდვილი დიაკონი – არჩევს სულებს, ხედავს ჰაერში ბოროტ სულებს, კითხულობს ადამიანის აზრებს და ტელეპატიურ დონეზე შეიძლება ისაუბროს ნამდვილ მღვდელთან.“
,,მერმე და სად გაგონილა სულიწმიდის მადლი პროცენტებით გაიცემოდეს; ნუ იყოფინ!“(გვ.32) – გამარჯვებული ტონით შესძახებს არქიმანდრიტი.

მაგრამ მან აქაც გააყალბა მამა გიორგის სიტყვები. მამაო სულიწმიდის მადლის 30%-ზე კი არ საუბრობს, არამედ სულიერი შესაძლებლობების 30%-ზე. ეს სხვადასხვა ცნებებია. სულიერი შესაძლებლობებია: აზრების კითხვა, გულის ხედვა, ადამიანის წარსულის ცოდნა, სულიერი და ხორციელი კურნების ნიჭი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამგვარ ნიჭთა ამოწურვადი რაოდენობა არსებობს. სწორედ ამ შესაძლებლობების 30% იგულისხმა მამა გიორგიმ, არქიმანდრიტმა კი მზაკვრულად გააყალბა ეს ციტატა. ამ საკითხზე მოქილიკე არქიმანდრიტს მისსავე სიტყვებს შევახსენებთ: ,,ღმერთი… მოქმედებს, როგორც აბსოლუტურად თავისუფალი და არაპროგნოზირებადი პიროვნება“(გვ. 22). ახლა, მე გეკითხებით, რამდენად გამართლებულია ღმერთი მოიხსენიო „არაპროგნოზირებად პიროვნებად“, სიტყვებით, რომლებითაც შოუ-ბიზნესის სკანდალურ და მსუბუქი ყოფაქცევის წარმომადგენლებს ახასიათებენ ხოლმე? შეიძლება შეგვედავოთ, რომ ამ სიტყვებით თქვენ ღვთის ქმედებათა ამოუხსნელობის, მიუწვდომლობის ხაზგასმა გსურდათ, მაგრამ ერთია რა გინდოდათ, მეორეა – რა გამოგივიდათ.

არქიმანდრიტი მწვალებლობად თვლის მამა გიორგის სიტყვებს, რომ ,,ნაყოფში ჩამოსულ სულს უკვე აქვს ზეციური სამშობლო და მახსოვრობა“ და მოაქვს ციტატები ეკლესიის მამათა თხზულებებიდან, სადაც აღნიშნულია, რომ სული და ხორცი ერთად იქმნება. მაგრამ მამა გიორგის სიტყვები სრულიადაც არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას. მამა გაბრიელიც ხომ ბრძანებდა: „სული და ხორცი ერთად იქმნება, ჩასახვისთანავე. ბავშვი როცა ჩაისახება, დასაწყისში სამშვინველით ცოცხლობს, ხოლო შემდეგ უფალი დედის საშოშივე აძლევს სულიწმიდის მადლს, გონიერ სულს… გამზადებული სული ჭურჭელში ჩადის ჩასახვიდან ასე _ მეოთხე თვეს.“ (13) ე. ი. სულიდ და ხორცი ერთად იქმნება, მაგრამ სული ჩადის სხეულში რამდენიმე თვის შემდეგ, ამიტომაც აქვს მას ზეციური მახსოვრობა.

მამა იერომიელი მამა გაბრიელის შესახებ წერს: „არის დიდი მცდელობა, რომ იგი „ნამდვილად“ წარმოაჩინონ და ბერი ნიკოლოზი კი მის მოწაფედ. თუმცა კი საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მამა გაბრიელს მოწაფე არ ჰყოლია“(გვ. 37). რადგანაც თქვენ იტყვით, მამაო! უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ მალხაზ ჯინორიას იმის გამო, რომ მან გამოაქვეყნა მასალები, სასულიერო და საერო პირთა მოგონებები, სადაც ეჭვმიუტანლად არის ცხადყოფილი, რომ მამა გაბრიელის ერთადერთი მოწაფე და სულიერი მემკვიდრე გახლავთ მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (მაქარაშვილი)! მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აწყობთ ეს ვიღაც-ვიღაცებს.

არქიმანდრიტი წერს, რომ მამა გიორგი ,,ბერობას მიზანმიმართულად იბრალებს, რათა თავის უცნაურ სწავლებებს დამაჯერებლობის სტატუსი მისცეს“(გვ. 51). ასე რომ იყოს საქმე, მამა გიორგი უმალ პატრიარქობას დაიბრალებდა ვიდრე ბერობას. ბერობა სრულიადაც არ ნიშნავს უცდომელობას. მაგრამ თქვენ უგულებელყოფთ ბერი სამსონ სივერსის სიტყვებს, რომლებიც გამოცემებში მრავალგზის არის დამოწმებული: „ბერობა არაა იერარქიული საფეხური ეკლესიაში _ იგი წმიდანობის გამორჩეული სახეობაა.“ასევე მამა გაბრიელიც ბრძანებდა: „რახან ბერობა გინდა, შენ უკვე ხარ ბერი.“(14)

არქიმანდრიტი იმასაც კი ვერ ამჩნევს, თუ როგორ მოქცეულა თავადაც მამა გიორგის გავლენის ქვეშ. მისი სიტყვები: ,,მართლმადიდებლობა რთულია, მაგრამ მაცხოვნებელი“ ხომ მამა გიორგის სიტყვების: ,,ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი“ პერიფრაზს წარმოადგენს.

საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოებაც: არქიმანდრიტი არაფერს ამბობს იმ ასობით სასწაულის შესახებ, რომლებიც დაფიქსირებულია მამა გიორგის შესახებ არსებულ გამოცემებში (ამ შემთხვევაში, ჩვენ მხედველობაში გვაქვს გარეგანი სასწაულები, თორემ რამდენი სასწაული აღუსრულებია მამაოს ადამიანის შიგნით, ეს უფალმა უწყის). ერთგან კი გაკვრით ამბობს, ეს ყოველივე `ფუყე ეგზალტაციის შედეგებიაო“, მაგრამ მზაკვრულად გაურბის მათ შესახებ მსჯელობას. თუ არქიმანდრიტი იტყვის, მამა გიორგი ეშმაკის ძალით აღასრულებს სასწაულებსო, მაშინ ეშმაკი ღვთისაკენ ყოფილა, რადგან მამაოს სასწაულების შემხედვარე უამრავმა ადამიანმა დაიწყო ეკლესიაში სიარული. ეშმაკის ძალით აღსრულებულ სასწაულებთან დაკავშირებით მოვიტანთ ერთ ამბავს პატერიკიდან:

იყო ერთი განდეგილი, რომელიც ამპარტავნებამ შეიპყრო და მწვალებლობაში ჩავარდა. ეშმაკთა დახმარებით ის მრავალ სასწაულსაც აღასრულებდა, რის გამოც ათასობით მორწმუნე აცდუნა და თავის მიმდევრებად გახადა. მაგრამ უფალმა არ დაუშვა ქრისტიანთა წარწყმედა და წმიდა მაკარის მეშვეობით ამხილა ბერი. მაკარის ლოცვით მიცვალებული აღდგა, ბერმა კი ამის გაკეთება ვერ შეძლო. ამის შემდეგ ბერმა მოინანია თავისი საქციელი.(15)
მამა გიორგიც ეშმაკის ძალით რომ აღასრულებდეს სასწაულებს, უფალი აუცილებლად ამხელდა მას წმიდანის მიერ, რადგან ათასობით ადამიანი დადის მამაოსთან. უსამართლო ყოფილა უფალი, თუ ასე ადვილად უშვებს ათასობით ქრისტიანთა წარწყმედას.

