პასუხად მამა ლევან მათეშვილს (მამა გიორგი ბასილაძის სწავლებათა თაობაზე)

aliluia.ge
ერთ-ერთ ვიდეორგოლში მამა ლევან მათეშვილი მამა გიორგი ბასილაძის შესახებ საუბრობს. http://www.youtube.com/watch?v=9nrJwHfL2G0 მას კითხვას უსვამს ერთი ძალზე აქტიური ახალგაზრდა კაცი. თუ რა ღრმა თეოლოგიური ინტერესების მქონეა ეს ახალგაზრდა, მისი ერთ-ერთი წინა შეკითხვიდან ჩანს:

„ცოლ-ქმრის ინტიმური ურთიერთობა, ზოგი იძახის, რომ ეს უნდა იყოს უშუალოდ ბავშვთან მიმართებაში, ბავშვის… გამრავლებასთან დაკავშირებით არის დასაშვები, მარტო, მარა იმ დღეს ერთ-ერთი ცნობილი ღვთისმეტყველი განმარტავდა, რომ ეს არის კათოლიკური მომენტი და არ არის აუცილებელი რომ ეს მარტო იყოს რაღაც ბავშვის კუთხით და ცოლ-ქმრული ურთიერთობა უნდა იყოს ინტიმური და ის შემადგენელია ოჯახისა და თქვენი დამოკიდებულება?“

ამ ინტერესიანი ახალგაზრდას მეორე კითხვა მამა გიორგის შესახებ გამოცემულ წიგნს უკავშირდება:

„ზოგადად მე, რაც გავეცანი ამ წიგნს, მე ვერაფერი ვერ ვნახე ზოგადად სწავლება, როგორ უნდა ვილოცოთ, რა არის სწორი ღვთის მცნებებთან მიმართებაში, ეს წიგნი ჩემთვის არის გაუთავებელი ქება, თვითრეკლამა, რომ აეს ხილვა, მე ეხლა მის პიროვნებას არ ვეხები, შეიძლება ეს ავტორის გადამეტებულია და ვინც დაწერა იმან ჩაამატა… და ძაან ბევრი ხალხი შეყავს შეცდომაში ზოგადად ესეთი ტიპის წიგნებს, ხილვები, რომ წმინდა გიორგი გამომეცხადა, რომ გიორგი  არ დაიღალე ფეხით სიარულითო, იქ, მამაო, მართლმადიდებლობასთან შეუსაბამო რაღაცეებსაც იძახის ეს კაცი. თქვენ თუ იცით, რო კომენტარი გააკეთოთ… დიდგორის ბრძოლა ვნახე კადრებად და…“

აქ ფართოდ გაღიმებული მამა ლევანი ენადგაკრეფილ, როლში შესულ ახალგაზრდას ცინიკური რეპლიკით აწყვეტინებს: „-იქნებ, ნახა, რა იცით?“ (მოისმის რამდენიმე ქალის საწყალი სიცილი).

როგორც ვხედავთ, ახალგაზრდა ისევე ღრმააზროვნად, მწყობრად და ლოგიკურად აყალიბებს თავის შეკითხვას, როგორც წინა შემთხვევაში, უფრო ზუსტად, უკვე დაუკრეფავშია გადასული.

პასუხობს მამა ლევანი იმის შესახებ, რომ გულისამრევია ხალხის დამოკიდებულება მამა გიორგისა და მამა გაბრიელისადმი, რომ ხალხი აკერპებს მათ და ასე არ შეიძლება.

მამა ლევანს ეკითხებიან, რას ფიქრობს მამა გიორგის სწავლებათა თაობაზე, ის კი საუბრობს მრევლის არასწორ დამოკიდებულებაზე მამაოს მიმართ. ანუ, ეკითხებიან ერთს, პასუხობს მეორეს.აშკარაა, რომ მამა ლევანს არ ჰყოფნის სულიერი ხედვა, შეაფასოს მამა გიორგის პიროვნება, მაგრამ ამის აღიარებაც არ უნდა.