შენიშვნები:

1. იხ. თავნი და ბოლონი იტყვიან: ,,გიორგი“, გვ. 184, 185., ფეხითმოსიარულე, II, გვ. 107, 108 და სხვ.
2. ვლ. ლოსკი, დოგმატური ღვთისმეტყველება, თბ., 2007, გვ. 10.
3. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, სამოცდამესამე სიტყვა, მაია ინდუაშვილი, წმინდა მამათა საღვთისმეტყველო შრომების თარგმანები, თბ., 2004, გვ.101.
4. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), დასახ. წიგნი, გვ. 269.
5. იქვე, გვ. 267.
6. იქვე, გვ. 267.
7. ძალა და თავისუფლება, გვ. 40.
8. თავნი და ბოლონი იტყვიან: ,,გიორგი~, გვ. 166.
9. ძალა და თავისუფლება, გვ. 41.
10.იხ. თავნი და ბოლონი იტყვიან: ,,გიორგი~, გვ. 148-149.
11. მიტროპოლიტი კალისტე უეარი, მართლმადიდებლობის გზა, თბ., 2008, გვ. 48.
12. იხ. Жизнь и деяния аввы Симеона, юродивого Христа ради.., Жития византийских святых. – СПб., 1995, გვ. 162-164.
13. თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა, ცხოვრება, სწავლანი და მოგონებანი ბერი გაბრიელისა, თბ., 2009, გვ. 146.
14.თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა, ცხოვრება, სწავლანი და მოგონებანი ბერი გაბრიელისა, თბ., 2009, გვ. 307.
15. პატერიკი, სწავლანი და ღუაწლნი წმიდათა მამათანი, თბ., 2004, გვ. 209-212.

Advertisements
This entry was posted in რელიგიური პუბლიცისტიკა and tagged , , . Bookmark the permalink.

4 Responses to მამა გიორგი ბასილაძის სწავლებათა თაობაზე (პასუხად არქიმანდრიტ იერომიელ ფილიშვილს) ნაწილი I

  1. არქიმანდრიტი იერომიელი says:
    პასუხის პასუხი ინტერნეტში გამოჩნდა პასკვილი ჩვენი ბროშურის წინააღმდეგ და თუმცა ვერაფერი ბედენა ცოდნითა და სულიერებით დაიკვეხნის მისი ანონიმი ავტორი, მაინც გადავწყვიტეთ პასუხი გაგვეცა მისთვის. ამჯერად მცირედი წერილით. ხოლო მკითხველისათვის მეტი სარგებლობის მისაღებად მე მას დებატებში ვიხმობ. შეგვიძლია მოვაწყოთ შეხვედრა, გადავიღოთ და გავავრცელოთ თქვენთვის ეგზომ საყვარელ ინტერნეტ სივრცეში, გნებავთ ტელევიზიაში და თუნდაც საუნივერსიტეტო აუდიტორიაში – “ვინ მართალია, ვინ ტყუის, ქვეყანამ დაინახოსა”. თქვენი მწვრთნელები ხომ ფარსმან – ფარუხისა და თარხანის კადნიერებით იქადნებოდნენ და საკადრისი პასუხიც მიიღეს, რადგან ღმერთი და ეკლესია შეურაცხყოფილი არ რჩება. ახლა მზად ვართ ბაყათარის კადნიერებასაც დავუყოთ პირი. არა, მე ნამდვილად არ ვადრი თავს წმ. ვახტანგ გორგასალს, არამედ, უბრალოდ, დედა ეკლესიის ჭეშმარიტი წმიდანებისა და სათნომყოფელების ღვაწლი და სწავლება არ შეიძლება ვიღაც უნიჭო და ბოღმიანი მეზღაპრეების სწავლებას შევადაროთ და მათ რანგში ავიყვანოთ. ტყუილად იმოწმებთ წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ციტატებს, ის სწორედაც რომ უადგილოა. მე ერთხელ უკვე გითხარით და კვლავაც გიმეორებთ: “ვინც არა ჰგავს კახაბერსა მას ვერ ვიტყვი კახაბერად”. რაც შეეხება ერეტიკოსებისადმი ტკბილად შემგონებლობას, მას ბევრი შემგონებელი ჰყავდა, მათ შორის ადგილობრივი მღვდელმთავარი, მეტი სილბო რაღა გინდა, აბსურდის მასწავლებელი წლების განმავლობაში სამღვდელო ხარისხში რჩებოდა და თავის საკუთარ რელიგიას თხზავდა და ავრცელებდა. ჩვენ ბროშურა გამოვეცით მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ეკლესია და მთელი სასულიერო დასი საჭიდაოდ გამოიწვია ე.წ. ჰამბურგული წესებით და ობიექტური მსაჯების გადაწყვეტილებით, რამდენადაც არ უნდა უგულებელჰყოთ, სუფთადაც წააგო. რა თქმა უნდა, არც მისი ნაწერებისა თუ მონოლოგების წაკითხვა გვსურდა, მაგრამ რაღა დაგვრჩენოდა, დიდი სულიერი ბრძოლების ფასად გვიწევდა ეს ყოველივე და დღეს, ალბათ, ჩემდაუნებურად, მისი სწავლებების საუკეთესო მცოდნედ ვითვლები და ამას შეხვედრაზეც დაგანახებთ. რაც შეეხება თეოსოფიას, იგი სინკრეტული აღმოსავლური სწავლება გახლავთ. მე საკმაო დრო მოვანდომე (ამ გადასახედიდან ჩემდა სამწუხაროდ) მის შესწავლას და კარგად ვიცნობ ბლავადსკაიას, რერიხების, რამა-კრიშნას, კრიშნა-მულტის, ვივეკანანდას, ბეზანტის, შტაინერის, სვედენბორგის, რაჯ-ნიშის და სხვათა და სხვათა ნაწერებს. ეს წიგნები დღემდე რუსთავში, ჩემი სახლის სარდაფში ყრია და დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო კიდეც. მშობლები სულ იმას მეჩიჩინებოდნენ – მაკულატურაში ფულს ნუ ყრიო და ჭეშმარიტად ასეც იყო. რაც შეეხება “გაღწევას”, ოჯახაშენებულო, ნირვანაში გაღწევაც არ გაგიგიათ? ბასილაძის სწავლებებში აშკარადაა საუბარი რეინკარნაციაზე, ანუ სულთა გადასახლებაზე. და ამას მისი განდობილი მოწაფეებიც დაადასტურებენ, თუ გულწრფელნი იქნებიან. როგორც ხედავთ, მე სრულებითაც არ ვაპირებ მოსექტანტო ელემენტებთან თავდაცვითი მდგომარეობიდან საუბარს, ნუ იყოფინ!!!.. მოეწყობა შეხვედრა, ყველას დავანახებ მისი სწავლების არანორმალურობას და უფრო მეტიც, მისგან გაუბედურებულ ოჯახსაც წარმოგიდგენთ და მის ყოფილ მიმდევარსაც, რომელიც დღემდე ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობს. იგი თვითონ მოგიყვებათ თავის მძიმე თავგადასავალს, თუ როგორ აშიმშილებდნენ და გახელილი თვალებით მზის ყურებას აიძულებდნენ. ასეთი რამ კარლოს კასტანედასთან დონ ხუანის სწავლებებში ამომიკითხავს. ეს ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ე.წ. მისტიკაა. აქვე დავძენ, თუ როგორი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა პატრიარქს ბასილაძე უბეში გამოზრდილი ასპიტის კვალობაზე და ამას სალოსობად ასაღებდა. არ გახლავთ ეს პირფერობა პატრიარქისა, მითუმეტეს დედა ეკლესიის მოწინააღმდეგეთა წინაშე, არაფერი გვჭირს თქვენთან საბოდიშო. ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრების ნაწილი დღემდე ინდოეთში, პუნა-აშრამში ცხოვრობენ. სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყო და ისინი მცდარ, დამღუპველ გზას დაადგნენ. ასე რომ მათგანაც, ასე ვთქვათ, დედანში ვიცნობ ამ სწავლებებს და იმასაც დავძენ, რომ თეოსოფიური სწავლებების (რაც არსებითად გაევროპელებული და გალაითებული ინდუიზმი და ბუდიზმია) რიგ მიმდინარეობებს საკმაო ასკეტიკაც გააჩნიათ, უკიდურესიც კი, თუ კი მათ შეიძლება ასკეზა ვუწოდოთ ჭეშმარიტი ქრისტიანული გაგებით. ესეც, როგორც ხვდებით, ასე ვთქვათ, დედნიდან ვიცი. რაც შეეხება ინტერნეტიდან ამოკრებას, ჩემდა სამწუხაროდ მხოლოდ ახლა გადავდგი პირველი ნაბიჯები ჩემი მოუცლელიბის გამო და ამ ნაბიჯებს ჯერაც ვერ გავცილებულვარ. შემდეგ, თუკი ვინმეს აზრი ამოიცანით, ეს სრულებითაც არ არის ე.წ. პლაგიატი, როგორც ჩვენი ანონიმი (თუ ანონიმისტი) “ღვთისმეტყველი” გვესიტყვება, პირიქით, ისინი ჩვენი თანამოაზრეები არიან და ზოგ მათგანთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენი ბროშურაც არ გახლავთ სადისერტაციო ნაშრომი და თუ სქოლიო არ დავურთეთ, ეს უბრალოდ ჩვენი გამომცემლობითი გამოუცდელობის გამო მოხდა. გარდა ამისა მე მწერალი არ ვარ და არც ვაპირებ მწერლობას და თუ გნებავთ იგი თარგმანადაც მიიღეთ. აქ მთავარია, რომ დედა ეკლესიის უსუსური შვილები მგლების ყბებს ავაცილოთ. ასე რომ თანამოაზრეობა და თანამზრახველობა სრულებითაც არ არის დასაძრახი, მითუმეტეს თავი ყვედრებისთვის მაქვს გადადებული და არა სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. რაც შეეხება მამა რაფაელს, მას მე პირადად მივართვი ჩემი ბროშურა და მისგან საკმაოდ კარგი შეფასებაც დავიმსახურე. თუ გნებავთ, გაგანდობთ კიდეც: “пять с плюсом”. თავი რომ დავანებოთ სოფისტიკას “მთხოვდასა და მოითხოვდას შესახებ”, რომლითაც მხოლოდ გაუთვითცნობიერებლები შეგიძლიათ აცდუნოთ, მე თქვენთან ჩასასაფრებელი არაფერი მჭირს, თქვენგან განსხვავებით მე დედა ეკლესიის ცოდვილი, მაგრამ ერთგული შვილი ვარ და არც გამიპყრია ხელი სხვა ღმერთების მიმართ. რაც შეეხება ცილისწამებას და უზნეობას, ჯერ სარკეში ჩაიხედეთ და მერე პირიც გამოირეცხეთ ანონიმო თუ ანონიმისტო. ახლა კვლავ მორიგი სისულელე. ბოროტი სულები არ არიან მატერიის შემადგენელი ნაწილები და არც კეთილი სულები არ არიან ასეთნი. ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ წმ. თეოფანე დაყუდებულის შენიშვნას წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის მიმართ. უბრალოდ, ბოროტ სულებს მატერიალიზაციის უნარი გააჩნიათ, ანუ მატერიას იყენებენ ადამიანთა საცდუნებლად, ისინი დაცემულნი, მაგრამ მაინც ანგელოზებრივი ბუნების მატარებლები არიან. ასე რომ არ გეთანხმებით ანონიმო, ნუ იყოფინ!!! ახლა ორიგენესა და ევაგრე პონტოელის შესახებ. ევაგრეს ხსენება ორიგენეს ნაცვლად სტილისტური ლაფსუსია, რამდენადაც ბროშურა ჩემი კარნახით იწერებოდა, რის გამოც შეცდომები გაიპარა. ახალ გამოცემაში ეს უთუოდ ჩასწორდება, მაგრამ ეს არც არის მთავარი. აქ კარგად მომისმინეთ, ანონიმო (თუ ანონიმისტო) – როგორც თქვენს პასკვილშია ნაჩვენები, მართლაც ორი ბერი და არა ორი კაცი, შეკამათდა ორიგენეს სწავლების შესახებ. ერთი ამბობდა, რომ ორიგენეს სიბრძნე არ იყო ღვთისაგან, ხოლო მეორე უმტკიცებდა, რომ შეუძლებელია მისი ის სწავლებები, რაც ეკლესიაშია მიღებული (და დღემდე ასეა) არ იყოს სულიწმიდისაგან. ბერებმა დატოვეს მონასტერი და ჭეშმარიტების გამოსარკვევად ღრმა უდაბნოში გავიდნენ. ეს მოკლედ, როგორც წერია. ახლა ცოტა ვრცლად რომ ვთქვათ. რაღა თქმა უნდა, ისინი მონასტრის საძმოში იმსჯელებდნენ ამაზე და უდაბნოში გასვლაზე კურთხევას იღუმენისაგან აიღებდნენ, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ დაუმალავდნენ თავის გულის ზრახვებს. ლოცვა-კურთხევის გარეშე კი ისინი მონასტრიდან არ გაიპარებოდნენ. ახლა ეკლესიის გადარჩენაზე. ეკლესიაში რიცხობრივობა არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტების გამომსახველი, თუმცა, სადაც ორი ან სამი იკრიბება ღვთის სახელით, უფალიც მათთანაა. ზოგადად, ეკლესიაში, ნაწილისა და მთელის ურთიერთობები არ იზომება რიცხვითი მახასიათებლებით. ამის მაგალითად წმ. მარკოზ ეფესელიც გამოდგება, როგორც ჭეშმარიტების თითქმის მარტო დარჩენილი დამცველი. და ამის საწინააღმდეგოდ ერესიარხი არიოზიც, რომელიც თავიდან მარტო იყო თავის ცრუ სწავლებებთან. ანალოგიურად, ბასილაძე და მაქარაშვილი, რომლებმაც გვერდით ცდუნებულთა მთელი ლაშქარი (ოღონდ არაქრისტესმიერი) დაიყენეს. ამიტომაც ღირს მათი მხილება და ამას ყოველთვის აზრი ჰქონდა – წმ. სვიმეონ სალოსის დროსაც და ახლაც. იქნებ ზოგიერთებს მაინც ეშველოთ და გონება გაეხსნათ. ყველანაირი მოსექტანტო დაჯგუფება ხომ პარალელური ეკლესიის შექმნის მცდელობაა. წმ. სვიმეონ სალოსის პასუხი კი ის იყო, რომ ორიგენემ ღრმა წყალში შეცურა, გამოსვლა ვეღარ შესძლო და დაინთქაო. ანუ იმ სიღრმეებში შეღწევა სცადა, რაც მის სულიერ ძალებს აღემატებოდა და ასე ვთქვათ, ვეღარ გამოაღწია. ევაგრე პონტოელიც ორიგენეს მიმდევრობისთვის განიკვეთა, თუმცა კი მისი ბიოგრაფი გვეუბნება, რომ თავის დროზე იგი სულთა გარჩევის საზომს იყო მიღწეული. ანუ ფლობდა ღვთისგან მომადლებულ ამ ნიჭს. ეს ფრიად სავალალო და სატირალი ფაქტია და თუ ეკლესიის ამხელა სვეტები წაიქცნენ, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ ბასილაძის სწავლებების მიმართ, რომლის წუმპეშიც ეს ჩვენი ანონიმი ავტორი დააჭყაპუნებს და ტალახს აქეთ-იქეთ ისვრის. რაც შეეხება ევაგრე პონტოელის ციტირებას, გნებავთ ორიგენესი, ამას მხოლოდ მე და მიტროპოლიტი კალისტე უეარი კი არ ვაკეთებთ (რომელიც ჩვენი მონასტრის სტუმარიც გახლდათ), არამედ მთელი დედა ეკლესია. ევაგრე პონტოელის შრომები “სათნოებათმოყვარეობის” I ტომშია შესული და მისაღებია ბერ-მონაზვნური ღვაწლისათვის, მხოლოდ არა ყველა, არამედ, რომელიც დედა ეკლესიამ ამოკრიბა მოსაგრეთა სულიერი წარმატებისათვის. საერთოდ, ერესის დაგმობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიცრუის ბადეში, მომავალში, არავინ მოყვება. იმ ბერების მაგალითმა თქვენც ხომ არაფერი შეგძინათ. თქვენც ხომ მათსავე შეცდომას იმეორებთ, რადგან თვლით, რომ მათი სწავლებები მთლიანად მიუღებელი და არამართლმადიდებლურია. იმეორებთ ორიგენეს სწორედ მცდარ სწავლებასაც, რომ სულები ჯერ სხეულის მიღმა არსებობენ და შემდეგ შედიან სხეულში. ეს ერესია, ჩემო ანონიმო მწერალო. სულისა და სხეულის ურთიეთობის შესახებ მსჯელობით თქვენ ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფთ და ღვთის პირმეტყველი ქმნილება ცხოველის დონეზე დაგყავთ. ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ სამშვინველი ადამიანში სულის ნაწილია. თუ უსულოდაა სხეული ოთხ თვემდე და სამშვინველით იმართება, ეს მხოლოდ ცხოველის სამშვინველი შეიძლება იყოს, რადგან ადამიანური სამშვინველი სულთან ერთადაა და სულთან ერთად იმყოფება და მისი ნაწილია. მსგავსი მცდარი სწავლებები რუს დიაკონ ანდრია კურაევს აქვს გამოთქმული. როგორც ხედავთ, ეს უკიდურესი უმეცრებაა და ეს უმეცრება არ შეიძლება მამა გაბრიელს ეთქვა. ეს მისი ღირსებისა და ხსოვნის შეურაცხყოფაა, ამ სამსახურს კი სწორედ თქვენნაირი და ჯინორიასნაირები ეწევიან ალბათ თავისთავის პოპულარიზაციისა და სხვა და სხვა მიზეზთა გამო. ეს ბებიაქალური გარდმოცემაა და არა ეკლესიური. მე, როგორც მოძღვარმა, ვიცი და მრავალგზის მსმენია ნააბორტალი დედაკაცებისაგან თავის მართლება, რომ სანამ ნაყოფი მუცელში არ შეტოკდება, მას ადამიანად არ ვთვლიდითო. შე ოჯახაშენებულო, თუ წმ. იოანე დამასკელი არ გსმენია, ან თუნდაც ჩვენს დროში წმ. იუსტინე პოპოვიჩი და მათი სწავლებები, ის ფილმი მაინც არ გინახავს თუ როგორ იბრძვის რამოდენიმე კვირის ჩანასახი სიცოცხლისათვის და აბორტმახერის დანას გაურბის. ამ ფილმმა ხომ მთელი მსოფლიო შეძრა. თქვენ იმიტომ მიაწერთ მამა გაბრიელს ათას სისულელეს, რომ თქვენი კუმირების სისულელე გაამართლოთ. სულიწმიდის მადლი კი ნათლობით ეძლევა ადამიანს და არა დედის საშოში, თუ რა თქმა უნდა, თქვენი კუმირები თავს იოანე ნათლისმცემლებად არ თვლიან. თანაც თქვენი სწავლებით ჯერ სულიწმიდა შედის და შემდეგ ადამიანური სული. ეს სრული აბსურდი და მკრეხელობაა და ღმერთმა მაპატიოს ამაზე საუბარი, თქვენ ეკლესიის სწავლებას არ სცემთ პატივს და რა გასაკვირია, რომ სასულიერო პირს ცილისმწამებელი და უზნეო უწოდოთ. კმარა! გონს მოეგეთ, თქვენ უკვე მაოხარი მკვდრის სინდრომითა ხართ დაავადებული, როგორც ადრე ვინმე კორეიშას მიმდევრები და ეს თქვენი პასკვილიც თაიგულია განგოზილი საფლავისა, რომელიც მას უკვე ვეღარაფერ დადებითს ვერ შესძენს. შეგახსენებთ კორეიშას ისტორიას. ეს ვითომ სალოსი საკუთარ შარდსა და განავალში იწვა და ამ “ღვაწლის” გამო მრავალი მიმდევარიც შეიძინა, ძირითადად დედაკაცები, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე. საწოლთან მას ქვიშას უყრიდნენ, მისი სიკვდილის შემდეგ ეს ნაშარდი ქვიშა მისმა მიმდევრებმა დაიტაცეს. მერმე ის იყო, რომ გამოჩდნენ მოხერხებულები და ახალ ქვიშას საკუთარი შარდით აჯერებდნენ და საკმაოდ სარფიანადაც ჰყიდნენ. მანამდე კი ცხადია საზოგადოება დააჯერეს, რომ “სალოსი” კორეიშას ფეკალიები სიწმინდე და სამკურნალო საშუალებები იყო. და რაც შეეხება ეპისკოპოსების დასწრებას დასაფლავებაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეპისკოპოსობა და მღვდლობა-დიაკვნობა თავისთავად ჭეშმარიტების კრიტერიუმი არ არის. ეს დასტურდება ბასილაძის სიკვდილის შემდგომი გაარქიმანდრიტებითაც, რომლის მსგავსსაც საეკლესიო ისტორია არ იცნობს. თავს აღარ შეგაწყენთ და არ განვავრცობ საუბარს იმ 100%-ან სიყალბეებზე, სულიერი შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ამ ოპუსში გვთავაზობენ. არც სამსონ სივერსის სწავლებებია ეკლესიისათვის ავტორიტეტული. ამის შესახებ არაერთგზის მსმენია თვითონ რუსი სტარეცებისგან, ვიმედოვნებ, რომ ამაზე საჯარო საუბრის საშუალება გვექნება. ახლა მცირედ თქვენი და თქვენი თანამზრახველების ბინძურ კამპანიაზე, რომელზეც ადრე, როგორც ბერმა პასუხი არ გაგეცით. საქმე ეხება წარმომავლობასა და გვარ-ტომობას. როგორც ბატონი კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა, ადამიანის გვარი ძონძი არ არის, რომ სადაც გინდა იქ მიაგდო, თუმცა ისიც ვიცით, რომ ათასად გვარი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა, რომლის ქრონიკულ დეფიციტსაც თქვენ და თქვენი კამპანია აშკარად განიცდის, როგორც დიდმა შოთამ თქვა: “კოკასა შიგან რაცა დგა, იგივე წარმოსდინდება”. მაშ ასე: პაპაჩემი – ბასილი სტეფანეს ძე ფილიშვილი იყო მესხი კაცი სოფ. ხიზაბავრიდან, სადაც დღემდეა ჩემი პაპის პაპის, ლუკას საფლავი, მკვიდრობენ ჩემი ნათესავები. იგი თავის დროზე იყო მეფის ოფიცერი, წმ.