მამა ლევანი აცხადებს, რომ ადამიანები მხოლოდ მატერიალური, ამსოფლიური პრობლემების გადასაწყვეტად აკითხავენ მამა გიორგის და არა სულის გადასარჩენად. მთლად ასეც არ არის საქმე, მამაო! არის დიდი კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც სწორედ სულიერმა პრობლემებმა მიიყვანეს მამა გიორგისთან და უდიდესი შეწევნაც მიიღეს მისგან. მეორეც, ნეტავი, თქვენ რა იცით, ვინ რა პრობლემით აკითხავს მამა გიორგის, მისი მდივანი ხომ არ ხართ? მამაოს არც არასოდეს შეხვედრიხართ  და არ გვგონია, იმ დონის სულიერი ხედვა გქონდეთ, რომ აფიქსირებდეთ, ვინ რა საზრუნავით მიდის მამა გიორგისთან.

თურმე მამა გიორგისსთან იმიტომ დადის ხალხი, რომ „იოლი გზების“ მოძებნა სურს ღმერთამდე. ეს, გარკვეულწილად,   მართალიცაა. ხალხს სურს ჭეშმარიტი გზით სიარული და არა იმ ოღროჩოღროში ბოდიალი, საითაც სულიერი ხედვის უქონელი და ამპარტავანი მღვდლები მიერეკებიან. ამიტომ მიმართავენ მამა გიორგისა და სხვა წმინდანებს, რომელთაც იციან „გზანი სასუფევლისანი“.download

„რა უნდა მითხრას ახალი მამა გიორგი ბასილაძემ?“ – კითხულობს მღვდელი ლევანი. ზუსტად ამ ფორმულით ებრძოდნენ წმინდანებს ათასწლეულთა განმავლობაში სოფისტი სქოლასტიკოსები. განმაახლებლობის მიზეზით დევნიდნენ წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს და „ახალი ღვთისმეტყველიც“ დაცინვით ამიტომ დაარქვეს. სულიერი ხედვის არმქონე ადამიანებმა ეკლესიური გამოცდილება გადააქციეს დახურულ, ჩაკეტილ სივრცედ, სადაც ახალი არაფერი ხდება და „ღვთისმეტყველება“ ძველი ტექსტების ინტერპრეტაციასა და ტექსტოლოგიურ ჩხირკედელაობას დაარქვეს. წმინდანები მარად ახალ და ცხოველ სულიერ გამოცდილებას გვიზიარებან და ამას წინ ვერავინ აღუდგება.

თავისი მსჯელობის დროს მამა ლევანი ორ ღირსსახსოვარ ფრაზას წარმოთქვამს:

1) ვინ დააფიქსირა რომ მამა გიორგიმ სულიწმინდა მოიპოვა? “

პასუხი: იმ ათასობით მორწმუნემ, რომელთაც სულიერი საზრდო და ნუგეში მიიღეს მამა გიორგისაგან. მღვდელი იმისი მღვდელია, რომ სულით იგრძნოს სულიწმინდა ადამიანში. არ არსებობს სხვა ხელსაწყო სიწმინდის გაზომვისა.

2) ვადარებთ უკვე ბასილაძეს პავლე მოციქულს?“ პასუხი: როგორც ჩანს მამა ლევანიც იმ შეზღუდული ცნობიერების მქონეა, რომლის მიხედვითაც, შეუძლებელია თანამედროვეობაში პავლე მოციქულის სულიერების ადამიანი არსებობდეს.

სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს მოუსმინეთ, მამაო: „ვისმინე, რასაც ღაღადებდა პავლე, შენი მქადაგებელი: „ის რაც თვალს არ უხილავს და ყურს არ სმენია, კაცის გულამდე რაც არ მისულა, რაც გაუმზადა ღმერთმა მის მოყვარულებს“ (I კორ. 2. 9). შეუძლებლად ვირწმუნე ხორცში მყოფთაგან ამგვართა ჭვრეტა. ვფიქრობდი, მხოლოდ მას ერთადერთს უჩინე შენ უშურველად ამგვარი რამ და არ ვიცოდი მე, გლახაკმა, რომ ყოველ კაცს ამასვე უყოფ, ვინც შენ გიყვარებს. საიდან, როგორ შევიცნობდი, რომ ვინც გირწმუნებს, ხდება რა იგი შენს ნაწილად, მადლით ღმრთეებას გამოაბრწყინებს“ (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, პირველი სამადლობელი, თარგმნა ე. ჭელიძემ, ჟურნ. „გული გონიერი“, 2011, #1, გვ. 72).

 

ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ სამღვდელოებას ასე უჭირს პროგრესირება სულიერი ხედვისა და წმინდანთა შეცნობის გზაზე…

This entry was posted in ზოგადი and tagged , . Bookmark the permalink.

17 Responses to პასუხად მამა ლევან მათეშვილს (მამა გიორგი ბასილაძის სწავლებათა თაობაზე)

  1. სალომე says:

    ლევანის და მისნაირების გასაქილიკებელი და გასარჩევი რომ გახდება მამა გაბრიელი და მამა გიორგი, ამ ჩანაწერის შემდეგ იქნა ა ღ ი ა რ ე ბ უ ლ ი მამა გაბრიელი წმინდანად და ეხლა მაინტერესებს რა აზრზეა მამა გაბრიელთან მიმართებაში,რაც შეეხება ჩვენს მამა გიორგის დადგება დრო და მამა გიორგისაც აღიარებენ წმინდანად.იკითხონ სხვებმა.

  2. zviad says:

    მამა, რომელიც იყენებს სიტყვას “გაფეტიშებული” …

  3. sandro says:

    “თურმე მამა გიორგისსთან იმიტომ დადის ხალხი, რომ „იოლი გზების“ მოძებნა სურს ღმერთამდე. ეს, გარკვეულწილად, მართალიცაა. ხალხს სურს ჭეშმარიტი გზით სიარული და არა იმ ოღროჩოღროში ბოდიალი, საითაც სულიერი ხედვის უქონელი და ამპარტავანი მღვდლები მიერეკებიან. ამიტომ მიმართავენ მამა გიორგისა და სხვა წმინდანებს, რომელთაც იციან „გზანი სასუფევლისანი“.”

    ამის დამწერს რა სულეირი ხედვა აქვს მაინტერესებს :)))))))

  4. მამა ლევანზე მეტი სულიერი ხედვა კი ნამდვილად აქვს, რომ, მისგან განსხვავებით, შეუძლია სულით იგრძნოს წმინდანი 🙂

  5. vpiqrob jobs mama levantan mixvidet da gaesaubrot aq dawerili bevristvis sheidzleba gankitxvis sawyisi gaxdes

    • გასაუბრება რა საჭიროა, ისედაც ყველაფერი ცხადია. „არ განიკითხო, არ ნიშნავს, თეთრი და შავი არ განასხვავო“ – მამა გიორგი. ღმერთია მოწმე და ჩვენი სინდისი, სხვა არავითარი მიზანი არ გვამოძრავებს. მამა ლევანი საშუალო სტატისტიკურ ქართველ მღვდელზე უდაოდ ბევრად განათლებულია და ბევრი „თაყვანისმცემელიც“ ჰყავს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა შევიგნოთ (მათ შორის მამა ლევანმაც), რომ წიგნისმიერი განათლება და სულიერი ხედვა სხვადასხვა რამაა და წმინდანზე მაღლა საკუთარ თავი არ უნდა დავაყენოთ, რა დონის ცოდნაც არ უნდა გვქონდეს. მამა ლევანს შეეძლო, ეთქვა, რომ ის ვერ შეაფასებს მამა გიორგის ღვაწლს და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ ასე არ მოიქცა. საკვირველი მხოლოდ ის არის, როგორ ბედავს გუშინდელი მღვდელი ასეთი ტონით საუბარს და ქილიკს რეპრესირებულ, კომუნისტთაგან ნატანჯ მოძღვარზე?!