გიორგის ჯვრის კავალერი, პოლიგლოტი (7 ენაზე საუბრობდა) და თავისი დიდი წვლილი აქვს შეტანილი ახალქალაქში თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ, ასეულს ხელმძღვანელობდა. თურქთაგან მიყენებული ჭრილობები სიცოცხლის ბოლომდე ეტყობოდა და კაი ყმად გადავიდა მარადისობაში. (გაეცანითა ხალქალაქის მისადგომებთან ქართული ჯარის ისტორიას). მეორე პაპა, დედის მხრიდან ზაქარია მიხეილის ძე ბერიკაშვილი (კახურად შაქრო პაპა) კახელი კაცი გახლდათ ახმეტის რაიონიდან, სოფ. ოჟიოდან, არასოდეს ყოფილა კომკავშირელი და კომუნისტი, პროტესტის ნიშნად კოლმეურნეობაშიც არ მუშაობდა, არამედ ცხვარი ჰყავდა და მთელი ცხოვრება ქალამნებით, ნაბდითა და ქამარ-ხანჯლით დადიოდა. ის ხანჯალი მე მერგო მემკვიდრეობით. კარგად უკრავდა სალამურზე და ბასილაძისა და მაქარაშვილისაგან განსხვავებით, კეთილ ზღაპრებს თხზავდა და ბავშვებს უყვებოდა. თითქმის მთელი სოფლის ბავშვები და მათ შორის მეც მის მიერ ამოსხმული ქალამნებით დავდიოდით. ფართო შთამომავლობით მე ვარ ფილიშვილების, ბერიკაშვილების, ველიჯანაშვილების, თამაზაშვილების, თვალიაშვილების, ახალკაციშვილების და ა.შ. შთამომავალი. მამაჩემი ლავრენტი ფილიშვილი ბერობაში აღესრულა სერაფიმეს სახელით, არც ის ყოფილა კომუნისტი და ანონიმისტი. ახლა მე თქვენ გეკითხებით, ასეთი წინაპრების პატრონს როგორ უნდა მქირდავდნენ ვიღაც თხაპარიათა და თხაკოდიათა შთამომავლები. კვლავაც პირველ სიტყვაზე მოვიდეთ, ანონიმო (თუ ანონიმისტო) ჩვენ მზად ვართ პოლემიკისათვის. ასეთი ისტორიებიც ახსოვს დედაეკლესიას. გადავიღოთ და გავუშვათ ინტერნეტით. სხვა რა გითხრა, “რით გაგახარო”. კარგი, ამასაც გეტყვი: “დედა შაერთოს ცოლადა, ლეჩაქი დაეხუროსა” ვინც დაიმალოს და არ გამოჩნდეს. P.S.: უფალს არავის წარწყმედა არ სურს, უბრალოდ ყველა თვითონ ირჩევს თავის ხვედრს და სამწუხაროდ ბევრია ფართო გზაზე მავალი და კიდევ ანონიმთან შეხვედრაზე მისი პასკვილის წამკითხველებს გპირდებით, რომ იგი ესეთ ალიყურს მიიღებს, რომ ტყლაშუნს მთელი საქართველო გაიგონებს, რა თქმა უნდა როგორც მესხურ მრავალჟამიერშია -“არა ჩვენგნითა ბიჭებო და ღვთის შეწევნითა!”. სქოლიოებს არც ახლა ვურთავ და შეცდომებზეც მკითხველს ბოდიშს ვუხდით. როგორც მოძღვარი და ქრისტიანი მზად ვარ შენდობა მივიღო. არქიმანდრიტი იერომიელი პასუხის პასუხი ინტერნეტში გამოჩნდა პასკვილი ჩვენი ბროშურის წინააღმდეგ და თუმცა ვერაფერი ბედენა ცოდნითა და სულიერებით დაიკვეხნის მისი ანონიმი ავტორი, მაინც გადავწყვიტეთ პასუხი გაგვეცა მისთვის. ამჯერად მცირედი წერილით. ხოლო მკითხველისათვის მეტი სარგებლობის მისაღებად მე მას დებატებში ვიხმობ. შეგვიძლია მოვაწყოთ შეხვედრა, გადავიღოთ და გავავრცელოთ თქვენთვის ეგზომ საყვარელ ინტერნეტ სივრცეში, გნებავთ ტელევიზიაში და თუნდაც საუნივერსიტეტო აუდიტორიაში – “ვინ მართალია, ვინ ტყუის, ქვეყანამ დაინახოსა”. თქვენი მწვრთნელები ხომ ფარსმან – ფარუხისა და თარხანის კადნიერებით იქადნებოდნენ და საკადრისი პასუხიც მიიღეს, რადგან ღმერთი და ეკლესია შეურაცხყოფილი არ რჩება. ახლა მზად ვართ ბაყათარის კადნიერებასაც დავუყოთ პირი. არა, მე ნამდვილად არ ვადრი თავს წმ. ვახტანგ გორგასალს, არამედ, უბრალოდ, დედა ეკლესიის ჭეშმარიტი წმიდანებისა და სათნომყოფელების ღვაწლი და სწავლება არ შეიძლება ვიღაც უნიჭო და ბოღმიანი მეზღაპრეების სწავლებას შევადაროთ და მათ რანგში ავიყვანოთ. ტყუილად იმოწმებთ წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ციტატებს, ის სწორედაც რომ უადგილოა. მე ერთხელ უკვე გითხარით და კვლავაც გიმეორებთ: “ვინც არა ჰგავს კახაბერსა მას ვერ ვიტყვი კახაბერად”. რაც შეეხება ერეტიკოსებისადმი ტკბილად შემგონებლობას, მას ბევრი შემგონებელი ჰყავდა, მათ შორის ადგილობრივი მღვდელმთავარი, მეტი სილბო რაღა გინდა, აბსურდის მასწავლებელი წლების განმავლობაში სამღვდელო ხარისხში რჩებოდა და თავის საკუთარ რელიგიას თხზავდა და ავრცელებდა. ჩვენ ბროშურა გამოვეცით მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ეკლესია და მთელი სასულიერო დასი საჭიდაოდ გამოიწვია ე.წ. ჰამბურგული წესებით და ობიექტური მსაჯების გადაწყვეტილებით, რამდენადაც არ უნდა უგულებელჰყოთ, სუფთადაც წააგო. რა თქმა უნდა, არც მისი ნაწერებისა თუ მონოლოგების წაკითხვა გვსურდა, მაგრამ რაღა დაგვრჩენოდა, დიდი სულიერი ბრძოლების ფასად გვიწევდა ეს ყოველივე და დღეს, ალბათ, ჩემდაუნებურად, მისი სწავლებების საუკეთესო მცოდნედ ვითვლები და ამას შეხვედრაზეც დაგანახებთ. რაც შეეხება თეოსოფიას, იგი სინკრეტული აღმოსავლური სწავლება გახლავთ. მე საკმაო დრო მოვანდომე (ამ გადასახედიდან ჩემდა სამწუხაროდ) მის შესწავლას და კარგად ვიცნობ ბლავადსკაიას, რერიხების, რამა-კრიშნას, კრიშნა-მულტის, ვივეკანანდას, ბეზანტის, შტაინერის, სვედენბორგის, რაჯ-ნიშის და სხვათა და სხვათა ნაწერებს. ეს წიგნები დღემდე რუსთავში, ჩემი სახლის სარდაფში ყრია და დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო კიდეც. მშობლები სულ იმას მეჩიჩინებოდნენ – მაკულატურაში ფულს ნუ ყრიო და ჭეშმარიტად ასეც იყო. რაც შეეხება “გაღწევას”, ოჯახაშენებულო, ნირვანაში გაღწევაც არ გაგიგიათ? ბასილაძის სწავლებებში აშკარადაა საუბარი რეინკარნაციაზე, ანუ სულთა გადასახლებაზე. და ამას მისი განდობილი მოწაფეებიც დაადასტურებენ, თუ გულწრფელნი იქნებიან. როგორც ხედავთ, მე სრულებითაც არ ვაპირებ მოსექტანტო ელემენტებთან თავდაცვითი მდგომარეობიდან საუბარს, ნუ იყოფინ!!!.. მოეწყობა შეხვედრა, ყველას დავანახებ მისი სწავლების არანორმალურობას და უფრო მეტიც, მისგან გაუბედურებულ ოჯახსაც წარმოგიდგენთ და მის ყოფილ მიმდევარსაც, რომელიც დღემდე ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობს. იგი თვითონ მოგიყვებათ თავის მძიმე თავგადასავალს, თუ როგორ აშიმშილებდნენ და გახელილი თვალებით მზის ყურებას აიძულებდნენ. ასეთი რამ კარლოს კასტანედასთან დონ ხუანის სწავლებებში ამომიკითხავს. ეს ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ე.წ. მისტიკაა. აქვე დავძენ, თუ როგორი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა პატრიარქს ბასილაძე უბეში გამოზრდილი ასპიტის კვალობაზე და ამას სალოსობად ასაღებდა. არ გახლავთ ეს პირფერობა პატრიარქისა, მითუმეტეს დედა ეკლესიის მოწინააღმდეგეთა წინაშე, არაფერი გვჭირს თქვენთან საბოდიშო. ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრების ნაწილი დღემდე ინდოეთში, პუნა-აშრამში ცხოვრობენ. სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყო და ისინი მცდარ, დამღუპველ გზას დაადგნენ. ასე რომ მათგანაც, ასე ვთქვათ, დედანში ვიცნობ ამ სწავლებებს და იმასაც დავძენ, რომ თეოსოფიური სწავლებების (რაც არსებითად გაევროპელებული და გალაითებული ინდუიზმი და ბუდიზმია) რიგ მიმდინარეობებს საკმაო ასკეტიკაც გააჩნიათ, უკიდურესიც კი, თუ კი მათ შეიძლება ასკეზა ვუწოდოთ ჭეშმარიტი ქრისტიანული გაგებით. ესეც, როგორც ხვდებით, ასე ვთქვათ, დედნიდან ვიცი. რაც შეეხება ინტერნეტიდან ამოკრებას, ჩემდა სამწუხაროდ მხოლოდ ახლა გადავდგი პირველი ნაბიჯები ჩემი მოუცლელიბის გამო და ამ ნაბიჯებს ჯერაც ვერ გავცილებულვარ. შემდეგ, თუკი ვინმეს აზრი ამოიცანით, ეს სრულებითაც არ არის ე.წ. პლაგიატი, როგორც ჩვენი ანონიმი (თუ ანონიმისტი) “ღვთისმეტყველი” გვესიტყვება, პირიქით, ისინი ჩვენი თანამოაზრეები არიან და ზოგ მათგანთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენი ბროშურაც არ გახლავთ სადისერტაციო ნაშრომი და თუ სქოლიო არ დავურთეთ, ეს უბრალოდ ჩვენი გამომცემლობითი გამოუცდელობის გამო მოხდა. გარდა ამისა მე მწერალი არ ვარ და არც ვაპირებ მწერლობას და თუ გნებავთ იგი თარგმანადაც მიიღეთ. აქ მთავარია, რომ დედა ეკლესიის უსუსური შვილები მგლების ყბებს ავაცილოთ. ასე რომ თანამოაზრეობა და თანამზრახველობა სრულებითაც არ არის დასაძრახი, მითუმეტეს თავი ყვედრებისთვის მაქვს გადადებული და არა სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. რაც შეეხება მამა რაფაელს, მას მე პირადად მივართვი ჩემი ბროშურა და მისგან საკმაოდ კარგი შეფასებაც დავიმსახურე. თუ გნებავთ, გაგანდობთ კიდეც: “пять с плюсом”. თავი რომ დავანებოთ სოფისტიკას “მთხოვდასა და მოითხოვდას შესახებ”, რომლითაც მხოლოდ გაუთვითცნობიერებლები შეგიძლიათ აცდუნოთ, მე თქვენთან ჩასასაფრებელი არაფერი მჭირს, თქვენგან განსხვავებით მე დედა ეკლესიის ცოდვილი, მაგრამ ერთგული შვილი ვარ და არც გამიპყრია ხელი სხვა ღმერთების მიმართ. რაც შეეხება ცილისწამებას და უზნეობას, ჯერ სარკეში ჩაიხედეთ და მერე პირიც გამოირეცხეთ ანონიმო თუ ანონიმისტო. ახლა კვლავ მორიგი სისულელე. ბოროტი სულები არ არიან მატერიის შემადგენელი ნაწილები და არც კეთილი სულები არ არიან ასეთნი. ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ წმ. თეოფანე დაყუდებულის შენიშვნას წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის მიმართ. უბრალოდ, ბოროტ სულებს მატერიალიზაციის უნარი გააჩნიათ, ანუ მატერიას იყენებენ ადამიანთა საცდუნებლად, ისინი დაცემულნი, მაგრამ მაინც ანგელოზებრივი ბუნების მატარებლები არიან. ასე რომ არ გეთანხმებით ანონიმო, ნუ იყოფინ!!! ახლა ორიგენესა და ევაგრე პონტოელის შესახებ. ევაგრეს ხსენება ორიგენეს ნაცვლად სტილისტური ლაფსუსია, რამდენადაც ბროშურა ჩემი კარნახით იწერებოდა, რის გამოც შეცდომები გაიპარა. ახალ გამოცემაში ეს უთუოდ ჩასწორდება, მაგრამ ეს არც არის მთავარი. აქ კარგად მომისმინეთ, ანონიმო (თუ ანონიმისტო) – როგორც თქვენს პასკვილშია ნაჩვენები, მართლაც ორი ბერი და არა ორი კაცი, შეკამათდა ორიგენეს სწავლების შესახებ. ერთი ამბობდა, რომ ორიგენეს სიბრძნე არ იყო ღვთისაგან, ხოლო მეორე უმტკიცებდა, რომ შეუძლებელია მისი ის სწავლებები, რაც ეკლესიაშია მიღებული (და დღემდე ასეა) არ იყოს სულიწმიდისაგან. ბერებმა დატოვეს მონასტერი და ჭეშმარიტების გამოსარკვევად ღრმა უდაბნოში გავიდნენ. ეს მოკლედ, როგორც წერია. ახლა ცოტა ვრცლად რომ ვთქვათ. რაღა თქმა უნდა, ისინი მონასტრის საძმოში იმსჯელებდნენ ამაზე და უდაბნოში გასვლაზე კურთხევას იღუმენისაგან აიღებდნენ, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ დაუმალავდნენ თავის გულის ზრახვებს. ლოცვა-კურთხევის გარეშე კი ისინი მონასტრიდან არ გაიპარებოდნენ. ახლა ეკლესიის გადარჩენაზე. ეკლესიაში რიცხობრივობა არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტების გამომსახველი, თუმცა, სადაც ორი ან სამი იკრიბება ღვთის სახელით, უფალიც მათთანაა. ზოგადად, ეკლესიაში, ნაწილისა და მთელის ურთიერთობები არ იზომება რიცხვითი მახასიათებლებით. ამის მაგალითად წმ. მარკოზ ეფესელიც გამოდგება, როგორც ჭეშმარიტების თითქმის მარტო დარჩენილი დამცველი. და ამის საწინააღმდეგოდ ერესიარხი არიოზიც, რომელიც თავიდან მარტო იყო თავის ცრუ სწავლებებთან. ანალოგიურად, ბასილაძე და მაქარაშვილი, რომლებმაც გვერდით ცდუნებულთა მთელი ლაშქარი (ოღონდ არაქრისტესმიერი) დაიყენეს. ამიტომაც ღირს მათი მხილება და ამას ყოველთვის აზრი ჰქონდა – წმ. სვიმეონ სალოსის დროსაც და ახლაც. იქნებ ზოგიერთებს მაინც ეშველოთ და გონება გაეხსნათ. ყველანაირი მოსექტანტო დაჯგუფება ხომ პარალელური ეკლესიის შექმნის მცდელობაა. წმ. სვიმეონ სალოსის პასუხი კი ის იყო, რომ ორიგენემ ღრმა წყალში შეცურა, გამოსვლა ვეღარ შესძლო და დაინთქაო. ანუ იმ სიღრმეებში შეღწევა სცადა, რაც მის სულიერ ძალებს აღემატებოდა და ასე ვთქვათ, ვეღარ გამოაღწია. ევაგრე პონტოელიც ორიგენეს მიმდევრობისთვის განიკვეთა, თუმცა კი მისი ბიოგრაფი გვეუბნება, რომ თავის დროზე იგი სულთა გარჩევის საზომს იყო მიღწეული. ანუ ფლობდა ღვთისგან მომადლებულ ამ ნიჭს. ეს ფრიად სავალალო და სატირალი ფაქტია და თუ ეკლესიის ამხელა სვეტები წაიქცნენ, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ ბასილაძის სწავლებების მიმართ, რომლის წუმპეშიც ეს ჩვენი ანონიმი ავტორი დააჭყაპუნებს და ტალახს აქეთ-იქეთ ისვრის. რაც შეეხება ევაგრე პონტოელის ციტირებას, გნებავთ ორიგენესი, ამას მხოლოდ მე და მიტროპოლიტი კალისტე უეარი კი არ ვაკეთებთ (რომელიც ჩვენი მონასტრის სტუმარიც გახლდათ), არამედ მთელი დედა ეკლესია. ევაგრე პონტოელის შრომები “სათნოებათმოყვარეობის” I ტომშია შესული და მისაღებია ბერ-მონაზვნური ღვაწლისათვის, მხოლოდ არა ყველა, არამედ, რომელიც დედა ეკლესიამ ამოკრიბა მოსაგრეთა სულიერი წარმატებისათვის. საერთოდ, ერესის დაგმობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიცრუის ბადეში, მომავალში, არავინ მოყვება. იმ ბერების მაგალითმა თქვენც ხომ არაფერი შეგძინათ. თქვენც ხომ მათსავე შეცდომას იმეორებთ, რადგან თვლით, რომ მათი სწავლებები მთლიანად მიუღებელი და არამართლმადიდებლურია. იმეორებთ ორიგენეს სწორედ მცდარ სწავლებასაც, რომ სულები ჯერ სხეულის მიღმა არსებობენ და შემდეგ შედიან სხეულში. ეს ერესია, ჩემო ანონიმო მწერალო. სულისა და სხეულის ურთიეთობის შესახებ მსჯელობით თქვენ ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფთ და ღვთის პირმეტყველი ქმნილება ცხოველის დონეზე დაგყავთ. ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ სამშვინველი ადამიანში სულის ნაწილია. თუ უსულოდაა სხეული ოთხ თვემდე და სამშვინველით იმართება, ეს მხოლოდ ცხოველის სამშვინველი შეიძლება იყოს, რადგან ადამიანური სამშვინველი სულთან ერთადაა და სულთან ერთად იმყოფება და მისი ნაწილია. მსგავსი მცდარი სწავლებები რუს დიაკონ ანდრია კურაევს აქვს გამოთქმული. როგორც ხედავთ, ეს უკიდურესი უმეცრებაა და ეს უმეცრება არ შეიძლება მამა გაბრიელს ეთქვა. ეს მისი ღირსებისა და ხსოვნის შეურაცხყოფაა, ამ სამსახურს კი სწორედ თქვენნაირი და ჯინორიასნაირები ეწევიან ალბათ თავისთავის პოპულარიზაციისა და სხვა და სხვა მიზეზთა გამო. ეს ბებიაქალური გარდმოცემაა და არა ეკლესიური. მე, როგორც მოძღვარმა, ვიცი და მრავალგზის მსმენია ნააბორტალი დედაკაცებისაგან თავის მართლება, რომ სანამ ნაყოფი მუცელში არ შეტოკდება, მას ადამიანად არ ვთვლიდითო. შე ოჯახაშენებულო, თუ წმ. იოანე დამასკელი არ გსმენია, ან თუნდაც ჩვენს დროში წმ. იუსტინე პოპოვიჩი და მათი სწავლებები, ის ფილმი მაინც არ გინახავს თუ როგორ იბრძვის რამოდენიმე კვირის ჩანასახი სიცოცხლისათვის და აბორტმახერის დანას გაურბის. ამ ფილმმა ხომ მთელი მსოფლიო შეძრა. თქვენ იმიტომ მიაწე
  2. არქიმანდრიტი იერომიელი says:

    თქვენ იმიტომ მიაწერთ მამა გაბრიელს ათას სისულელეს, რომ თქვენი კუმირების სისულელე გაამართლოთ. სულიწმიდის მადლი კი ნათლობით ეძლევა ადამიანს და არა დედის საშოში, თუ რა თქმა უნდა, თქვენი კუმირები თავს იოანე ნათლისმცემლებად არ თვლიან. თანაც თქვენი სწავლებით ჯერ სულიწმიდა შედის და შემდეგ ადამიანური სული. ეს სრული აბსურდი და მკრეხელობაა და ღმერთმა მაპატიოს ამაზე საუბარი, თქვენ ეკლესიის სწავლებას არ სცემთ პატივს და რა გასაკვირია, რომ სასულიერო პირს ცილისმწამებელი და უზნეო უწოდოთ. კმარა! გონს მოეგეთ, თქვენ უკვე მაოხარი მკვდრის სინდრომითა ხართ დაავადებული, როგორც ადრე ვინმე კორეიშას მიმდევრები და ეს თქვენი პასკვილიც თაიგულია განგოზილი საფლავისა, რომელიც მას უკვე ვეღარაფერ დადებითს ვერ შესძენს.
    შეგახსენებთ კორეიშას ისტორიას. ეს ვითომ სალოსი საკუთარ შარდსა და განავალში იწვა და ამ “ღვაწლის” გამო მრავალი მიმდევარიც შეიძინა, ძირითადად დედაკაცები, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე. საწოლთან მას ქვიშას უყრიდნენ, მისი სიკვდილის შემდეგ ეს ნაშარდი ქვიშა მისმა მიმდევრებმა დაიტაცეს. მერმე ის იყო, რომ გამოჩდნენ მოხერხებულები და ახალ ქვიშას საკუთარი შარდით აჯერებდნენ და საკმაოდ სარფიანადაც ჰყიდნენ. მანამდე კი ცხადია საზოგადოება დააჯერეს, რომ “სალოსი” კორეიშას ფეკალიები სიწმინდე და სამკურნალო საშუალებები იყო.
    და რაც შეეხება ეპისკოპოსების დასწრებას დასაფლავებაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეპისკოპოსობა და მღვდლობა-დიაკვნობა თავისთავად ჭეშმარიტების კრიტერიუმი არ არის. ეს დასტურდება ბასილაძის სიკვდილის შემდგომი გაარქიმანდრიტებითაც, რომლის მსგავსსაც საეკლესიო ისტორია არ იცნობს.
    თავს აღარ შეგაწყენთ და არ განვავრცობ საუბარს იმ 100%-ან სიყალბეებზე, სულიერი შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ამ ოპუსში გვთავაზობენ. არც სამსონ სივერსის სწავლებებია ეკლესიისათვის ავტორიტეტული. ამის შესახებ არაერთგზის მსმენია თვითონ რუსი სტარეცებისგან, ვიმედოვნებ, რომ ამაზე საჯარო საუბრის საშუალება გვექნება.
    ახლა მცირედ თქვენი და თქვენი თანამზრახველების ბინძურ კამპანიაზე, რომელზეც ადრე, როგორც ბერმა პასუხი არ გაგეცით. საქმე ეხება წარმომავლობასა და გვარ-ტომობას. როგორც ბატონი კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა, ადამიანის გვარი ძონძი არ არის, რომ სადაც გინდა იქ მიაგდო, თუმცა ისიც ვიცით, რომ ათასად გვარი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა, რომლის ქრონიკულ დეფიციტსაც თქვენ და თქვენი კამპანია აშკარად განიცდის, როგორც დიდმა შოთამ თქვა: “კოკასა შიგან რაცა დგა, იგივე წარმოსდინდება”.
    მაშ ასე: პაპაჩემი – ბასილი სტეფანეს ძე ფილიშვილი იყო მესხი კაცი სოფ. ხიზაბავრიდან, სადაც დღემდეა ჩემი პაპის პაპის, ლუკას საფლავი, მკვიდრობენ ჩემი ნათესავები. იგი თავის დროზე იყო მეფის ოფიცერი, წმ.გიორგის ჯვრის კავალერი, პოლიგლოტი (7 ენაზე საუბრობდა) და თავისი დიდი წვლილი აქვს შეტანილი ახალქალაქში თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ, ასეულს ხელმძღვანელობდა. თურქთაგან მიყენებული ჭრილობები სიცოცხლის ბოლომდე ეტყობოდა და კაი ყმად გადავიდა მარადისობაში. (გაეცანითა ხალქალაქის მისადგომებთან ქართული ჯარის ისტორიას).
    მეორე პაპა, დედის მხრიდან ზაქარია მიხეილის ძე ბერიკაშვილი (კახურად შაქრო პაპა) კახელი კაცი გახლდათ ახმეტის რაიონიდან, სოფ. ოჟიოდან, არასოდეს ყოფილა კომკავშირელი და კომუნისტი, პროტესტის ნიშნად კოლმეურნეობაშიც არ მუშაობდა, არამედ ცხვარი ჰყავდა და მთელი ცხოვრება ქალამნებით, ნაბდითა და ქამარ-ხანჯლით დადიოდა. ის ხანჯალი მე მერგო მემკვიდრეობით. კარგად უკრავდა სალამურზე და ბასილაძისა და მაქარაშვილისაგან განსხვავებით, კეთილ ზღაპრებს თხზავდა და ბავშვებს უყვებოდა. თითქმის მთელი სოფლის ბავშვები და მათ შორის მეც მის მიერ ამოსხმული ქალამნებით დავდიოდით.
    ფართო შთამომავლობით მე ვარ ფილიშვილების, ბერიკაშვილების, ველიჯანაშვილების, თამაზაშვილების, თვალიაშვილების, ახალკაციშვილების და ა.შ. შთამომავალი. მამაჩემი ლავრენტი ფილიშვილი ბერობაში აღესრულა სერაფიმეს სახელით, არც ის ყოფილა კომუნისტი და ანონიმისტი.
    ახლა მე თქვენ გეკითხებით, ასეთი წინაპრების პატრონს როგორ უნდა მქირდავდნენ ვიღაც თხაპარიათა და თხაკოდიათა შთამომავლები.
    კვლავაც პირველ სიტყვაზე მოვიდეთ, ანონიმო (თუ ანონიმისტო) ჩვენ მზად ვართ პოლემიკისათვის. ასეთი ისტორიებიც ახსოვს დედაეკლესიას. გადავიღოთ და გავუშვათ ინტერნეტით. სხვა რა გითხრა, “რით გაგახარო”. კარგი, ამასაც გეტყვი: “დედა შაერთოს ცოლადა, ლეჩაქი დაეხუროსა” ვინც დაიმალოს და არ გამოჩნდეს.
    P.S.: უფალს არავის წარწყმედა არ სურს, უბრალოდ ყველა თვითონ ირჩევს თავის ხვედრს და სამწუხაროდ ბევრია ფართო გზაზე მავალი და კიდევ ანონიმთან შეხვედრაზე მისი პასკვილის წამკითხველებს გპირდებით, რომ იგი ესეთ ალიყურს მიიღებს, რომ ტყლაშუნს მთელი საქართველო გაიგონებს, რა თქმა უნდა როგორც მესხურ მრავალჟამიერშია -“არა ჩვენგნითა ბიჭებო და ღვთის შეწევნითა!”.
    სქოლიოებს არც ახლა ვურთავ და შეცდომებზეც მკითხველს ბოდიშს ვუხდით.
    როგორც მოძღვარი და ქრისტიანი მზად ვარ შენდობა მივიღო.
    არქიმანდრიტი იერომიელი