      • David says:

        განათლება და ადამიანობა სხვადასხვა მცნებებია. ხოლო როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანის შესაძლებლობებს, ამაგს და შრომას და თუნდაც განათლებას ასე მოურიდებლად გადაუვლის და ქილიკის საგნად ხდის, აქ მის განათლებაზე საუბარი ზედმეტა, რადგანაც განათლებულმა ადამიანმა მორალური ეთიკაც იცის რა არის და სულიერიც.

  6. Kote says:

    მამა ლევანის ატანა არ მაქვს (განსაკუთრებით მისი ისტერიული ხმის) მისი ერთ-ერთი ლექციის შემდეგ, როდესაც ქალებ უქადაგა რომ შარვლის ტარება ცოდვა არ არის.
    მამა გიორგი ბასილაძეზე კი ვიტყვი, რომ მის ერთ-ერთ წიგნში იგი იძახის რომ ფეხბურთელები წმინდანები იყვნენ. წმინდანი არის მხოლოდ სულერი ღვაწლის მქონე ადამიანი. ისე კეთილი ადამიანი მხოლოდ მორალურად წესიერ ადამიანად ითვლება. ასეთი შეიძლება იყოს მუსულმანიც, კათოლიკეც და ჩვეულებრივი ადამიანიც.

    • იოანე says:

      წმინდანი არის სულიწმიდის მადლით მოსილი ადამიანი და წმინდანი შეიძლება იყოს ერშიც. უფრო მეტიც, მღვდელი უნდა იყოს წმინდანი, მას რომ შეეძლოს ცოდვის მიტევება. უწმინდური მღვდლები, ლევან მათეშვილის მსგავსი, მრევლს უფსკრულისაკენ მიექანებიან და სამწუხაროდ მრევლიც ბრმად მიყვება. სულიერი მღვდელი (და უფრო მეტიც, მღვდელთმთავარი), რომელსაც მიცემული აქვს ცოდვის მიტევების მადლი უფლისაგან, შეიძლება იყოს ერისკაციც და მათ შორის ქალიც. ეს არის მართლმადიდებელ წმინდანთა სწავლება. შეგიძლიათ გადახედოთ მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნს “მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია”, რომელიც ჩვენი პატრიარქის კურთხევით არის გამოცემული ქართულადაც. იქ ეს ყველაფერი გარკვევით წერია მართლმადიდებლ წმინდანთა ციტატების მოშველიებით.

  7. giorgi says:

    სულიერი ღვაწლი არამარტო სამღვდელო პიროვნებას აქვს არამედ ჩვეულებრივად ერში მოღვაწე ადამიანებსაც, და ჩვენ მითუმეტეს ქართველებს ძალიან ბევრი სულიერი ღვაწლის მქონე (წმინდანი პირდაპირი გაგებით) საერო პიროვნებები გვყავს აღიარებული წმინდა სინოდის მიერ. ასე რომ ფეხბურთელი იქნება თუ ნებისმიერი ხელობის წარმომადგენელი მნიშვნელობა არ აქვს, წმ. მაკარი დიდი რომ გავიხსენოთ იგი ყვება ერთ ამბავს როდესაც გამოცხადებით უთხრეს რომ მასძე დიდი ორი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში, ორი ქალი რომელიც გათხოვილები იყვნენ ძმებზე და როდესაც მაკარი დიდმა ჰკითხა თუ რას აკეთებდნენ იმისათვის რომ ისინი სულიერად ამ დონეზე იყვნენ მათ უთხრეს რომ არაფერს არ ვაკეთებთ უბრალოდ ამდენი წლების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთმანეთსი არასოდეს არ გვიკამათია, დძალიან იდილიაში ცხოვრობდენე. ჩემი სიტყვებით გადმოვეცი მაპატიეთ რომ ციტირება ვერ მოვახდინე ზუსტად, ასე რომ მამა გიორგი არც მანდ ცდება რამეში.

    • kote says:

      პასუხი სწორი გამეცი. მხოლოდ ერთ რამეს შევნიშნავდი თქვენს ნათქვამში რომ წმინდანი არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც იწერება სხვა მორწმუნეებისთვის მაგალითის მისაცემად. წმინდა მაკარის ცხოვრება დაიწერა როგორც მისაბაძი მაგალითი, ხოლო ორი დედაკაცის მხოლოდ ეს მომენტია აღწერილი. მათი სახელები და სხვა ღვაწლი კი არ ვიცით.

  8. giorgi says:

    არა არა არიან ადამიანები ვისი ცხოვრებაც არ დაწერილა მაგრამ ისინიც წმინდანები არიან, მაგალითად ადამინი რომლის ცხოვრებასაც იცნობს ეკლესია მაშინ ხდება კანონიზირება ამათუიმ ადამიანის წმინდანად აღიარებისა, თუმცაღა არიან ადამინაები რომლისცხოვრებაც არის უცნობი ეკლესიისათვის და მითუმეტეს საეროს წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ის ადამიანებიც რომლებიც უბრალოდ სწორად ცხოვრობენ და შეიძლება სიკეთის, სიყვარულის ან სხვა სათნოებების მატარებლები არიან თავის თავად წმინდანები ხდებიან თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, თუმცა შეიძლება ეს ეკლესიამ არ იცოდეს ანუ არ იცნობდეს ამ ადამიანებს და შესაბამისად ვერც მოხდება მათი “აღიარება” (ადამიანი თუ წმინდანია ანუ წმიდა ცხოვრებით იცხოვრა ამას რამდენ ხანში აღიარებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ეკლესია როცა აღიარებს მაშინ კიარ ხდება ის წმინდანი არამედ ის არის წმინდანი და ეკლესია ამას “აღიარებს”) მემგონი შეძლებისდა გვარად დაწვრიებით ავხსენი (როგორც შევძელი)

  9. კატო says:

    მე არ ვიცნობ, მხოლო ვუსმენ ხოლმე მამა ლევანის განმარტებებს(რომელიც განთავსებულია იუთუბზე). დიდ პატივს ვცემ მისგან მოწოდებულ ინფორმაციას და ძალიან კარგად ვგებულობ ქრისტიანობის ამათუიმ წესს და მის დანიშნულებას. რაც მეტი ინფორმაცია მოვისმინე, უფრო გამიჩნდა სურვილი ეკლესიაში სიარულისა..რაც ბოლო ხანებში ცოტა არ იყოს და …აღარ მქონდა.
    არ გამორიცხავს ერთი მეორეს….მამა გიორგის შესახებაც ბევრი მსმენია..უფრო სასწაულებს ელოდება მისგან ხალხი, რადგან ბევრი ადამიანი ადასტურებს, რომ სასწაულმოქმედია. სულ სხვადასხვა პიროვნებები არიან..თუ ორივე მათგანი თავთავის საქმეს კარგად ასრულებს..რა საჭიროა რომელიმე მათგანის მიმართ ნეგატიურად განწყობა? არ მესმის ამ კომენტარებისა და არც ამ შეპასუხებისა…რომელიც კორექტულობის ფარგლებიდან გადასულია. ინფორმაციის თავისულებაა და ვისაც ვინ უნდა იმას მოუსმენს..და ამის გამო კარგებად და ცუდებად ნუ ჰქოფთ ხალხს.
    ბატონ გიორგისაც და ბატონ ლევანსაც ჯანმრთელობას და დიდხანს მოღვაწეობას ვუსურვებ. ორივე მათგანი სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.