  3. მამა იერომიელ, ნამდვილად არ გვაქვს თქვენი შეურაცხყოფა განზრახული. თქვენი განრისხების მიზეზი ისაა, რომ წერილებში მოყვანილი არაერთი არგუმენტი გამხელთ, – თქვენი ბრალდებები მამა გიორგის მიმართ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. „თქვენ უკვე მაოხარი მკვდრის სინდრომითა ხართ დაავადებული“, “დედა შაერთოს ცოლადა, ლეჩაქი დაეხუროსა” ვინც დაიმალოს და არ გამოჩნდეს“ – წერთ თქვენ. სასულიერო პირისათვის ასეთი გაავებული, შეურაცხმყოფელი ტონი რომ სრულიად შეუფერებელია, ამას თავადაც კარგად უნდა ხვდებოდეთ და ღმერთი გიშველით, ნუ იმუქრებით, ამას სჯობია თქვენი ცილისწამებანი შეინანოთ. არ გავა დიდი დრო, მამა გიორგისაც შერაცხავენ წმინდანად და ახლა მის ჭირისუფლობას დაიწყებენ მრავალნი, ვინც მას სიცოცხლეს უმწარებდნენ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მავანნი თქვენს წარმომავლობაზე ქილიკობენ და ავსიტყვაობენ, ვიტყვით, რომ ეს არის სრულიად შეურაცხმყოფელი და სულმდაბლური საქციელი და სრულად ვემიჯნებით მათ. აქ სიტყვაც არაა თქვენს წარმომავლობაზე თქმული და ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ ამ სიბინძურეს და კიდევ ნუ დაიდებთ ცილისწამების ცოდვას. თქვენს ამ მცირე მონაწერშიც კი იგრძნობა არაჯანსაღი სულისკვეთება. თქვენი ალიყურებით კი ვერავის შეაშინებთ, თქვენთან კინკლაობას არ ვაპირებთ, ხალხი ისედაც შესანიშნავად ხედავს საქმის რეალურ ვითარებას.

  4. balikauri says:

    nu itanjebit, sacodaveboooooooooooooo

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s