  10. giorgi says:

    ქალბატონო კატო დიდი მადლობა თქვენც გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

    ჩვენი დედა ეკლესია სწორედაც რომ გვაფრთხილებს და გვეუბნება ვისწავლოთ ცრუ მოძღვრისა და ნამდვილი მოძღვრის გარჩევა,

    მოძღვარი რომელიც დაუფიქრებლად იძახის ისეთ რაგაცას რაც არ იცის და ამას თავის მრევლს ასმენინებს მეორე მოძღვრის შესახებ (და სხვათაშორის რამოდენიმე თვეში წმინდა სინოდმა წმინდანად აღიარა მამა გაბრიელი) ის მოძღვარი მოძღვარი არ არის!

    სულ ეს არის

  11. giorgi says:

    არც მამა გიორგის და არც წმ.გაბრიელს აღმსარებელსა და სალოსს ჩემი დაცვა ნამდვილად არ ჭირდებათ, უბრალოდ როცა ვხედავ რომ ადამიანი (მოძღვარი) როგორ ირონიულად საუბრობს და პირდაპირ რომ ვთქვათ აქეზებს კიდევაც ხალხს რომ გაიცინონ და პირდაპირ დასცინონ აი ამაშია საქმე ზუსტად, მამა ლევანი კიარა ეპისკოპოსები ვერ იტანდნენ და ვერ იტანენ დღესაც მამა გაბრიელს და მამა გიორგის რა თქმაუნდა ყველა არა რამოდენიმე ეპისკოპოსი სწორედ ამაშია საქმე არიან ეკლესიის წიაღში ხალხი ვინც ვერ იტანს ნამდვილ ადამიანებს!

    მაპატიეთ ემოციებისათვის მოვა დრო და გასძვრებათ ანაფორები

  12. David says:

    როდესაც სასულიერი პირი სვამს ასეთ კითხვას: “1) „ვინ დააფიქსირა რომ მამა გიორგიმ სულიწმინდა მოიპოვა? “”
    მაშინ მან თავადვე გაგვცეს პასუხი, როდის აქეთ გახდა სული წმინდის მოპოვება კონცერტის მსგავსი სანახაობა სტადიონზე, სადაც უახლესი მოდელების ფოტო თუ ვიდეო კამერით ხდება აღნიშნული ფაქტის ფიქსირება? თქვენ პირადად მამაო ლევან, დააფიქსირეთ , რომ რომელიმე 12-თაგანმა მოციქულთაგან სული წმინდა მოიპოვა? თუკი დააფისქირეთ, ამცნეთ საზოგადოებას, რა ფორმით მოახერხეთ ეს.

    2) „ვადარებთ უკვე ბასილაძეს პავლე მოციქულს?“ – თვითონ ეს მამაო ვის ადარებს საკუთარ თავს, რომ ამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? ჩვენი განსჯის საგანი არ უნდა იყოს ვინ ვისი სადარია.უფალმა თავად უწყის და ის არის ერთადერთ, ვისაც შეუძლია მსჯავრი დაადოს და მიუტევოს, განიკითხოს და გაასამართლოს.

    თქვენ სახარებიდან ალბათ ეს მუხლი არ გახსოვთ კეთილო მოძღვარო:
    “46. მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის.
    47. ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა ბავშვი, წინ დაიყენა
    48. და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი – უდიდესი იქნება.”

    – ანუ რა ხდება? იესოს სურდა, რომ ყველა მიმხვდარყიყო ჭეშმარიტებას: არც ასაკს და არც აღნაგობას მნიშვნელობა არა აქვს ღვთისთვის, რადგანაც მისთვის ყველა სასურველი და მნიშვნელოვანია. მთავარი მისთვის ისაა, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენ სხვა ადამიანებს.

  13. daap2013 says:

    მარკოზის სახარება

    თავი მეცხრე
    (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი)

    38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.

    39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს.
    (იგივე მუხლი გიორგი მთაწმინდელის თარგმანში: 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა.)

    40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.

Leave a reply to giorgi Cancel reply